მადრიდის რეალის ლეგენდარულმა მცველმა,თავისი აზრი გამოთქვა რაულ ალბიოლის ტარანსფერის შესახებ.
რუდ ვარ ნისტელროის ტოპ გოლები , უმაგრესი ხარისხით, გადაწერეთ ეს ვიდეო და დატკბით ჰოლანდიელი ფორვარდის ტალანტით. აუციელბლად გახსენით Gom Player-ით.
  • Hala
  • 3 ივლისი 2009
  • 2 549
  • 0
სრული სახელი და გვარი: სტივ მაკმანამანი
დაბადების თარიღი: 1972 წლის 11 თებერვალი
დაბადების ადგილი: ლივერპული, ინგლისი
სიმაღლე: 183 სმ.
სათამაშო პოზიცია: ნახევამრცველი
ახალგარზდული კლუბები: ლივერპული
კარიერა: 1989-1999 ლივერპული 364(66)
1999-2003 რეალი 101(14)
2003-2005 მანჩესტერ სიტი 44(0)
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 9 588
  • 0
რეალ მადრიდი 1-0 იუვენტუსი1966 წლის შემდეგ, რეალს ჩემპიონთა ლიგა არ ჰქონდა მოგებული. მადრიდელებმა ნავსი 32 წლის შემდეგ, 1998 წელს გატეხეს. რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსი დაამარცხა.
1998 წლის 20 მაისი. "ამსტერდამ არენა.” 47 5000 მაყურებელი.
რეალი 1-0 იუვენტუსი
გოლი: 1-0 მიატოვიჩი(67).

რეალი: 1-ილგნერი, 17-პანუჩი, 6-იერო, 5-მანუელ სანჩისი(კაპ), 3-რობერტო კარლოსი, 10-ზეედორ-
ფი, 22-კარამბე(9-შუკერი), 6-რედონდო, 8-მიატოვიჩი, 7-რაული(11-ამავისკა 90), 15-მორიენ-
ტესი(16-ხაიმე 82).

სათადარიგო ფეხბურთელები: 1-კანისარესი, 19-სანსი, 20-სავიო, 18-ვიქტორი.

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

იუვენტუსი: 1-პერუცი(კაპ), 2-ტორიჩელი, 7-პესოტო(18-ფონსეკა 71), 4-მონტერო, 15-იულიანო,
21-ზიდანი, 16-დი ლივიო(20-ტაკინარდი 46), 14-დეშამი(15-კონტე), 26-დავიდსი, 9-
ფ.ინძაგი, 10-დელ პიერო.

სათადარიგო ფეხბურთელები: 12-რამპულა, 6-დიმაში, 15-ბირინდელი, 16-ნიკოლა ამორუზო.

მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 4 806
  • 0
2006 წლის 18 იანვარს, ესპანეთის სამეფო თასზე, 1/4-ფინალურ მატჩში შედგა ანტონიო კას-
სანოს დებიუტი რეალის შემადგენლობაში. იტალიელმა ფორვარდმა პირველი მადრიდული თამა-
ში გოლით აღნიშნა და რეალის ფანებს დიდი იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. თუმცა საბოლოო
ჯამში იტალიელის ტრანსფერმა არ გაამართლა. პრინციპში, ამ თემაზე მაშინ ვისაუბროთ, რო-
ცა კასანო რეალის ფეხბურთელი ოფიციალურად არ იქნება, რადგან ახლა ჩოფურა ფორვარდი
სამპდორიაში არენდის წესით ასპარეზობს და სეზონის ბოლოს კვლავ მადრიდში დაბრუნდება.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3 249
  • 0
ხუან რამონ ლოპეს-კაროს მოღვაწეობის დროს რეალის მიერ ჩატარებული ერთერთი გამორჩეული მატჩი. ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ბლანკოსმა სარაგოსასთან პირველი მატჩი
სამარცხვინოდ, 1:6 წააგო. სამეფო კლუბს ფინალში გასასვლელად 1 გოლი დააკლდა და ის გოლიც რომ გაეტანა, ეს მატჩი რეალის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს თამაში ისტორიულად მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან რეალმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა და რომ არა მადრიდელთა ყოფილი მეკარე, სესარ სანჩესის ბრწყინვალე ასპარეზობა, ფინალშიც გავიდოდა.
რეალი 4-0 სარაგოსა
გოლები: 1-0 სისინიო(1), 2-0 რობინიო(4), 3-0 რონალდო(9), 4-0 რობერტო კარლოსი(61).



