"რასინგის" ისტორია

დღეს მადრიდის "რეალი" "რასინგს" დაუპირიპირდება. როგორც ყოველთვის,დღესაც მე გთავაზობთ "ბლანკოსის" მოწინააღმდეგის ისტორიას. სამწუხაროდ, საიტზე,რომლიდანაც მე ვთარგმნი ამა თუ იმ გუნდის ისტორიას, "რასინგის" ისტორია განახლების პროცესშია. ამიტომ ძალიან ცოტა რამ წერია სანტანდერულ კლუბზე. მე შევეცადე ჩემი ცნობები დამემატებინა და თქვენთვის მართალია სრული სახით არ წარმომიდგენია,მაგრამ სულ მთლად არაფერს მაინც ჯობია...


სრული სახელი: Real Racing Club de Santander, S.A.D.

ზედმეტსახელები: მთიელები, მწვანეები და თეთრები

დაარსების თარიღი: 1913 წელი

სტადიონი: "ელ სარდინიერო" (ტევადობა: 22 271)

პრეზიდენტი: ფრანცისკო პერნია

მწვრთნელი: მიგელ ანხელ პორტუგალი



Real Racing Club de Santander, S.A.D. - ეს "რასინგის" სრული სახელწოდებაა. კლუბი სანტანდერში,კერძოდ კანტაბრიაში ჩამოყალიბდა 1913 წელს.კლუბის სახელწოდებამ "რეალ" პრეფიქსი 1941 წელს მიიღო. რასინგის ყველა დროის საუკეთესო შედეგი 1930-1931 წლებში დაფიქსირდა. მათ ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია ისიც,რომ "რასინგს" არსებობის ისტორიაში ერთხელაც კი არ აქვს რაიმე თასი მოპოვებული,"სეგუნდა" დივიზიონისიც კი. არადა სანტანდერელები "ლა ლიგის" ერთ-ერთი მუდმივი ბინადრები არიან. როგორც ყოველთვის იგი სეზონის ბოლოს ცხრილის შუაში ექცევა. მათ ბედი არც "კოპა დელ რეიზე" წყალობთ. იქ მათ ან "რეალი" ან "ბარსელონა" ან თუნდაც "ვალენსია" და "სევილია" გადაუვლის და კლუბი ეთიშება თასისთვის ბრძოლას. "კოპა დელ რეიზე" მათი საუკეთესო შედეგი უკანასკნელ გათამაშებაზე დაფიქსირდა. ისინი ნახევარაფინალიდან გამოვარდნენ.

2010-2011 წლების სეზონი "რასინგმა" არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო. კლუბი ამჟამად მეთექვსმეტე ადგილზეა და სავარაუდოდ დღეს "რეალთან" დაპირისპირების შემდეგ უფრო ქვევით წავა.(ავტ.)

აღსანიშნავია ისიც,რომ ამ ზაფხულს "რასინგმა" კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავი სერხიო კანალესი დაკარგა,რომელიც დღეს-დღეობით მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია.

"რასინგმა" არსებობის ისტორიაში 43 სეზონი "ლა ლიგაში", 32 "სეგუნდა" დივიზიონში, 1 "სეგუნდა B-ში" და 4 "ტერკერა" დივიზიონში გაატარა.

და ბოლოს... კვლავ ბოდიშს გიხდით,რომ ვერ შევძელი "რასინგის" ისტორიის ვრცლად დაწერა...

სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 23 ოქტომბერი 2010
  • 1666
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)