მაურინიო: "რაღაც მნიშვნელოვანს ვაშენებთ"

მწვრთნელს სჯერა, რომ მისმა მოთამაშეებმა კარგი წარმოდგენა ანახეს და მან შეაქო მათი ფიზიკური, ტექნიკური და ფსიქოლოგიური ძალისხმევები


ჟოზე მაურინიო ძალიან კმაყოფილი იყო მისი გუნდის წარმოდგენით მილანის წინააღმდეგ.

მაურინიო: "რაღაც მნიშვნელოვანს ვაშენებთ"


"კარგად ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. საბედნიეროდ ეს იყო ის თამაში სადაც გოლები ბევრს არაფერს ნიშნავს. 4-0 უნდა მოგვეგო, რადგან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ჩვენი კარგი თამაშის წყალობით მოვიგეთ და არა იმიტომ, რომ მილანმა ითამაშა ცუდად. მწვრთნელი უფრო წყნარადაა როცა მისი გუნდი კარგათ თამაშობს. მას ნაკლები აქვს სათქმელი და ცოტა - შესაცვლელი. ამ ღამეს ყველაფერი ადვილი იყო, რადგან კარგად დავიწყეთ მატჩი, ვაკონტროლებდით სივრცეს და ვიტანდით გოლებს."

"ყველა თამაში განსხვავებულია და ყველას განსხვავებულად უნდა მიუდგე. ბავშვები როგორებიც არიან ხედირა, ოზილი და დი მარია შეეჭიდნენ "სუპერმენებს" როგორებიც არიან გატუსო, რონალდინიო, პირლო..."

"ძალიან კარგად მიმდინარეობს გუნდის ევოლუცია. ფეხბურთში ყველაზე ძნელი არის თანმიმდევრულობის მიღწევა და ჩვენ ამ დონეზე უნდა გავაგრძელოთ. გუნდის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ტაქტიკური პასუხი იყო ფანტასტიური, მითუმეტეს როცა 2 დღე გვქონდა ამ ღამისთვის მოსამზადებლად მალაგასთან მატჩის შემდეგ."

"მთავარი მიზანი არის შემდეგ რაუნდში გასვლა და ამის მერე ჯგუფში ლიდერებად ყოფნა. ეს ჯგუფი არის საპატივცემულო და სერიოზული."

"დი მარიას უნდა მუშაობა, გაუმჯობესება და სწავლა. ჩვენ ვიცით მისი ხასიათი. ის სწავლობს როგორ უნდა თამაში ნახევარდაცვაში. მილანი იყენებდა ალმასურ სისტემას ანუ მისი ფეხბურთელები ერთმანეთთან ახლოს თამაშობდნენ. დი მარიამ ამას მიხვდა და კარგად ითამაშა."

"ჩემი თანაგრძნობა მოთამაშეების მიმართ იზრდება, ასევე - კლუბიც. ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ. ქომაგებს დადებითი გრძნობები აქვთ და ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანს ვაშენებთ. აქ უნდა ვიყო ოთხი წელი და ჯერ სულ ცოტა ხანია რაც ამ პოსრტზე დავინიშნე. ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს მივაღწევ გუნდთან ერთად."

წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 20 ოქტომბერი 2010
  • 2229
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)