"ატლეტიკოს" ისტორია

დღეს გაიმართება მადრიდული დერბი,რომელიც დიდ ინტერესს იწვევს. მე გთავაზობთ "ატლეტიკოს" ისტორიას...

სრული სახელი: Club Atlético de Madrid, S.A.D.

მეტსახელი: "თეთრები და წითლები" , "ინდიელები"

დაარსების თარიღი: 1903 წელი

სტადიონი: "ვისენტე კალდერონი"

პრეზიდენტი: ენრიკე სერეზო

მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი



"ატლეტიკო" არის საფეხბურთო კლუბი, ქალაქ მადრიდიდან, რომელიც მონაწილეობას იღებს ესპანეთის "პრიმერა" დივიზიონში. "ატლეტიკომ" მოიგო "ლა ლიგაც" და "კოპა დელ რეიც" ცხრა შემთხვევაში, ევროპაში კი თასების მფლობელთა თასი 1962 წელს, საერთაშორისო თასი 1975 წელს და ევროპის ლიგა 2010-ში. მადრიდელებმა 48 წლიანი უტიტულო სერია კონტინენტზე "ფულემთან" 2-1 გამარჯვების შემდეგ დაასრულეს.
ისტორიის განმავლობაში ბევრი მეტსახელი ჰქონდა "ატლეტიკოს", Lос Colchoneros, თეთრეულის მწარმოებელი ინგლისურ ენაზე, მათი ფორმებისდა გამო. 1970-იან წლებში ისინი გახდნენ ცნობილები როგორც - Lос Indios, ანუ კლუბი რომელმაც რამდენიმე სამხრეთ ამერიკელ მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი, მას მერე რაც ლიმიტი მოიხსნა. თუმცა არსებობს ამ ფაქტის უარმყოფი თეორიებიც, რომელიც გვარწმუნებს, რომ ეს სახელი მოდის სტადიონის მდებარეობიდან, რომელიც მდინარესთან ახლოს მყოფ ბანაკთანაა, ან Lос Indios იყვნენ ტრადიციული მეტოქეები Lос Blancos - თეთრი, რომელიც გახლავთ მათი თანაქალაქელი კონკურენტის - "რეალის" ფერი.


ისტორია


თავდაპირველად გუნდი 1903 წლის 26 აპრილს დაარსდა 3 ბასკი სტუდენტის მიერ, მას მადრიდის სპორტული კლუბი დაერქვა. ამით სტუნდენტებს სურდათ იმ ფეხბურთელების მიღება გუნდში, რომლებიც არ იქნენ მიღებულნი "ატლეტიკ" ბილბაოში. 1904 წელს მათ "რეალის" წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ თამაში ლურჯ-თეთრ ფორმებში დაიწყეს, ისეე როგორც "ბილბაომ" , მაგრამ 1911 წლიდან ისინი ასპარეზობენ ახლანდელ, წითელ და თეთრ ფერებში. ბევრი თვლის რომ ეს ფინანსური საკითხის ბრალი იყო, რადგან იმ დროისთვის წითელი და თეთრის მაისურები ყველაზე იაფი ჯდებოდა, რადგან იგივე მასალა და ფერი იხარჯებოდა საწოლების კეთებაში. ამ ფაქტმა ალბათ მართლაც იმოქმედა მათზე და შეაცვლევინა ფორმის ფერი, ასევე ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღესაც კი მათ გუნდს- ლეიბების წარმომადგენლებს უწოდებენ. სხვა ვარიანტი ფორმის შეცვლისა მდებარეობს იმაში, რომ სპორტულ კლუბს "ბილბაოსაც" და მადრიდსაც "ბლექბერნ როვერსისნაირი" ფორმა ჰქონდათ. როდესაც 1911 წელს ხუანიტო ელორდუი, ყოფილი ფეხბურთელი და იმ დროისათვის კლუბის სპორტული მხარეს წარმომადგენელი ინგლისში წავიდა ორივე გუნდის ("ატლეტიკის" და "ატლეტიკოს") ფორმის მასალების ჩამოსატანად, მან "ბლექბერნის" ფერების მასალა ვერ იპოვა და ამის ნაცვლად შეიძინა "საუტგემპტონის", წითელი და თეთრი ფერის მასალა. სპორტულმა კლუბმა "ბილბაომ" სრულიად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფერი ფერში გადმოიღო ფორმა "საუტგემპტონისაგან", წითელ-თეთრი ფორმა და შავი შორტიკი. ამისდა გამო მადრიდის სპორტულმა კლუბმა ასევე აიღო წითელ-თეთრი ფორმა, მაგრამ შეინარჩუნა "როვერსული" ლურჯი შორტი, ამიტომ მას შემდეგ მათი მეტსახელია "როხიბლანკოს"...


სტადიონი


"ესტადიო ვისენტე კალდერონი", არის "ატლეტიკოს" საშინაო არენა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ მადრიდში.
სტადიონი დაარსდა 1923 წელს, რომელსაც თავიდან ეწოდა ესტადიო "მანზარნესი" ხოლო შემდეგ 1966 წელს კლუბის პრეზიდენტ ვისენტე კალდერონის საპატივცემულოთ მისი სახელი დაარქვეს.მისი ტევადობა თავიდან 40 000 იყო მაგრამ სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ "ვისენტე კალდერონი" 54 000 ადამიანს იტევს.

