”აუდი” მადრიდელებს
მოგეხსენებათ, 2003 წელს სამეფო კლუბმა და ”აუდმა” ხელშეკრულება გააფორმეს, რის თანახმადაც აღნიშნული მარკა ყოველწლიურად ახალ მანქანებს ჩუქნის მადრიდელ მოთამაშეებს.
სპეციალურად მოწყობილ საღამოზე, ”თეთრებს” ბავშვებმა გადასცეს კუთვნილი ავტომობილის გასაღებები.აღსანიშნავია, რომ შემადგენლობის თითოეულ წევრს, ”აუდის” სასურველი მოდელი ერგო.მაგალითისთვის: მოურინიომ, ოზილმა, რამოსმა, ალონსომ, არბელოამ და კასილიასმა ”A7” მოირგეს, კაკამ ”RS6,” რონალდუმ ”RS5,” ხოლო დანარჩენებმა ”Q7” და ”Q5.”
”აუდმა” ამავე ღონისძიებაზე ახალი მანქანის პრეზენტაცია გამართა.”A1” ასე ჰქვია ახალ მოდელს, რომელიც ”რეალის” მაისურით იყო შემოსილი (სურათზეა გამოსახული).
- 9 ნოემბერი 2010
- 3 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.