პრესიადო: ”მოურინიო არამზადაა”
ხიხონის ”სპორტინგის” მთავარმა მწვრთნელმა, მანოლო პრესიადომ, ჟოზე მოურინიოსადმი ზიზღის გამოვლენა არ დაიშურა.მან დასძინა, რომ პორტუგალიელს ვერ იტანს.
ჟურნალისტების აზრით, მოუმ პრესიადოს ასეთი დამოკიდებულება მაშინ დაიმსახურა, როდესაც ”სპორტინგისა” და ”ბარსას” შემდეგ აღნიშნა, რომ ხიხონელებმა უბრძოლველად დათმეს თამაში კატალონიელებთან.როგორც ჩანს, ამ ფაქტმა ძალზედ აღაშფოთა მანოლო.
”მოურინიო გულზე არ მეხატება და ამის თქმა პირისპირ შემიძლია.ჩვენთან შეხვედრის დროს, ის ”ვი აი იპ” ლოჟაში კი არა ადგილობრივი ქომაგების გვერდით უნდა დავაჯინოთ.”
”თუ მან სერიოზულად განაცხადა, რომ ხიხონმა ბარსელონას თამაში აჩუქა, ნამდვილი არამზადა ყოფილა.”
”ეს სამეფო კლუბის კი არა, ერთი ადამიანის კრიტიკაა.მას მხოლოდ ტიტულები აქვს.”
”მადრიდელებთან დაპირისპირების არ გვეშინია.ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა დედაქალაქელებს საკუთარი თამაშის ჩვენების საშუალება არ მივცეთ.”
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ”ელ მოლინონეზე” ესპანური ლიდერების მხრიდან, მხოლოდ ”ვალენსიამ” შეძლო წარმატების მიღწევა.რაც შეეხება ”ვილიარეალს,” ”სევილიასა” და ”ატლეტიკს,” მათ ხიხონში ქულები დაკარგეს.
- 12 ნოემბერი 2010
- 2 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.