ფორლანის ინტერვიუ

მადრიდული დერბი კვირას გაიმართება, მაგრამ ურუგვაელმა თავდამსხმელმა პორტუგალიელ რიკარდო კარვალიოსთან ერთად უკვე გამართა საკუთარი ვირტუალური მადრიდული დერბი Play Station–ის დახმარებით. ამ დერბში ფორლანი დამარცხდა. გოლი ამ თამაშში თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.



რეალურ ცხოვრებაში ურუგვაელ ფეხბურთელს არც თუ ისე კარგი დრო უდგას, მაგრამ ამასთან ერთად იგი დარწმუნებულია, რომ მისი უგოლო სერია მალე დასრულდება.

"რა თქმა უნდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მხოლოდ მოსაგებად მივდივართ."–განაცხადა ფორლანმა და დაამატა–"სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან ძნელი იქნება."

ურუგვაელ თავდამსხმელს ფრე სულაც არ აწყობს:

"თამაშის დაწყებამდე ძნელია იმის თქმა, მისაღები შედეგი იქნება თუ არა ფრე. რა თქმა უნდა, ამდენი ხანი მოუგებელი სერია დერბიში, ძალიან ცუდია და ამის გამო გარკვეულ ზეწოლასაც განვიცდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამშვიდებულნი უნდა გავიდეთ.კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულნი, ვინაიდან "მადრიდის რეალი" ამ სეზონში ძალიან ძლიერია. კლუბი ყოველდღიურად პროგრესირებს. ისინი თავს კარგად იცავენ და შესანიშნავად უტევენ. გარდა ამისა, მათ ბრწყინვალე მწვრთნელი ყავთ."

კვირას, პირველად ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე მადრიდული დერბი რაულის გარეშე ჩაივლის..

"ცოტა უცნაური თამაში იქნება, ვინაიდან "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ რაულს. ის კლუბისთის ნამდვილი ეტალონი იყო. მის ანგარიშზე "ატლეტიკოს" კარში გატანილი ბევრი გოლია."

"მე ვცდილობ გოლის გატანას თითოეულ მატჩში. ვიმედოვნებ, რომ კვირას ამის გაკეთებას შევძლებ. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივრების მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას სულაც არ ვგრძნობს. გარკვეული უკმაყოფილების გრძნობის არსებობა, როცა თავდამსხმელი ვერ ახერხებს გოლის გატანას, სავსებით ნორმალურია. ყველას აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. მე, ისე როგორც არავინ, ვარ ძალიან კმაყოფილი, როცა გოლი გამაქვს, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. ჩემთვის უპირველეს ადგილზე კლუბი დგას. მაგ: როცა ტიაგუმ გოლი გაიტანა, მე მას ვთხოვდი პასი ჩემთვის გაეკეთებინა, მაგრამ უზომოდ გახარებული ვიყავი,როცა მან გაიტანა!
"


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 6 ნოემბერი 2010
  • 1757
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)