“მადრიდის რეალი“ VS „მილანი“

თამაშის თარიღი: 19.10.2010 წ.

თამაშის ადგილი: მადრიდი, ესპანეთი

თამაშის დრო: თბილისის დროით 22:45 სთ–ზე

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ

დაარსების წელს, ტევადობას და ა.შ. არ დავწერ , მითუმეტეს მაშინ, როცა wishmaster–ს ამის შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატიები აქვს დაწერილი)

მეტოქე: „მილანი“

დანარჩენის დაწერა არ ღირს, იმიტომ რომ შორს წაგვიყვანს და ამიტომაც სჯობს, პირდაპირ წინასამატჩო მიმოხილვაზე გადავიდეთ.


მაშ ასე, 19 ოქტომბერს სტარტს იღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური გათამაშების მესანე ეტაპი. ერთ–ერთი უდავოდ საინტერესო და გამორჩეული მატჩი ამ დღეს , სწორედაც რომ G ჯგუფში შედგება. ეს მატჩი თამამად შეიძლებან ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად ჩაითვალოს.

ალბათ ყველას წინა წელი გაახსენდება. დიახ, მასეც არის მეგობრებო, მაშინ მანუელ პელეგრინის „მადრიდის რეალი“ აბარებდა ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას ჩემპიონთა ლიგაზე , დღეს კი ანალოგიურ მდგომარეობაში უკვე ჟოზე მოურინიოს „მადრიდის რეალია“. სიტუაცია თავის მხრივ მაშინდელის ანალოგირია. იმ დროს „მილანის“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, „თეთრებმა“ „სევილიასთან“ დათმეს შეხვედრა, დღეს კი მოურინიოს „რეალს“ ქულები დაკარგული აქვს „ლევანტესთან“ და „მალიორკასთან“. მაშინ „რეალს“ კრიშტიანო რონალდუ აკლდა, დღეს კაკა აკლია. პარალელების გავლება შესაძლოა ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ იგი საჭიროა. მოდი , ვნახოთ თუ რას იზამენ ჟოზეს გაწვრთნილი „თეთრები“. გაიმეორებენ , თუ არა მანუელ პელეგრინის „მიღწევას“. ღმერთმა არ ქნას, იმიტომ რომ მაშინ „ბლანკოსები“ საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ.


“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


მოურინიოს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი დაუპირისპირდება მწვრთნელს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის ძალიან მცირე გამოცდილება თუ გააჩნია. მაქს ალეგრი ადრე „კალიარის“ ედგა სათავეში. ეს მწვრთნელები ადრეც შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ არა ამ დონეზე. შესაბამისად საინტერესოა, თავად მოიფიქრებს რამე ტაქტიკას მოურინიო ალეგრის დასამარცხებლად, თუ ფეხბურთელებს მისცემს საშუალებას, თავად განსაზღვრონ თამაშის მიმდინარეობა. მოურინიოსა და ალეგრის ერთმანეთის მიმართ თავის დროზე „კომპლიმენტები“ არ დაუშურიათ და დარწმუნებული იყავით, რომ მაშინ წარმოთქმულ თითოეულ წინადადებას პრესის წარმომადგენლები არქივიდან ამოქექავენ. მიუხედავად იმისა, რომ ალეგრის არ აქვს საჩემპიონთა ლიგო გამოცდილება, მას ისეთი შემადგენლოვა ყავს, რომ სპეციალური ტაქტიკის უქონლობის გარეშეც შეუძლიათ მოედანზე გასვლა და თამაშის კარგად წარმართვა. წინა თამაშებიდან გამოჩნდა, რომ ალეგრი უპირატესობას 4-4-2 ტაქტიკას ანიჭებს. ეს სქემა კარგად მოქმედებდა პატოს ყოლისას, მაგრამ მისმა ტრავმამ ალეგრი აიძულა 4-1-3-2 ან 4-2-3-1 ტაქტიკას.


