''მარსელო რეალის წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა''
რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კომენტატორმა და ექსპერტმა ვასილი უტკინმა რეალის თამაში განიხილა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა მარსელოს მიმართ
"მადრიდის რეალის შემადგენლობა წელს თითქმის არ იცვლება. ის ძალიან სტაბილურია, რაც წარმატების საწინდარია. რეალს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. ახალმოსულებმა ზაფხულში დასვენების მაგივრად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს და ძირითადად ბოლო სტადიამდე მიაღწიეს. ეს ყველაფერი ძალიან ხშირად მოქმედებს ფეხბურთელებზე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მოურინიო როტაციას თითქმის არ აკეთებს. კარვალიომ ყველა თამაში ძირითადში ითამაშა, ექვსი ფეხბურთელი ცხრაჯერ გამოვიდა პირველივე წუთებიდან (კრისტიანო, იგუაინი, ოზილი, მარსელო, ხაბი ალონსო და კასილასი).
ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ნელ-ნელა ეჩვევიან ერთმანეთს და გუნდს უკვე ჩამოუყალიბდა თავისი სტილი. ვფიქრობ, ელ კლასიკოს შემდეგ ჟოზე აქტიურ როტაციას დაიწყებს შემადგენლობაში. შეიძლება მანამდეც, რომელიმე თამაშში მეორე შემადგენლობა გამოიყვანოს, რათა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცეს მთავარი თამაშის წინ.
რაც შეეხება მარსელოს ის უკვე მადრიდის რეალის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ბრაზილიელი მარცხენა მცველი ძალიან კარგად თამაშობს. ფლანგიდან მისი ჩართვები თითქმის ყოველთვის სახიფათოდ მთავრდება. მისი ცენტრში გადმოწევის დროს კი (რაც ძალიან ხშირად ხდება), ხიფათი ორმაგდება."-განაცხადა უტკინმა
- 10 ნოემბერი 2010
- 2 051
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.