”იუვენტუსი” არ ნებდება
tuttosport-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინის ”იუვენტუსის” მთავარი სამიზნე, მადრიდის ”რეალის” ფორვარდი კარიმ ბენზემა იქნება.
ჯუზეპე მაროტას შეტევის გაძლიერება სურს. როგორც ჩანს, ”ბებერ სინიორას” თავდასხმაში პრობლემებია. ფრანგი ფორვარდი სავარაუდოდ დატოვებს ესპანეთს და იტალიელები მის ხელში ჩაგდებას ეცდებიან. ტურინელები ასევე დაინტერესებულნი არიან ”ვოლსბურგის” მოთამაშით ედინ ჯეკოთი, მაგრამ ისინი იანვარში ბოსნიელი ფეხბურთელის შესაძენად საჭირო თანხას ვერ გადაიხდიან. La Gazzetta dello Sport ინფორმაციით, ამ მოთამაშეების ალტერნატივა დიეგო ფორლანია.
- 10 ნოემბერი 2010
- 1 588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.