როისტონ დრენტეს პრეს-კონფერენცია.

პრეს-კონფერენციაზე როისტონ დრენტემ თანაკლუბელებზე და მომავალ სეზონზე ისაურა.


როგორი არის თვენი აზრი სნეიდერის სიტუაციასთან დაკავშირებით?

უესლი არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ამასთანავე ძალიან კარგი ადამიანი.ეს კლუბის გადაწყვეტილებაა და მე არ მაქვს უფლება ამაზე კომენტარი გავაკეთო.იგი კარგად ვარჯიშობს მაგრამ ჩვენ თანაგუნდელებს არ შეგვწევს იმის ძალა, რომ სნეიდერი ამ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ.

წინა სეზონის დასრულებისთანავე ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ თქვენ დატოვებდით კლუბს მაგრამ ეს არ მოხდა და თქვენ დარჩით კლუბში.

ეს ნორმალურია, ყოველი სეზონის ბოლოს ამბობენ ყველა ფეხბურთელზე, რომ მან უნდა დატოვოს კლუბი, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა, რომ დავრჩებოდი ამ შესანიშნავ კლუბში.მე მადრიდის რეალთან ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და იმედია ამ ვადის ამოწურვამდე დავრჩები ,,ბლანკოსში" რადგან, მე თავდაუზოგავად ვშრომობ, ისევე როგორც ჩემი თანაგუნდელები.

რა მისია გაკისრიათ ახალ სეზონში?

მე პირადად ვესაუბრე გუნდის მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის და როგორც მისგან მოვისმინე ჩემი ადგილი არის მის გუნდში.ამ გუნდში თამაშობენ მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები, ყოველი ადგილი ძირითად შემადგენლობაში არის ძალიან რთული მოსაპოვებელი და მე მინდა, რომ ძირითადისთვის ვიბრძოლო.

როისტონ დრენტეს პრეს-კონფერენცია.

ეს იქნება მესამე წელი მადრიდულ კლუბში,ადაპტაციის პერიოდი გაიარეთ?

მე ვგრძნობ თავს აქ როგორც საკუთარ სახლში, ქვეყანაში, ქალაქში და კლუბში.

რა რჩევებს მისცემდით კრისტიანო რონალდოს, რომ მან უფრო სწრაფად გაიაროს ადაპტაცია?

კრისტიანო არის ნამდვილი პროფესიონალი, მე არამგონია, რომ მას ჰქონდეს რამე პრობლემები. ეს თქვენ გაწუხებთ ასეთი კითხვები თორემ რონალდო კლუბში თავს მშვენივრად გრძნობს და ადაპტაციასაც მალე გაივლის.

როგორ მიდის სნეიდერის საქმეები?

ცუდად. მე არ შემიძლია ამის შესახებ საუბარი. ის ჩემი მეგობარია.

სურს თუ არა თქვენს თანაკლუბელებს, რომ უესლი დარჩეს გუნდში?

ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე სიტუაციაა თითოეული ჩვენთაგანისთვის.

როგორც თქვენ ამბობთ, ხართ ძალიან ბედნიერი რა შეიცვალა თქვენში მის შემდეგ რა თეთრებს შეუერთდით?

მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა მიმეღწია იმისთვის რომ მე მოვსულიყავი ასეთ დიდებულ კლუბში. მე ვეკუთვნი მადრიდის რეალს და მინდა დავუმტკიცო მათ, ვღირვარ იმად რომ აქ ვითამაშო.

როგორც ვიცი თქვენ ძალიან მოგწონთ მუსიკა და ასევე წერთ კიდეც, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?

მე მუსიკაში ვპოულობ სიმშვიდეს მაგრამ ფოკუსირებული ვარ ფეხბურთზე. სულ ვუსმენ ჩემს IPOD-ს და როცა მაქვს თავისუფალი დრო მართლაც ვწერ სიმღერებს სტუდიაში.

რას ფიქრობთ როგორ განვითარდება მოვლენები ჩემპიონთა ლიგაზე?

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალი არის ერთ-ერთი ფავორიტი და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით გავიმარჯვოთ ამ შესანიშნავ ტურნირში, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ლიგის ფინალი მადრიდის რეალის სტადიონზე, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება და ჩვენ ორმაგად მოტივირებულნი გავალთ თითოეულ შეხვედრაში. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას.



ინფორმაციის წყარო: www.realmadrid.com



სტატიის ავტორი: RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)