სამსაჯო სკანდალი მადრიდულ დერბიში - რეალის მტკიცე პოზიცია და სამართლებრივი ბრძოლა
20 სექტემბერს გამართულმა მადრიდულმა დერბიმ ფეხბურთის სამყაროში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ცხადია, მომხდარი ფაქტები უკვალოდ არ ჩაივლის. მატჩის მსვლელობისას დაფიქსირებულმა ეპიზოდებმა ცხადყო, რომ მოედანზე ზოგიერთი მეტოქე ფეხბურთელის ქმედება სცდებოდა სპორტული ეთიკის ფარგლებს. ის, რაც ატლეტიკოს მოთამაშეებმა იკადრეს და მთავარმა მსაჯმა სრული უგულებელყოფით დატოვა, მინიმუმ არასპორტული საქციელია, რომელიც მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მოითხოვს.