”რეალის” მოსალოდნელი ტრანსფერები
სტატიაში შემოგთავაზებთ ”რეალის” სავარაუდო ტრანსფერებს ზამთარში.
ვინ მოვა ”რეალში”?
ბეილი - მან მსოფლიოში სახელი დაიმკვიდრა და ცნობილია, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. იგი საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა ”ტოტენჰემის” ლიდერია. ბეილმა არაერთხელ იჩინა თავი და არაერთხელ მოაგებინა ინგლისელებს. გარემარბი გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობითა და შრომით (ტექნიკაზე და სისწრაფეზე საუბარი ზედმეტია). მისი საფასური 20 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მადრიდელებისთვის დამაკმაყოფილებელია.
ლუკაკუ - მას მოიხსენიებენ, როგორც გენიოსს. 19 წლის ფორვარდი უნაკლოა და ბევრი გრანდის ყურადღებას იბყრობს, გამონაკლისი არც ”სამეფო” კლუბია. ”ანდერლეხტის” ხელმძღვანელობა მის გაშვებას არ აპირებს, მაგრამ კლუბები ძალიან მოწადინებულნი არიან და გამორიცხული არაფერია. ”ბლანკოსის” ხელმძღვანელობა წინა წელსაც აკვირდებოდა მას, მაგრამ შეძენა არ დაუსახავს მიზნათ.
მაიკონი - ბრაზილიელი, რომელიც საუკეთესო მცველია თავის პოზიციაზე. იგი 2010 წლის საუკეთესო მცველად დაასახელეს, თუმცა მისი თქმით მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. მეგა ტრანსფერის შესაძლებლობას ისიც ემატება, რომ მოურინიო ”რეალის” მწვრთნელია. დუგლასს და ჟოზეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. მისი სავარაუდო ფასი 48 მილიონს შეადგენს, რაც დამეთანხმებით და პატარა თანხა არაა.
ვინ წავა ”რეალიდან”?
ფერნანდო გაგო - არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ფერნანდო გაგო არაა ”რეალისთვის” შექმნილი. არგენტინელს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა და გასაკვირი არც არავისთვისაა ეს. მიუეხადავათ ყველაფრისა, მას მსურველები მაინც ჰყავს. სავარაუდოდ მადრიდელები ფერნანდოს გუნდიდან გაუშვებენ.
კარიმ ბენზემა - მიუხედავათ იმისა, რომ ფრანგმა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი გამოასწორა, მაინც აპირებს იგი გუნდიდან წასვლას და ამის წინააღმდეგი არც ”რეალია. მას მცირე სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა ამ დროს ვერ იყენებს. ცხრა ნომერი მართლაც, რომ კარგი ფეხბურთელია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ”სამეფო” კლუბში მას საქმე კარგად ვერ აეწყო. ქარიმით ბევრი გრანდი ინტერესდება და არაა გამორიცხული, რომ მან იანვარში ესპანეთი დატოვოს.
- 11 ნოემბერი 2010
- 5 076
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.