მესამე რაუნდი ჩემპიონთა ლიგაში

გთავაზობთ მცირე წერილობით მიმოხილვას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის შესახებ.


Grupo E

"Roma" 1-3 "Basilea"
იტალიის "რომამ" საკუთარ სტადიონზე მიიღო შვეიცარიის "ბაზელი". მატჩი მოულოდნელად ბაზელის გამარჯვებით დასრულდა. 12-ე წუთზე ფრეიმ შეძლო ანგარიშის გახსნა, 9 წუთის შემდეგ მარკო ბორიელომ (მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა) შეძლო და გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ტაიმის მიწურულს შვეიცარიელები ისევ წინ გავიდნენ, 44-ე წუთზე ინკუმმა დაამწუხრა იტალიელები. რაც შეეხება მეორე ტაიმში, ვატიკანელები უტევდნენ , მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ და 90-ე წუთზე საბოლოოდ დაესვა წერტილი ამ მატჩს, კაბრალმა მესამე გოლი გაუტანა "რომას".

"Bayern 3-2 Cluj"
მიუნხენში "ალიანს არენაზე, გაიმართა ძალიან საინტერესო დაპირისპირება. მატჩში პირველი გოლი "კლუჟის" ფეხბურთელმა კადუმ გაიტანა, მაგრამ შემდეგი 9 წუთის განმავლობაში "კლუჟმა" ორჯერ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, ჯერ გოლის ავტორმა კადუმ, ხოლო შემდეგ პანინმა. გერმანელები 77-ე წუთზე დაამშვიდა მარიო გომესმა, მან მესამე გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს, მაგრამ მატჩი ამით არ დასრულებულა, 86-ე წუთზე ქულიომ 1 ბურთი გაქვითა, საბოლოო ანგარიში 3:2 გერმანელების სასარგებლოდ.

Grupo F

"Spartak 0-2 Chelsea"
ამ მატჩში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, სპარტაკს ჰქონდა 2 მოგება ხოლო მესამედ უკვე ვეღარ იმარჯვა, ჯერ ჟირკოვმა შესანიშნავი დარტყმით 23-ე წუთზე აიღო მოსკოველთა კარი, ხოლო შემდეგ 43-ე წუთზე ნიკოლას ანელკამ დასვა წერტილი.

"Olympique Marsella 1-0 MSK Zilina"
ყველაზე უინტერესო შეხვედრა მესამე ტურში. მარსელის ოლიმპიკმა დიავარას გოლით შეძლო გამარჯვება.

Grupo G

"Real Madrid 2-0 Milan"
მადრიდის რეალმა მოიპოვა შესანიშნავი გამარჯვება. მათ 5 გოლი აქვთ გატანილი სამ თამაშში და არცერთი მიღებული. მადრიდელებიდან 13-ე წუთზე კრისტიანო რონალდომ გამოიჩინა თავი, მან შეძლო საჯარიმო დარტყმის გოლად ქცევა, 1 წუთის შემდეგ კი მესუთ იოზილის დარტყმული მოხვდა ბონერას და გავიდა მილანის კარში. საბოლოო შედეგი 2:0

"Ajax 2-1 Auxerre"
ჰოლანდიელებმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს ფრანგები, ამ მატჩში გააძევეს 3 ფეხბურტელი. ერთი "აიაქსის" ხოლო ორი "ოსერის". გოლები გაიტანეს ზეევმა, სუარეზმა და ბირსამ.

Grupo H

"Braga 2-0 Partizán"
როგორც იქნა "ბრაგამ" ლიგაზე გამარჯვებას მიაღწია, მათ "ბელგრადის პარტიზანი" დაამარცხეს. 35-ე წუთზე ლიმამ დააწინაურა თავისი გუნდი , ხოლო 90-ე წუთზე მატეუსმა წერტილი დასვა 2:0

"Arsenal 5-1 Shakhtar"
ლონდონის არსენალმა გაანადგურა დონეცკის შახტარი. 19-ე წუთზე სონგმა დაიწყო დონეცკელების განადგურება, შემდეგ მას მიყვნენ 42-ე წუთზე ნასრი , 60-ე წუთზე ფაბრეგასმა თერთმეტ მეტრიანი ნიშნულიდან შეძლო გატანა, 66-ე წუთზე ჯეკ ვილშერმა ოთხამდე გაზარდა ლონდონელების უპირატესობა და 69-ე წუთზე "შახტარის" განადგურებას წერტილი დაუსვა ჩამახმა. დონეცკელებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. 82-ე წუთზე თავი ედუარდომ გამოიჩინა.


სტატიის ავტორი : CampO

ინფორმაციის წყარო : RealMadrid.Com dle 10.1

  • CampO
  • 20 ოქტომბერი 2010
  • 1555
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)