4026 წყეული დღე
4026 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ”ატლეტიკომ” ბოლოს მოიგო თამაში ”სანტიაგო ბერნაბეუზე.”
1999 წლის 30 ოქტომბერი იდგა, როდესაც ესპანეთში მორიგი მადრიდული დერბი გაიმართა.მასპინძელი მაშინაც ”რეალი” გახლდათ.”წითლებმა” დიდი ძალისხმევის შედეგად 1-3 დაამარცხეს ”თეთრები.”ჰესინბაინკისა და ხოსე მარის გოლებს, ”ბლანკოსმა” მორიენტესის ბურთით უპასუხა.ეს იყო ბოლო 3 ქულა, რომელიც ”ატლეტიკომ” ”ბერნაბეუზე” მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 99 წლის დერბი, პირველი გამოდგა კასილასისთვის.გოლკიპერი მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა, გაძევებული ბიზარის ნაცვლად (1-3-ზე).ახალგაზრდა იკერმა, რამდენიმე ეპიზდოში განადგურებისგან იხსნა გუნდი.
მოკლედ, ოთხი ათას ოცდაექვსი დღის შემდეგ, კვლავ შეეცდება ”ატლეტიკო” სამეფო კლუბის დამარცხებას.
- 7 ნოემბერი 2010
- 1 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.