“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


მოსალოდნელი იყო, რომ მიუხედავად ტრავმისა, პატო გამომჯობინებისთანავე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდებოდა, ასეც მოხდა. პატომ წინა ტურში „კიევოსთან“ მატჩში ორი გოლი შეაგდო. ამ ფორმაციის „მილანში“ პატო ყველაზე უფრო თუ არა ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია. ამავდროულად უნდა გამოვარჩიოთ ახალშეძენილი ზლატან იბრაგიმოვიჩი, რომელიც „მილანში“ „ბარსელონადან“ გადმოვიდა. ზლატანი „ბარსას“ თამაშის სტილს ვერ შეეწყო,ისევე როგორც ლა ლიგის საფეხბურთო მანერას. მიუხედავად ამისა, მან შესანიშნავი სტარტი აიღო იტალიის სერია ა–ში და ეს არც იყო გასაკვირი.

ნებისმიერ დროს, როცა უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უპირისპირდება ერთამენთს, ეს ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. თითოეული ფეხბურთის მოყვარული დიდი ინტერესით ელის ორი მძიმეწონოსანის დაპირისპირებას.


“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


ეს , როგორც წესი ასეა, მაგრამ დღეს, ”მადრიდის რეალისა” და ”მილანის” ბრძოლა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” განსაკუთრებული იქნება, ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს.

უპირველეს ყოვლისა ”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არის ჟოზე მოურინიო, რომელიც წლების მანძილზე სათავეში ედგა ”მილანის ინტერს”, ”მილანის” მოსისხლე მტერს. ზუსტად ორი წელი იყო ”მილანი” ჟოზე მოურინიოს მეტოქე სერია ა-ში. ამჟამად მათი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის პერიპეტიებსაც გადაწვდა.

მეორე მიზეზი, რის გამოც ეს მატჩი შეიძლება განსაკუთრებულთა სიაში შევიყვანოთ, არის ის, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ”გალაქტიკო 2.0”-მა მანუელ პელეგრინის მეთაურობით მარცხი იწვნია ”როსონერისგან”. მაშინ ”ბლანკოსებმა” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრა 2:3 დათმეს.

მესამე მიზეზი კი არის ის, რომ ორივე მხარე წინა სეზონთან შედარებით უფრო ძლიერად გამოიყურება.

წინა სეზონში ”მილანი” დიდამ დააღალატა, რომელმაც რაღაც ”სასწაულად” მოიგერია ბურთი, რომელიც რაულს მიუვდა და ამ უკანასკნელმაც გააკეთა ის, რასაც წლების მანძილზე აკეთებდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ შეხვედრაში არც დიდა და არც რაული მონაწილეობას არ მიიღებენ.


“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


”მადრიდის რეალი” მოცემულ ეტაპზე ესპანეთის ლა ლიგაში ერთპიროვნულად იმყოფება პირველ ადგილზე (მინიმუმ ამ საღამომდე, სწორედ დღეს გაიმართება ”ვილიარეალისა” და ”ჰერკულესის დაპირისპირება). მათ შვიდი თამაშის შემდეგ 17 ქულას მოუყარეს თავი, გაშვებული აქვთ სულ რაღაც სამი გოლი. ”გალაქტიკო 2.0”-ს გატანილი აქვს 10 გოლი ბოლო ორ შეხვედრაში (”დეპორტივოსა” და ”მალაგას” წინააღმდეგ შესაბამისად 6 და 4 გოლი).

ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის მფლობელი ”როსონერი” მეორე პოზიციაზე იმყოფება. იტალიის სერია ა-შიც შვიდი ტურია ნათამაშევი, ”მილანს” 14 ქულა აქვს. მათ წაგება არ უგემიათ 11 სექტემბრის შემდეგ , შეგახსენებთ, რომ მაშინ ”მილანმა” შეხვედრა დათმო ”ჩეზენასთან” ანგარიშით 2:0.

ორივე კლუბს ძალიან გამოცდილი მეკარეები ყავს, ერთ მხარესაა იკერ კასილასი, რომელიც დღეს მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვა, ხოლო მეორე მხარესაა კრისტიან აბიატი.