  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 2 903
  • 0
2002 წელს მადრიდის რეალმა პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვა ევროპის
სუპერთასი. რეალმა ამ მატჩში მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული გუნდის სტატ-
უსით მიიღო და დაუპირიპირდა 2001/2002 წ.წ. უეფას თასის გამარჯვებულ ფეიენოორდს.



  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3 421
  • 0
რეალის კიდევ ერთი ისტორიული მატჩი და ამჯერად პრიმერაში. ეს მატჩი შარშან გაიმართა და ყველა გულშემატკივარს უდიდესი ემოცია მიანიჭა. შეიძლება ზოგი
თვლის, რომ ეს მატჩი ისტორიული მნიშვნელობის სრულიად არ არის, მაგრამ მე მათ
ვერ დავეთანხმები. ჯერ ერთი, შარშან მოპოვებულ ყველა ქულას ოქროს ფასი ჰქონდა და
მეორე, რეალს ეს თამაში რომ წაეგო ჩემპიონობის შანსებს მკვეთრად იმცირებდა, თუ არ კარგავდა საერთოდ.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3 342
  • 0
მართალია ეს პრეზენტაცია ისეთივე გლამურული და სანახაობრივი არ იყო, როგორც კაკას შემთხვევაში, მაგრამ რაულ ალბიოლის დღევანდელ პრეზენტაციას 9000 გულშემატკივარი მაინც დაესწრო.
  • shvela
  • 3 ივლისი 2009
  • 2 146
  • 0
რეალის ისტორიულ მატჩებზე საუბარს კვლავ განვაგრძობთ. კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი
ზინედინ ზიდანმა 2006 წლის 15 იანვარს შეასრულა. “ზიდანის გენია”, “ეს ძველი რეალია”, “გუ-
ტი-ზიდანი, - შეუჩერებელი ნახევარდაცვა, შეუჩერებელი გუნდით”, - ეს იმ სახელთა არასრული
ჩამონათვალია, რაც რეალს ესპანურ პრესაში იმ მატჩის შემდეგ შეარქვეს. მართლაც საოცრად ლამაზი ფებურთი ითამაშა ბლანკოსმა იმ მატჩში და სწორედ ეს მატჩი ითვლება რეალის მაშინდელი მწვრთნელის, ხუან რამოს ლოპეს-კაროს ყველაზე კარგ თამაშად მისი სამეფო კლუბში მოღვაწეობის პერიოდში. მადრიდელებმა 2005/2006 წ.წ. ლა ლიგის მეორე წრე მართლაც დიდებულად დაიწყეს, ჩაატარეს რამდენიმე დიდებული მატჩი და მათ შორის ეს თამაშიც იყო.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 1 725
  • 0
ისევ ვაგრძელებთ რეალის ისტორიულ მატჩებზე საუბარს. ამჯერად გავიხსენებთ 1999-2000 წ.წ. ჩემპიონთა ლიგის ფინალს. რეალმა ამ წელს მოიგო მე-8 ჩემპიონთა ლიგა.
იმ სეზონში მადრიდული გრანდი არცთუ ისე სტაბილურად გამოიყურებოდა. ჯონ ტოშაკის ხელში რეალი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ამიტომ უელსელი სპეციალისტი დეკემბერში დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად რეალი ყველასათვის უცნობმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩაიბარა. ეს ადამიანი რეალის ახალგაზრდულ გუნდში მოღვაწეობდა და ზრდიდა ახალგაზრდა მადრიდისტებს, თუმცა მის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა. იმ წელს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე რეალი ორი სხვადასხვა გუნდი იყო. მადრიდელებმა აქცენტი ევროსარბიელზე გააკეთეს და საბოლოოდ მიზანს მიაღწიეს კიდეც.

