მოურინიო: "გამარჯვება აუცილებელი იყო"

ჟოზე მოურინიომ მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა, რადგან მოწინააღმდეგეები აგრესიულად და ძლიერად გვიტევდნენ. გაშვებული გოლი არ მესიამოვნა, რადგან ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ თუ "ერკულესი" პირველ გოლს გაიტანდა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდებოდა. მიუხედავად გაშვებული გოლისა, მთელი პირველი ნახევარი მარტო ვთამაშობდით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საბოლოოდ მაინც შევძელით შეცდომის გამოსწორება და მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ, რის შედეგადაც, ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ."

"აალიკანტეს გუნდს ძალზედ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც შესანიშნავად მოერგნენ "ერკულესის" სტილს. ამ კლუბის ფანები მთელი მატჩის განმავლობაში გვერდზე ედგნენ თავიანთ რჩეულებს და შეძახილებით ამხნევებდნენ მათ. ჩვენ ძალიან დიდ რისკზე წავედით, თუმცა როდესაც გუნდი ვერ იგებს გარისკვა აუცილებელია, რამაც გუშინდელ მატჩში გაამართლა."

"ბენზემას გოლი არ გაუტანია, თუმცა მან 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. სამივე გადაცემა მან რონალდოს გაუკეთა. კარიმის შემოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გუნდი უფრო ათამაშდა და სწორედ ბენზემას დამსახურებით გავიდა ორი გოლი. ხანდახან გოლის გატანაზე მნიშვნელოვანი გუნდური თამაშია, რაც ამ ფრანგ თავდამსხმელს ახასიათებს. მე კმაყოფილი ვარ კარიმის წარმატებული თამაშით."

"მარსელო სეზონის დასაწყისიდან ფანტასტიურად თამაშობს. იგი ცდილობს და ძალიან ბევრს მუშაობს თამაშის გასაუმჯობესებლად, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მაინც არ გამოიძახეს. ეს კარგია ჩვენი კლუბისთვის, მაგრამ ცუდი - ბრაზილიისთვის. როგორც ჩანს მარსელოს თანამემამულეები ამას ვერ ხვდებიან. ჩემი აზრით, იგი ნაკრების უცვლელი ფეხბურთელი უნდა იყოს." dle 10.1

  • Junior
  • 31 ოქტომბერი 2010
  • 3048
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)