“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


”მადრიდის რეალი” დაცვაში ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მას შემდეგ, რაც კლუბში ჟოზე მოურინიო მოვიდა. ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ფაქტია, რომ ”რეალს” უპირველეს ყოვლისა დაცვაში თამაშის გამოსწორება სჭირდებოდა, ვინაიდან წინ ყოველთვის იქნება ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს გოლის გატანას, ამიტომაც იყო რომ ჟოზემ უპირველეს ყოვლისა დაცვის გაძლიერებას მიყო ხელი. მან კლუბში ძალზედ გამოცდილი რიკარდო კარვალიო მოიყვანა. ერთადერთი საკიტხი, რომელიც საფიქრალს უჩენს ჟოზე მოურინიოს არის სერხიო რამოსის თამაშის საკითხი. თუ სამედიცინო შტაბიდან გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, რამოსი ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში მოურინიოს გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს დაცვის ხაზში. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ჟოზე საფიქრალი არაფერი აქვს , იმიტომ რომ არბელოა ყავსო. კი, ასეც არის, მაგრამ არბელოა ვერ აჩვენებს იმ თამაშს , რასაც სერხიო რამოსი. განა არბელოა დაცვაში ვერ თამაშობს, პირიქით კარგად ართმევს თავს დაცვის ხაზში დაკისრებულ მოვალეობას , უბრალოდ მისი ნაკლი ისაა, რომ თავდასხმაში წასვლისას ძალიან ბევრს ფიქრობს, ეს კი ტემპს აგდებს, იგი ასევე მოიკოჭლებს სისწრაფის მხრივაც. რამოსის ტრავმის გამო ”ბლანკოსები” შეხვედრას ალბათ არბელოა, პეპე, კარვალიო, მარსელო ამ დაცვითი ხაზით დაიწყებენ.

დანაკლისით ხვდება ამ თამაშს ”მილანიც”. როგორც ”როსონერის” ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, დღეს თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებს კლუბის კაპიტანი მასიმო ამბროზინი. დაცვის ცენტრში მოთამაშე ტიაგო სილვამ ამ შაბათს ”კიევოსთან” მატჩში მოედანი დროზე ადრე დატოვა და შესაბამისად მისი თამაში-ართამაშის საკითხი უშუალოდ შეხვედრის დაწყების წინ გადაწყდება.

”მილანს” ჯანლუკა ძამბროტას, ალესანდრო ნესტას, ტიაგო სილვას (ან დანიელე ბონერა) და ლუკა ანტონინის იმედი უნდა ქონდეს დაცვის ხაზში.

მას შემდეგ, რაც ”მადრიდის რეალი” უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს , მოსალოდნელია რომ სამი ხედირა და ხაბი ალონსო საყრდენი ნახევარმცველების როლს შეასრულებენ.

”მილანი” როგორც ვიცი სამი ნახევარდაცვით თამაშობს, ამ როლს დრევანდელ თამაშში ალბათ ანდრეა პირლო (ცენტრში) და ფლანგებზე გატუზო ზედორფის დუეტი შეასრულებენ.


“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


”რეალის” შემტევ ნახევარმცველებს რაც შეეხება, სასტარტო შემადგენლობიდან თამაშს დაიწყებენ მესუთ იოზილი, კრიშტიანო რონალდუ და ანგელ დი მარია, ამ სამეულის შეტევების დაგვირგვინებას კი გონსალო იგუაინი შეეცდება.

”მილანის” რიგებში კი შემტევი ნახვერამცველის პოზიციაზე ითამაშებს რონალდიონიო, რომელიც ეცდება, რომ პატოსა და ზლატან იბრაგიმოვიჩის დუეტი წინა ხაზზე საჭირო და საგოლე გადაცემებით მოამარაგოს.

