''ყველაზე მეტს ჩემზე კატალონიელები საუბრობენ''
მადრიდის რეალის მწვრთნელმა ჯოზე მოურინიომ, თავის ინტერვიუში უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და აგრეთვე კომენტარი გააკეთა ''ელ კლასიკოზე''
<< გვარდიოლამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და მან იცის რასაც აკეთებს. ის იდეალური მწვრთნელია ბარსელონასთვის, ჭკვიანი ადამიანია, რომელმაც იცის კლუბის ფილოსოფია. მას ხშირად უსვამენ კითხვებს ''მოურინიოზე'', მაგრამ პეპს არ სჭირდება პასუხის გაცემა, ამას მანამდე თავისი ფეხბურთელები აკეთებენ. დააკვირდით, რომ ჩვენ მადრიდში არ ვსაუბრობთ ბარსელონას მწვრთნელზე, ეს გასათვალისწინებელია.
<< მე ასეც ვფიქრობდი, რომ თამაშს ორშაბათს გადაიტანდნენ. ჩვენთვის არანაირი აზრი არ ააქვს როდის იქნება ''ელ კლასკო'', შაბათს, კვირას თუ ორშაბათს. ეს თამაში გადამწყვეტი არ იქნება, როცა წინ ძალიან ბევრი შეხვედრა გვექნება დარჩენილი.
ლა ლიგა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია
<< მე ძალიან მიკვირს როცა საუბრობენ, რომ ესპანეთში მხოლოდ ორი გუნდი იბრძვის ტიტულისთვის და ამიტომ ლალიგა არ არის საინტერესოო. გადახედეთ სხვა ჩემპიონატებს, ინგლისში მხოლოდ ჩელსია და თუ მანჩესტერი არ გამოცოცხლდება ასე დარჩება. იტალიაში უკვე ხუთი წელი ერთი გუნდი იმარჯვებს. გერმანიაში ბავარია სხვა გუნდებთან შედარებით მაღალ დონეზე დგას. ესპანეთში ორი მსოფლიოს საკეთესო გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის, ეს შესანიშნავია.
<< მე მყავს საოცარი ფეხბურთელები. ძალიან მაკვირვებს დი მარია, ის მხოლოდ 21 წლისაა და დღითიდღე უმატებს, აგრეთვე კასილასიც ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდისთვის. ისინი დიდი ფეხბურთელებია.
მე სპეციალურად გავაკრიტიკე კანალესი
<< მე ვიცოდი, რომ კანალესი ცუდათ ითმაშებდა მაგრამ წინასწარ არ ვუთხარი, მინდოდა მისით დაენახა თუ რა მოუვიდოდა სიზარმაცის გამო. მე ის სპეციალურად გავაკრიტიკე, იმედია ჭკუას ისწავლის.იმ თამაშის შემდეგ, კანალესი პირველივე ვარჯიშზე მოვიდა ჩემთან და ჩვენ დავილაპარაკეთ. მას ძალიან დიდი ტალანტი გააჩნია და თუ ბევრს იშრომებს შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს
იფნფორმაციის წყარო: www.sport.es
- 13 ნოემბერი 2010
- 2 407
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.