პეპე და მარსელო მატჩის შემდეგ
პეპემ და მარსელომ "ატლეტიკოსთან" მატჩი მიმოიხილეს...
პეპე
ამ შეხვედრაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ. როცა გვიჭირს ყველა უკან იხევს და ცდილობს მცველების დახმარებას, როცა შეტევაში მივდივართ, მთელი გუნდი წინ მიდის. ერთმანეთის იდეალურად გვესმის.
ჩვენი მიზანი "ელ კლასიკოს" მოგებაა, რადგან უკვე ორი წელია კატალონიელები გვჯაბნიან, ამ მატჩს უდიდეს მნიშვნელობას მივანიჭებთ და ყველაფერს გავაკეთებთ გვარდიოლას გუნდის დასამარცხებლად.
მარსელო
კარვალიოს და პეპეს გვერდით თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნება და გამოცდილებაა, რადგან მე მათგან ძალიან ბევრის სწავლას ვახერხებ, ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან.
- 8 ნოემბერი 2010
- 1 505
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.