ოზილის პრეს-კონფერენცია
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა პრეს-კონფერენცია გამარტა.
"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როდის გაიმართება "ელ კლასიკო". მთავარია სამეფო გუნდა გაიმარჯვოს, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ."
"სერხიო კანალესი თავდაუზოგავად ვარჯიშობს. მან დღეს სპორტულ დაბრაზში რამოდენიმე საათი დაჰყო. დარწმუნებული ვარ, იგი "რეალს" წარმატებას მოუტანს."
"ესპანურ ფეხბურთს კარგად მოვერგე, რადგან ჩამოსვლისთანავე აქ გულშემატკივარი თბილად დამხვდა, რამაც ადაპტაციაში ხელი შემიწყო. მინდა ფანებს იმედები არ გავუცრუო და 100% შედეგი ვაჩვენო. ეს ჩემი მთავარი მიზანია."
"ჩვენს გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი კლუბის სახელის ასამაღლებლად."
"რაც შეეხება ესპანურ ენას, მე უკვე დავიწყე მისი შესწავლა. ვფიქრობ ძალიან მალე ესპანურად ლაპარაკს შევძლებ."
"გუნდის თითოეულ წევრს შესანისნავი დამოკიდებულება გვაქვს მწვრთნელთან. იგი მოგვიწოდებს, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯოთ, რადგან მადრიდის "რეალის" დამარცხება ყველა გუნდის მიზანია, ჩვენ კი ეს მიზანი აუსრულებელ ოცნებად უნდა ვუქციოთ."
"ჩემი აზრით "ბლანკოსი" ფავორიტი არ არის. ყველაფერს დრო გვაჩვენებს."
- 12 ნოემბერი 2010
- 2 014
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.