"ატლეტიკო" აშენებს ახალ სტადიონს, რომლის სახელწოდებაც "ლა პეინეტე" იქნება. ახალი სტადიონი ძველისგან განსხვავებით ბევრად დიდი იქნება და მისი ტევადობა 74 000-ია. სტადიონი ასვე განკუთვნილია 2016 წლის ოლიმპიადისთვის რომელიც მადრიდში იმართება. რაც შეეხება "ვისენტე კალდერონს" მის ადგილას უახლოეს მომავალში სავაჭრო ცენტრი აშენდება.


მადრიდული დერბი


მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" აბსოლუტურად განსხვავებული გუნდები არიან. ადრეულ წლებში ფრანკოს დროს "ატლეტიკო" პრივილეგირებული გუნდი იყო, სანამ ეს პრივილეგია "რეალზე" არ გადავიდა 1950-იან წლებში.
რა თქმა უნდა დიქტატორული მთავრობა ცდილობდა გაეკეთებინა პოლიტიკური კაპიტალი, "რეალის" ტიტულებისაგან, რადგან ესპანეთი იმ დროს იზოლირებული იყო საერთაშორისო დონეზე.როგორც ყოველთვის, ამ კლუბებს შორის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. სწორედ ამიტომაც არის,რომ "რეალიც" და "ატლეტიკოც" ერთმანეთთან შესახვედრად მაქსიმალურად კარგად ემზადებიან.
სწორედ "ატლეტიკოს" ფანები არიან ამ სიტყვების ავტორნი: "Hala Madrid, Hala Madrid, el equipo del gobierno, la verguenza del pais", რაც ითარგმნება როგორც: ”მოდის მადრიდი, მთავრობის კლუბი, ქვეყნის სირცხვილი !"


ლუის არაგონესი


ხოსე ლუის არაგონეს სუარესი, დაიბადა მადრიდში 1938 წლის 28 ივნისს. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" ისტორიაში.

არაგონესმა პირველი წარმატება როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი მოიპვა "ატლეტიკოში". 4-ჯერ მოიგო ესპანეთის "პრიმერა" დივიზონი, 3-ჯერ "კოპა დე ლა რეი" ხოლო თითოჯერ მოიგო ესპანეთის სუპერ თასი და "სეგუნდა" დივიზიონი. "ატლეტიკოში" ჩატარებული 265 მატჩიდან ლუის არაგონესმა მეტოქე 172-ჯერ დაამწუხრა.

ხოსე ლუის არაგონესმა კარიერა "ხეტაფეში" დაიწყო 1956-57 წლებში ის თამაშობდა სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში, ხოლო 1958 წელს ის მიიწვიეს მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში, რის შემდეგადაც ჯერ განათხოვრებული იყო "უელვაში" ხოლო შემდეგ "პლუს ულტრაში". 1960 წელს მადრიდის "რეალმა" გაყიდა ლუის არაგონესი "რეალ ოვედოში" რის მერეც არაგონესმა კიდევ 2 კლუბი გამოიცვალა და საფეხბურთო კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" დაასრულა ..


"ატლეტიკოს" მაისურით ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლები:

1. ლუის არაგონესი (172)
2. ადრიან ესკუდერო (170)
3. ფრანცისკო კამპოსი (144)
4. ხოსე ეულეხიო გარატე (136)
5. ხოაკინ პიერო (129)
6. ადელარდო (113)
7. ენრიკა კოლარი (104)
8. რუბენ კანო (97)
9. მანოლო (92)
10. ფერნანდო ტორესი (91)


ტიტულები


"პრიმერა" დივიზიონი:
მოგება (9): 1939–40, 1940–41, 1949–50, 1950–51, 1965–66, 1969–70, 1972–73, 1976–77, 1995–96
II - (8): 1943-44, 1957-58, 1960-61, 1962-63, 1964-65, 1973-74, 1984-85, 1990-91

"კოპა დე ლა რეი":
მოგება (9): 1959–60, 1960–61, 1964–65, 1971–72, 1975–76, 1984–85, 1990–91, 1991–92, 1995–96
II - (9): 1921, 1926, 1955-56, 1963-64, 1974-75, 1986-87, 1998-99, 1999-00, 2009-10

ესპანეთის სუპერთასი:
მოგება (3): 1940, 1951, 1985
II - (4): 1950, 1991, 1992, 1996

სეგუნდა დივიზიონი:
მოგება (1): 2001–02

ჩემპიონთა ლიგა:
II - (1): 1973–74

ევროპის ლიგა:
მოგება (1): 2009-10

თასების მფლობელთა თასი:
მოგება (1): 1961–62
II - (2): 1962–63, 1985–86

უეფას სუპერ თასი:
მოგება (1): 2010

უეფას ინტერტოტოს თასი:
მოგება (1): 2007
II - (1): 2004


ინფორმაციის წყარო: wikipedia.org

სტატიის ავტორი: WISHMASTER

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)