მაშინ როცა ”მადრიდის რეალს” საშინაო მოედნის უპირატესობა ექნება, ”მილანის” უპირატესობა ის იქნება, რომ მას ყავს ფეხბურთელები, რომლებიც დასვენებულნი არიან . ”მილანის” ბევრი ვეტერანი ფეხბურთელი უკვე აღარაა საკუთარი ეროვნული ნაკრების წევრი და შესაბამისად მათ გამოტოვებული აქვთ ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპის ბატალიები. ასეთ ფეხბურთელების რიცხვს განეკუთვნებიან ნესტა,გატუზო,ზეედორფი,აბიატი, რონალდინიო და ანტონინი.

”მადრიდის რეალის” უპირატესობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ მათ ყავთ ისეთი ფეხბურთელი, როგორიცაა მესუთ იოზილი, რომელსაც სულაც არ ეთაკილება უკან დაწევა და დაცვის ხაზისთვის დახმარების აღმოჩენა. თავის მხრივ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმანათლად აჩვენა, რომ 4 შემტევი ფეხბურთელით თამაში საშინელებაა და მეტი არაფერი. მათ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ანალოგიური სისტემით თამაშისას გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან თამაშისას 4:0 წააგეს, ხოლო ეხლა კი იაპონიასთან დამარცხდნენ ანგარიშით 1:0. მაშინ, როცა ანგელ დი მარია არგენტინის იმ სისტემის ერთ-ერთი ფეხბურთელია, (დროის უმეტესობას წინ ატარებს და იშვიათად ბრუნდება უკან) საკუთარ რიგებში მესუთ იოზილისნაირი მოთამაშის ყოლა დიდი პლიუსია და რიგ მომენტებში შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

ეჭვგარეშეა, რომ ამ თამაშთან მიმართებაში რაიმე წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე გაირკვევა გამარჯვებული ვინაობა. უდაო ფავორიტი ამ შეხვედრას არ ყავს. თუ ”მადრიდის რეალი” გახსნილ თამაშს ითამაშებს, მაშინ ჩვენ კარგი სანახაობისა და უხვი გოლის მოწმენი გავხდებით, ხოლო თუ მატჩი შედარებით უფრ ფრთხილი და ჩაკეტილი იქნება, მაშინ ადვილი მოსალოდნელია, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდეს (არაა აუცილებელი უგოლო ფრე დაფიქსირდეს).

ჯგუფში ”მადრიდის რეალი” და ”მილანი” პირველებოსთვის იბრძვიან. თუ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილე კლუბების მიღწევებს ჩემპიონთა ლიგაზე დავაჯამებთ, მივიღებთ, რომ ”მადრიდის რეალისა” და ”მილანის” ტიტულები (შესაბამისად 9 და 7) უფრო მეტი იქნება.


“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


-”მადრიდის რეალი” ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა , მაშინ როცა ”მილანი” დღევანდელ მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩება (ბოლო შეხვედრაში ”როსონერი” ”აიაქსთან” ფრეს დასჯერდა). თიტქმის ანალოგიური სიტუაცია იყო წინა წელსაც , მაშინ კი ”მილანმა” ”ბლანკოსები” ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე ანგარიშით 2:3 დაამარცხეს.

წინა შეხვედრები

• კლუბები როგორც ზემოთ აღვნიშნე ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ 2009/2010 წლების ჯგუფური გათამაშების დროსაც, მაშინ ”მილანმა” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” დასამახსოვრებელი სამი ქულა მოიპოვა. რაულ გონსალესის ადრეულ გოლს ერთი საათის შემდეგ პირლოსა და პატოს გოლები მოყვა. იმ შეხვედრაში თავი როისტონ დრენტემაც გამოიჩინა, საბოლოო წერტილი კი იმ შეხვედრაში პატომ დასვა. ამ უკანასკნელმა 88-ე წუთზე ”მილანისთვის” გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

წინა წლის 21 ოქტომბრის შეხვედრაში კლუბების შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა:

”მადრიდის რეალი”: კასილასი, რამოსი, პეპე, ალბიოლი, მარსელო, დიარა, ალონსო, გრანერო (დრენტე 66), ბენზემა, რაული.

”მილანი”:დიდა, ოდდო, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა,ამბროსინი,პირლო, ზეედროფი, პატო, ინძაგი (ბორიელო 60), რონალდინიო (ფლამინი 90).