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3 794
  • 0
დღეს ვისაუბრებთ რეალის მიერ მოგებულ მეცხრე ჩემპიონთა ლიგაზე. რეალმა 2002
წელს მეცხრე და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აღსანიშნავია, რომ
მადრიდელები 1998 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგას ყოველ 2 წელიწადში იგებ-
დნენ(1998, 2000, 2002).
კენჭისყრის შემდეგ რეალი პირველ ჯგუფში მოხდა, სადაც მას კონკურენციას რომა, მოსკოვის ლოკომოტივი და ანდერლეხტი უწევდნენ. მადრიდელები ყოველგვარი დაძაბვის
გარეშე გავიდნენ ჯგუფიდან. ზედიზედ 4 მატჩის მოგებით ნაადრევად გაინაღდეს მომდევნო ეტაპის საგზური, ბოლო 2 მატჩი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაატარეს და ისიც მეორე შემადგენლობით.


  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 4 375
  • 0
ისტორიული მატჩების ქრონიკა:
რეალი 4-3 რეიმსი

ვაგრძელებთ რეალის ისტორიულ მატჩებზე საუბარს. ამჯერად, თქვენს ყურადღებას
ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალზე გავამახვილებთ, სადაც მადრიდის რეალმა ფრანგული რეიმსი 4-3 დაამარცხა.
ჩემპიონთა თასის ძირითად პერიპეტიებზე რეალი-აინტრახტის მატჩის მიმოხილვისას ვისაუბრეთ. ახლად დაფუძნებულმა საკლუბო ტურნირმა ევროპაში დიდი ყურადღება მიიქცია. რეალმა, როგორც ამ ტურნირის დაარსების ერთერთმა მხარდამჭერმა(მაშინ ჩემპიონთა თასის დაარსებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა), გათამაშებაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3 602
  • 0
დღეიდან ვაგრძელებთ რეალის ისტორიული მატჩების მოკლე ანალიზს. ჩვენ გავი-
ხსენებთ რეალის მიერ ჩატარებულ დიდებულ მატჩებს, რომელიც საკმაოდ მრავლად იყო
ამ დიადი გუნდის არსებობის მანძილზე. დღეს ვისაუბროთ 1960 წლის ჩემპიონთა ლიგის
ფინალზე. ამ წელს რეალმა ზედიზედ 5-ედ(1956, 1957, 1958, 1959) მოიგო ჩემპიონთა თასი.
(ამ ტურნირს წლების მანძილზე ჩემპიონთა თასი ერქვა, ჩემპიონთა ლიგა, როგორც სა-
ხელწოდება მიიღო 1992 წელს). თავიდან მატჩის სტატისტიკური მონაცემები:

რეალი 7-3 აინტრახტი

გოლები: 0-1 კრესი(18), 1-1 დი სტეფანო(27), 2-1 დი სტეფანო(30), 3-1 პუშკაში(46),
4-1 პუშკაში(56), 5-1 პუშკაში(60), 6-1 პუშკაში(71), 6-2 შტეინი(72), 7-2 დი
სტეფანო(73), 7-3 შტეინი(75).

რეალი: 1-დომინგესი, 2-პაჩინი, 3-მარკინტოსი, 4-სანტამარია, 5-სარაგა(კაპ), 6-ვიდ-
ალი, 7-კანარიო, 8-დელ სოლი, 9-დი სტეფანო, 10-პუშკაში, 11-ხენტო.

მწვრთნელი: მიგელ მუნიოსი.

აინტრახტი: 1-ლოი, 2-ლუცი, 3-ჰოფერი, 4-ვეილბაჰერი(კაპ), 5-ეიგენბროდტი, 6-სტი-
ნკა, 7-კრესი, 8-ლინდერი, 9-შტეინი, 10-პფაფი, 11-მეიერი.

მწვრთნელი: პოლ ოსვალდი.

