"მადრიდის რეალს" არ ადარდებს ელ კლასიკოს გადაწეული თარიღი
როგორც ვიცით, ამ კვირაში საბოლოოდ დადგინდა 'ელ კლასიკოს' ზუსტი თარიღი. გადაწყდა, რომ თამაში გაიმართება ორშაბათს. სათამაშო დღე დახტოდა წინ და უკან დიდი ხნის მანძილზე, კატალონიური რეგიონალური არჩევნების გამო, რომელიც კვირას, 28 ნოემბერს გაიმართება.
მიგელ პარდესამ და ხორხე ვალდანომ გააპროტესტეს ეს თარიღი, რადგან ორშაბათი უცხო დღეა ესპანური ფეხბურთისთვის, რადგან თითქმის ყველა მატჩი შაბათ-კვირას იმართება. 'ბარსელონას' ფეხბურთელებიც უკმაყოფილონი არიან ამ თარიღით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეძლევათ დამატებითი დღე დასასვენებლად, რადგან მატჩამდე 5 დღით ადრე ჩემპიონთა ლიგის თამაშებია.
ერთადერთი ადამიანი ვინც იცოდა თუ რა მოხდებოდა, არის ჟოზე მოურინიო. მან გაამჟღავნა რომ იცოდა თარიღის გადაწევის შესახებ, როგორც ის ამბობს, მან იცის ყველაფერი კლუბების კავშირებზე ერთმანეთთან და ორგანიზაციებთან, რომლებმაც დაადგინეს თამაშის თარიღი. ალბათ ერთადერთი რაც მოუმ არ იცის, არის ის, რომ 'კლასიკო' გამართულა კვირის ყველა დღეს. სტატისტიკურად : ერთხელ სამშაბათს, ოთხჯერ ოთხშაბათს, ორჯერ ხუთშაბათს, ერთხელ პარასკევს, 48-ჯერ შაბათს, 102-ჯერ კვირას და მხოლოდ ორჯერ ორშაბათს.
კარგი ამბავი მადრიდელებისთვის ის არის, რომ ორივე შემთხვევაში როცა გუნდები ორშაბათს ხვდებოდნენ ერთმანეთს, მადრიდის რეალი გახდა 'ლა ლიგის' ჩემპიონი, 1964 და 1972 წლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ თითო გუნდს თითოჯერ აქვს მოგებული ამ დღეს გამართული თამაში. პირველი თამაში, 1964 წლის მარტში, მადრიდის რეალმა 2-1 მოუგო მოწინააღმდეგეებს, 'ხენტოს' და 'პუშკაშის' გოლების მეშვეობით. მეორე თამაში 8 წლის შემდეგ ბარსელონამ 1-0 დაამარცხა მადრიდელები, 1972 წლის 3 აპრილს, 'ასენსის' გოლის წყალობით.
29 ნოემბრის თამაში გატეხავს ამ ჩიხს და მისცემს ერთერთ გუნდს ერთით მეტ გამარჯვებას ორშაბათის თამაშების ისტორიაში.
P.S. იმედია ეს რეალი იქნება.
- 13 ნოემბერი 2010
- 1 903
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.