-მილანში ”სან სიროზე” ჩატარებული შეხვედრა ანგარიშით 1:1 დამთავრდა, რონალდინიოს გოლს კარიმ ბენზემას გოლი მოყვა.

• ”მადრიდის რეალმა” დაამარცხა ”მილანი” ევროპის თასის ნახევარფინალში 1955/56 წლების გათამაშებაში და 1963/64 წლების გათამაშების მეოთხედფინალში. კლუბები ერთმანეთს შეხვდნენ 1957/58 წლების ფინალში, ”მადრდის რეალმა” 3:2 მოიგო დამატებით დროში ბრიუსელში. ”მილანს” ”მადრიდის რეალი” დამარცხებული ყავს 1988/89 (ნახევარფინალი) და 1989/90 წლებში (მეორე ეტაპი) მათ მიერ მოგებულ ევროთასების დროს.

მატჩის შესახებ:

• ”მადრიდის რეალს” იტალიურ მეტოქეებთან შეხვედრაში საერთო ჯამში დადებითი ბალანში აქვს:

მოგება: 20

ფრე: 2

წაგება: 6

-”მილანის” გამარჯვება ”სანტიაგო ბერნაბეუზე” წინა ოქტომბერს იყო მათი პირველი წარმატება ესპანეთში ხუთგზის მოგზაურობის შემდეგ. მათ საერთო ჯამში ესპანურ მეტოქეებთან გასვლით შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვთ:

მოგება: 4

ფრე: 5

წაგება: 10

კლუბების შესახებ:

• მოურინიო სათავეში ედგა ”ინტერს” 2008-2010 წლების განმავლობაში. ის ”როსონერის” ოთხჯერ დაუპირისპირდა სერია ა-ს ფარგლებში, აქედან სამჯერ მოიგო-ყველაზე დასამახსოვრებელი 2009 წლის აგვისტოში 4:0 გამარჯვება იყო, ერთხელ კი დამარცხდა.

• კლარენს ზეედორფმა 1996-1999 წლებში ”თეთრების” რიგებში საერთო ჯამში 121 შეხვედრა ჩაატარა, მას ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოგებული აქვს, როგორც ”მადრიდის რეალთან” (1998 წ.), ასევე ”მილანთან” (2003 და 2007 წწ.) ერთად.

• კაკამ ”მილანში” ექვსი სეზონი გაატარა , მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2006/2007 წლებში, მონაწილეობა მიიღო სერია ა-ს 193 შეხვედრაში.

• ხაბი ალონსო და ერჟი დუდეკი იყვნენ ”ლივერპულის” ფეხბურთელები, როცა ამ უკანასკნელმა 2005 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის დასამახსოვრებელ ფინალში დაამარცხა ”მილანი”. ალონსომ იმ შეხვედრაში გოლი გაიტანა, ხოლო ერჟი დუდეკმა კი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, მოიგერია რა ანდრეა პირლოსა და ანდრეი შევჩენკოს თერთმეტმეტრიანი დარტყმები.

• დუდეკი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო ალონსო და ალვარო არბელოა მოგვიანებით შემოვიდნენ მოედანზე მაშინ, როცა 2007 წლის ფინალში ”ლივერპული” ”მილანმა” ფილიპო ინძაგის დუბრლის წყალობით დაამარცხა. ”იუვენტუსის” შემადგენლობაში ინძაგიმ 1998 წლის ფინალში ”მადრიდის რეალისგან” მარცხი იწვნია.

• რობინიო 2005-2008 წწ-ებში თამაშობდა ”მადრიდის რეალში”, მან 101 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.

• რონალდინიო 2003-2008 წლებში თამაშობდა ”ბარსელონაში” , 2005 წლის ნოემბერში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მოგებულ შეხვედრაში (3:0) დუბლი შეასრულა. ზლატან იბრაგიმოვიჩმა 2009 წლის 29 ნოემბერს ”მადრიდის რეალს” ”კამპ ნოუზე” ერთადერთი გოლი გაუტანა, რომელმაც მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. ჯანლუკა ძამბროტა 2006-2008 წლებში ”ბარსელონაში” ირიცხებოდა. კრისტიან აბიატი 2007/2008 წლებში იჯარის წესით იყო გაშვებული ”მადრიდის ატლეტიკოში”.

