იგუაინი & პეპე

გონსალო იგუაინმა და პეპემ ჟურნალისტებს მატჩთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება გააცნეს.


გონსალო იგუაინი:
"ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გატანაა. გუნდმა დაცვაში დიდებულად ითამაშა და მოწინააღმდეგეს გოლის გატანის უფლება არ მისცა. ამ მატჩით დამტკიცდა, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაშია. უზომოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილს ვუყურებ. მე არ მაინტერესებს ვინ გაიტანა გოლი და ვინ არა, მთავარია გუნდმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა."

"მართალია "მილანის" კარის დალაშქვრა ვერ მოვახერხე, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ. მიმდინარე სეზონში პირველად შეგვხვდა ძლიერი გუნდი და მათი დამარცხება არ გაგვიჭირდა. ვიცოდით, რომ იტალიელების კართან მომენტები შეგვექმნებოდა და შანსები მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა. რა თქმა უნდა ძალიან გახარებულები ვართ, თუმცა ეს უკვე წარსულია და ახალა "რასინგზე" უნდა ვიფიქროთ."

პეპე:
"როდესაც ისეთ გუნდს, როგორიც "მილანია" მშრალი ანგარიში ამარცხებ, გასაოცარ გრძნობას ეუფლები. გამარჯვება ერთად მუშაობამ და დიდმა შრომამ მოიტანა. ჩვენ დავამარცხეთ ევროპის ჩემპიონი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. უმაღლეს დონეზე მოგვიწია ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენა და ვფიქრობ არც გაგვჭირვებია. მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც პირველ ადგილზე ვართ და პოზიციები ყოველ ეჭვგარეშე უნდა გავიმყაროთ." dle 10.1

  • Junior
  • 20 ოქტომბერი 2010
  • 1787
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)