თარიღი: 1960 წლის 13 მაისი.
სტადიონი: ჰემდენ პარკი, გლაზგო.
დასწრება: 135 000.
მსაჯი: ჯონ მოუათი(შოტლანდია).

იმ წლებში, როდესაც რეალის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორიც-
აა დი სტეფანო, პუშკაში, რიალი, ხენტო, - სწორედ ამ პერიოდში რეალი დიდებულ ფეხბურთს თამაშობდა. მადრიდელები მეტოქეებს თავისუფლად ამარცხებდნენ.
ჩემპიონთა ლიგის დაარსების იდეას, რომელიც 1955 წელს წამოიჭრა საფეხბურთო ევროპაში, რეალმა მხარი დაუჭირა. მადრიდელთა მაშინდელი პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ ფრიად მოხიბლული დარჩა ამ იდეით. შედეგად 1956 წლიდან სტარტი აიღო
გათამაშებამ ჩემპიონთა თასის სახელწოდებით. და მან მაშინვე ევროპის უპრესტიჟულესი გათამაშების სახელი მოიპოვა.
პირველი 5 გათამაშება მადრიდის რეალმა მოიგო. დღეს სწორედ მეხუთე გათამაშება-
ზე ვისაუბრებთ. მადრიდის რეალი, ამ წელსაც ფავორიტად ითვლებოდა. მისთვის კონ-
კურენციის გაწევის უმთავრესი კანდიდატი აინტრახტი და ბარსელონა იყო.
პირველ ეტაპზე მადრიდლებმა დაამარცხეს ლუქსემბურგის “ჟენისი” ორი მატჩის
ჯამში 12-2(7-0, 5-2). 1/4 ფინალში რეალის მეტოქე ფრანგული “ნიცა” იყო. მადრიდელებ-
მა ეს ეტაპიც წარმატებით დაძლიეს დი სტეფანოს დიდებული თამაშის წყალობით.
მიუხედავად იმისა, რომ რეალმა საფრანგეთში 3-2 წააგო, მადრიდში იმარჯვა 4-0 და
1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დაუძინებელი მტერი ბარსელონა იყო. მადრი-
დელებმა ბარსელონას ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოუგეს 3-1 და ფინალში გავ-
იდნენ.
ფინალი გლაზგოში უნდა გამართულიყო. მანჩესტერის დამრიგებელი სერ ალექს ფერ-
გიუსონი, რომელიც მაშინ 18 წლის იყო და ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, იხს-
ენებს: “ხალხი მოუთმენლად ელოდა ფინალის დაწყებას. წინასამატჩო ვარჯიშებზე ტევა არ იყო. ფაროვიტი? ასეთად გლაზგოელებს აინტრახტი მიაჩნდათ, რადგან რეაინჯერსს
გერმანულმა კლუბმა ერთი ამოსუნთქვით მოუგო.(1/2 ფინალში აინტრახტმა რეინჯერსი
ორივე შეხვედრაში დაამარცხა(6-1, 6-3)). ფეხბურთელები ფინალს ვესწრებოდით. ყველა
ჩემი თანაგუნდელი აინტრახტის მოგებას ელოდა. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მო-
ხდა. შეიძლება ვინმეს ეგონა რომ რეალი მოგებდა, მაგრამ ასეთ ანგარიშს ვერავინ წარმოიდგენდა.”
რეალმა ფინალი აქტიურად დაიწყო. ბერნაბეუმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ აინტრახტის ბარიერის დაძლევა რეალს თავისუფლად შეეძლო. მაშინდელმა მწვრთნელ-
მა მიგელ მუნიოსმა სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რის შემდეგაც ის კი-
დევ 14 წელი წვრთნიდა გუნდს(1960-1974).
ანგარიში მოულოდნელად გერმანელებმა გახსნეს. გოლი კრესიმ გაიტანა. რეალი გოლს არ შეუშინებია და დი სტეფანოს დუბლით პირველი ტაიმი მოიგო კიდეც.
მეორე ტაიმის დასაწყისში აინტრახტმა ზეწოლა გააძლიერა. რეალის კარში გოლი
თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ... როგორც ამბობენ, მაშინდელი მატჩის მიმომხილვე-ლები ამის შემდეგ მოედანზე ფეხბურთს 1 ადამიანი თამაშობდა, რომელიც საკუთარ გუნდს წინ მიუძღვოდა. ეს ლეგენდარული ფერენც პუშკაში გახლდათ, რომელმაც 25 წუთიან მონაკვეთში პოკერი შეასრულა და რეალი 6-1 დააწინაურა. მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე გადაწყდა. ამის შემდეგ აინტრახტმა ძალიან მოინდომა, თუმცა გერმანელებს უკვე ჰქონდათ ფსიქოლოგიური ტრავმა და მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს. დი სტეფანომ კი სულაც მეშვიდე გოლი გაუტანა ფრანკფურტელებს.
რეალმა არსებობის ისტორიაში მეხუთე ჩემპიონთა თასი მოიგო. ეს თამაში მიჩნეულია
ყველა დროის საუკეთესო ფინალად ჩემპიონთა თასის ისტორიაში. გლაზგოურ პუბლიკ-
ას კი დიდხანს ახსოვდა რეალის დიდებული თამაში ჰემდენ პარკზე, სადაც ბლანკოსი 42 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა(2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ გლაზგოში გაიმართა) და ისევ გამარჯვებული დატოვა შოტლადია.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 4 376
  • 0
რას იზამს წელს ფლორენტინო პერესი, რომელსაც ხანდახან "გალაქტიკოს ნათლიმამას ეძახიან", "შეძლებს" თუ არა ის მოახდინოს გამოყოფილი სახსრების გადახარჯვა(დახარჯავს თუ არა იმაზე მეტს , ვიდრე ამისთვისაა გამოყოფილი)?
  • shvela
  • 3 ივლისი 2009
  • 2 079
  • 0
შარშან რეალმა ძალიან დაძაბული სეზონი ჩაატარა. მადრიდელებმა უამრავი კარგი თუ ცუდი მატჩი გამართეს და არასტაბილური თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. თუმცა ეს მხოლოდ თებერვლამდე. მას შემდეგ კი რაც ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მადრიდულმა გუნდმა აღმავლობა დაიწყო და შედეგად სეზონი ტიტულით დაასრულა.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 7 369
  • 0
დაბრუნებულმა პრეზიდენტმა კვლავ მიიქცია მსოფლიოს საფეხბურთო კრიტიკოსების ყურადღება
  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 2 548
  • 0
ალბიოლმა ხელი მოაწერა კონტრაქტს და ოფიციალურად გახდა მადრიდის რეალის ფეხბურთელი
  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 2 001
  • 0
ალბიოლი ვალენსიის პატარა ქალაქში დაიბადა. რაფა ბენიტესმა მას დებიუტის საშუალება 18 წლის ასაკში მისცა. ვალენსიას ალბიოლი გაანათხოვრა ხეტაფეში , ფეხბურთელი პირველი ორი თვის განმავლობაში სერიოზულად განიცდიდა სათამაშო დროის უქონლობას. მიუხედავად ყველაფრისა , მან მოახერხა და დაბრუნდა ფეხბურთში. ეხლა კი ის "La Roja"(ესპანეთის ეროვნული ნაკრების ზედმეტსახელი) ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მის მიერ მოგებულ ტიტულებში შედის: ერთი ლა ლიგის, ერთი კოპა დელ რეის, ერთი უეფას თასის და ერთი ევროპის ჩემპიონის ტიტული. ეხლა უკვე , ალბიოლის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ყველაფერი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება, როცა მას სანტიაგო ბერნაბეუზე ოფიციალურად წარადგენენ. მაგიური დღე ახლოვდება.
  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 2 228
  • 0
მადრიდის რეალის ახლმა შენაძენმა რაულ ალბიოლმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

უყურეთ პრეზენტაციას ონლაინში. აქ დავწერ ლინკებს და დააკლიკეთ .

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)