A,B,C,D Group - შედეგები

გუშინ ჩემპიონთა ლიგის A,B,C,D ჯგუფების მატჩები გაიმართა, ყველა შეხვედრა საინტერესო გამოდგა...


ვერდერი 0-2 ტვენტე

ბრემენში გუშინ ძალიან დაძაბული მატჩი გაიმართა, ორივე გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, რადგან ყაიმის შემთხვევაში ისინი პრაქტიკულად ემშვიდობებოდნენ 1/8 ფინალის საგზურისთვის ბრძოლას. გერმანელი მუსიკოსები ბევრს უტევდნენ და რამდენიმე 100 % -იანი მომენტიც გააფუჭეს, თუმცა არც ჰოლანდიელები აკლებდნენ ცდას. მეორე ნახევარში თომას შააფის გუნდის წამყვანი მოთამაშე, ტორსტენ ფრინგსი წითელი ბარათის გამო მატჩს გამოაკლდა, სწორედ ამის შემდეგ ჰოლანდიელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ "ვერდერი" 1/8 ფინალს უკვე დაემშვიდობა, ხოლო "ტვენტე" კიდევ იბრძოლებს.

ტოტენჰემი 3-1 ინტერი

ინგლისელებმა იტალიელები პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დაჯაბნეს. ჰარი რედნაპის გუნდი გუშინ ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებდა. რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომან პავლიჩენკომ და პიტერ კრაუჩმა საკუთარი გუნდი გოლებით მოამარაგეს და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს, მაგრამ საუკეთესო მოთამაშედ მაინც გარეთ ბეილი დასახელდა, რადგან იგი 90 წუთის მანძილზე აწიოკებდა იტალიელთა ფლანგს, უელსელმა ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. იტალიელები ცდას არ აკლებდნენ, სამუელ ეტოო'მ ერთი გოლის გატანაც მოახერხა, შემდეგ იყო მილიტოს მწვავე დარტყმა, მაგრამ აქ ინგლისელებს გაუმართლათ. საბოლოოდ 3-1 დაფიქსირდა.

აპოელი 0-0 შალკე04

ეს შეხვედრა გამოირჩა უგოლობით, მატჩი არ იყო სანახაობრივი, უფრო მეტად იყო უხეშობა, თუმცა ცდას არც ერთი და არც მეორე გუნდის ფეხბურთელები არ აკლებდნენ, საბოლოოდ მატჩი 0-0 დასრულდა.

ბენფიკა 4-3 ლიონი

პორტუგალიელებმა და ფრანგებმა ნამდვილი შოუ დადგეს. ბენფიკას ფეხბურთელები 4 ბურთით იყვნენ წინ იმის ფონზე, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე ლიონი უტევდა. ფრანგებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ. ჟესუსის გუნდი კი კონტრშეტევებზე სწრაფად გადადიოდა და გოლების გატანასაც ახერხებდა. ბენფიკა 4-0 იგებდა და ყველაფერი დასრულებული სჩანდა, მაგრამ მოვიდა 75-ე წუთი, როდესაც ლიონმა პირველი გოლი გაიტანა, 10 წუთის შემდეგ ფრანგებმა მქტოქის კარის აღება მეორედ მოახერხეს, 9 წუთის შემდეგ, დამატებულ მე-4 წუთზე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, საბოლოო შედეგი კი 4-3 დაფიქსირდა და 3 ქულის აღება მაინც პორტუგალიელებმა მოახერხეს.

ვალენსია 3-0 რეინჯერსი

მატჩის წინ , შოტლანდიელებისგან ბევრი ელოდა სასწაულს და ესპანეთში მოგებას, მაგრამ ვალენსიამ ეს იმედები სულ მალე გააქარწყლა. უნაი ემერის გუნდმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვა და ძალიან მარტივად მოახერხა 3 ქულის აღება, მატჩი ორმხირივ შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ ვალენსია მაინც დომინირებდა.

ბურსასპორი 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერმა ისევე როგორც ვალენსიამ, ძალიან იოლად მოახერხა 3 ქულის აღება, ფერგიუსონის შეგირდებმა, ბურსას 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ძალიან მარტივად გაიმარჯვეს, ინგლისელებმა ბრწყინვალე შთბეჭდილება დატოვეს.

კოპენჰაგენი 1-1 ბარსელონა

დანიაში ნამდვილი სენსაცია მოხდა, კატალონიის ბარსელონას ადგილობრივი კოპენჰაგენი შეეწინააღმდეგა და 1 ქულის მოპოვებაც მოახერხა, ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, მაგრამ ამას დანიელები არ გაუტეხავს და წონასწორობა მალევე აღდგა. საბოლოოდ 1-1 ძალიან გასაკვირია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გვარდიოლას გუნდმა 2 ქულა უსუსტეს მეტოქესთან გაანიავა.

ყაზანის რუბინი 0-0 პანათინაიკოსი

მიუხედავად გარდამავალი შეტევებისა და რამდენიმე კარგი მომენტისა, ვერც რუბინმა და ვერც ბერძნულმა პანათინაიკოსმა ვერ მოახერხა გოლის გატანა და შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა, რუსებს ჰქონდათ გარკვეული უპირატესობა, მაგრამ უმნიშვნელო, რომელიც გოლში არ გადაზრდილა. dle 10.1

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2010
  • 2047
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)