100 დღე ჟოზეს მოსვლის შემდეგ
სამეფო კლუბში ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება, უკვე 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც "ბლანკოსმა" პორტუგალიელის დირიჟორობით დაიწყო თამაში. ამ ხნის მანძილზე "მერენგებს" წაგება არ აქვთ, გუნდი სულ უფროდაუფრო იხვეწება და წინ მიდის...
თეთრებმა ჟოზეს ხელმძღვანელობით 22 შეხვედრა ჩაატარეს, აქედან 17 გამარჯვებით დაასრულეს, ხოლო 5 შემთხვევაში ყაიმს დასჯერდნენ. გუნდის შედეგი ამ ეტაპზე 77.2 %-ია. იკერ კასილასის კარში ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 14 გოლი გავიდა (0.63 საშუალოდ თითო მატჩში), შემტევებმა კი 51-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება (საშუალოდ 2.31%).
51 გოლიდან 25 ოქტომბრის თვეში გავიდა. წინა თვეში "ბლანკოსი" მართლაც ბრწყინავდა და გოლი გოლზე გაჰქონდა.
ამ ხნის მანძილზე გუნდმა "ბერნაბეუზე" 9 მატჩი ჩაატარა და ყველა შეხვედრის მოგება შეძლო. ფეხბურთელებმა საშინაო არენაზე 29 გოლის შეგდება მოახერხეს.
- 12 ნოემბერი 2010
- 1 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.