საუკეთესო სტარტი 2003/04 სეზონის შემდეგ

მადრიდის რეალმა ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ესპანეთის ჩემპიონატში მოიპოვა ლიდერობა, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა პოზიციების გაძლიერება. მოურინიოს გუნდი ნელ-ნელა იხვეჭს ავტორიტეტს ევროპაში. ევრო სარბიელზე სამ მატჩში "თეთრებმა" 5 გოლის გატანა მოახერხეს, კასილასის კარის დალაშქვრა კი ჯერ ვერავინ მოახერხა.


სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ-ჯერობით ერთი ქულაც არ დაუკარგავს და სამ ტურში 9 ქულა დააგროვა. მილანთან ჩატარებულმა შესანიშნავმა შეხვედრამ ყველას დაანახა, რომ "ბლანკოსი" აღარ ხუმრობს და სერიოზული მიზნებისათვის აპირებს ბრძოლას. იტალიელებამდე რეალი ჰოლანდიის გრანდს აიაქსს და ჯგუფის აუტსაიდერ ოსერს გაუსწორდა.

იშვიათია სამ მატჩში კარები მშრალად შეინახო და ასეთ შედეგს მადრიდის რეალთან ერთად მხოლოდ შემდეგმა გუნდებმა მიაღწიეს: მილანი (92-93), აიაქსი (95-96), იუვენტუსი (96-97 და 04-05), ჩელსი (05-06), ლივერპული (05-06) და ვილიარეალი (05-06).

მოურინიოს გუნდს მომავალი მატჩი სან სიროზე ელის და მისმა შეგირდებმა თუ ეს შეხვედრაც მოგებით დაასრულეს, სამეფო კლუბი უკვე 1/8 ფინალში იქნება გასული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "თეთრებს" ასეთი შედეგი 2003/04 სეზონის შემდეგ არ ჰქონიათ. მაშინ რეალის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: ზიდანი, ბექჰემი, კარლოსი, ფიგუ და რონალდო. dle 10.1

  • SunSay
  • 20 ოქტომბერი 2010
  • 1421
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)