რამოსი: ბენზემას გოლით მოხარული ვარ
მადრიდის ”რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა კარიმ ბენზემაზე ისაუბრა. კარიმი სამეფო კლუბს ვერა და ვერ მოერგო. მას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, თუმცა ბოლო თამაშებში ახალგაზრდა მოთამაშემ თავის მაღალი კლასი გამოაჩინა.
”ბენზემას ახლა კარგი დრო არ უდგას, მაგრამ როდესაც მას თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა ბევრს მუშაობს. ყველანი გახარებულები ვართ, რადგან კარიმმა ესპანეთის თასზე ”მურსიას” კარში მოახერხა გოლის გატანა” - განაცხადა რამოსმა. ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა.
- 12 ნოემბერი 2010
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.