• კრიშტიანო რონალდომ 2006/2007 წლების გათამაშების პირველ ეტაპზე ”მილანს” ერთი გოლი გაუტანა, ის ”მანჩესტერ იუნაიტედმა” 3:2 მოიგო, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში 3:0 დამარცხდა.

• ფლამინი 2005/2006 წლებში ირიცხებოდა იმ ”არსენალის” შემადგენლობაში, რომელმაც 16 ფინალში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ”მადრიდის რეალს” 1:0 მოუგო.

• ფლავიო რომას ”მონაკომ” 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი იწვნია მოურინიოს და რიკარდო კარვალიოს ”პორტოსგან”.

• მესუთ იოზილის გერმანიის ნაკრებმა 2009 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 1:0 დაამარცხა იტალიის ნაკრები, რომელშიც იგნასიო აბატეც ირიცხებოდა.

• ევრო-2008-ზე ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელშიც იკერ კასილასი და სერხიო რამოსი გამოდიოდნენ მეოთხედფინალშო პენალტების სერიით დაამარცხა ძამბროტასა და მასიმო ამბროზინის იტალიის ეროვნული ნაკრები.


”მადრიდის რეალისა” და ”მილანის” ხუთი კლასიკური დაპირისპირება

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიზეზების გამო. თუ რა მიზეზებია , ამაზე ზემოთ ვისაუბრე. ისიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ამ ორ კლუბს ძალიან ბევრი ტიტული აქვთ მოგებული. ისინი წარსულშიც შეხვედრიან ერთმანეთს. იმ შეხვედრებიდან რამოდენიმე ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, იმედია დღევანდელი შეხვედრაც გაამართლებს იმედებს. მოდით, თვალი გადავავლოთ ”მადრიდის რეალისა” და ”მილანის” ხუთ საუკეთესო დაპირისპირებას. მაშ ასე,

1)”მადრიდის რეალი” 3-2 ”მილანი”, ევროპის თასის ფინალი 1957-1958 წწ.

“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


”მადრიდის რეალი” ”მილანს” 1955-1956 წლების ევროპის თასის ნახევარფინალის (ის შეხვედრა ”ბლანკოსებმა” მოიგეს) შემდეგ პირველად შეხვდა. ორი წლის შემდეგ ”როსონერი” შურის საძიებლად იყო დაგეშილი. შეხვედრა Heysel Stadium-ზე გაიმართა. ”მილანი” იმ შეხვედრაში ”მილანი” წინ გავიდა. ”როსონერი” ალბერტო შიაფინომ დააწინაურა, მას შემდეგ , რაც იტალიელებმა ესპანელები კონტრშეტევაზე დაიჭირეს. მეტოქის სიხარული ნაადრევი გამოდგა, ალფრედო დი სტეფანომ წონასწორობა აღადგინა, ეს მოხდა თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე. ერნესტო გრილომ ”მილანის” უპირატესობა კვლავ აღადგინა. იტალიელები სულ რამოდენიმე წუთი იყვნენ წინ გასულები, როცა იგივე დი სტეფანომ შეხვედრა კვლავ საყაიმო გახადა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. თავის მხრივ, დამატებით დროში მატჩის გმირად ფრანჩისკო გენტო იქცა, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და მილანელები ხახამშრალი დატოვა.


2)”მადრიდის რეალი” 4-1 ”მილანი”, ევროპის თასის მეოთხედფინალი, 1963-1964 წწ.

“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


მას შემდეგ, რაც მოიგო პირველი ევროპის თასი 1962-1963 წლებში, ”მილანი” ძალიან მოწადინებული იყო, რომ ანალოგიური მიღწევა მომდევნო სეზონშიც გაემეორებინა. ”როსონერი” მეოთხედფინალში ”მადრიდის რეალს” გადაეყარა. იტალიელები ამ შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ, ტრავმების გამო არ თამაშობდნენ დინო სანი და ჯიოვანი ტრაპატონი, ამავე დროს მოედანი დროზე ადრე დატოვა სეზარ მალდინმა. მადრიდელებმა მეტოქის დანაკლისი ბოლომდე გამოიყენეს, ამანიო ამაროს, პუშკაშის, ალფრედო დი სტეფანოს და ფრანჩისკო გენტოს გოლებმა მათ საშუალება მისცა ტაბლოზე კომფორტული ანგარიში 4:0 დაეფიქსირებინათ. ჯოვანი ლოდეტიმ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. განმეორებითი შეხვედრა ”მილანის” მოგებით 2:0 დასრულდა, შესაბამისად ”მადრიდის რეალი” ფინალში გავიდა, სადაც ისინი ”ინტერმა” დაამარცხა.


3)”მილანი” 5-0 ”მადრიდის რეალი”, ევროპის თასის ნახევარფინალი, 1988-1989 წწ.

“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


”მადრიდის რეალმა” ევროპის თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო და ესპანელები მეორე შეხვედრიდანაც დადებით შედეგს ელოდნენ, მაგრამ საქმე ისე არ წავიდა, როგორც ”თეთრებს” ქონდათ დაგეგმილი. ბერნდ შუსტერის, მარტინ ვასქესის, მიჩელის, უგო სანჩესის და ემილიო ბუტრაგენიოს შესანიშნავი ტანდემი უძლური გახდა გაერღვია ”მილანის” უკანა ხაზი. ამის პარალელურად კი ”როსონერის” არანაირი პრობლემები არ შექმნია გოლის გატანის მხრივ. კარლო ანჩელოტის, ფრენკ რაიკაარდის, რუუდ გულიტის, მარკო ვან ბასტენის და რობერტო დონადონის გოლებმა ”მილანი” წინ 5:0 გაიყვანა, ამის წყალობით იტალიელები ფინალში გავიდნენ, სადაც მათ ”ბუქარესტის სტიაუას” სძლიეს ანგარიშით 4:0.


4)”მადრიდის რეალი” 3-1 ”მილანი” , ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2002-2003 წწ.

“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


2002-2003 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ”მადრიდის რეალს” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” სამი ქულის აღება ჰაერივით ჭირდებოდა. ”ბლანკოსებმა” შესანიშნავად დაიწყეს თამაში და სულ რაღაც 12 წუთში რაულმა ანგარიში გახსნა. ”მადრიდის რეალის” ცოცხალი ლეგენდის მეორე გოლმა ”თეთრები” ორი ბურთის სხვაობით გაიყვანა წინ, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე რივალდომ ერთი გოლი გაქვითა. ”ბლანკოსების” კიდევ ერთმა ლეგენდამ გუტიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე. ”მილანი” იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ”იუვენტუსს” დაუპირისპირდა

5)”მადრიდის რეალი” 2-3 ”მილანი” , ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2009-2010 წწ.

“მადრიდის რეალი“ VS  „მილანი“


ეს შეხვედრა თოთოეულ ჩვენგანს კარგად ახსოვს, ამიტომაც ამიტომაც მასზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ იმ თამაშში, არცერთმა მხარემ თავი არ დაზოგა და შესაბამისად ჩვენ, უბრალო გულშემატკივრებს, ლამაზი და უხვგოლიანი თამაში გვაჩუქა.

მოკლედ, სულ ეს იყო რისი თქმაც და დაწერაც მინდოდა ამ თამაშის შესახებამდენი იმიტომ გამომივიდა, რომ მარტო ერთი ვებ-გვერდიდან არაა დაწერილი, სხვადასხვა წყაროები გამოვიყენე (დაწყებული Uefa.com-დან Goal.com-ით დამთავრებული). იმედია თქვენ მოწონებასაც დაიმსახურებს. მე კი თავისთავად იმედი მაქვს, რომ დღეს ”მადრიდის რეალი” აჩვენებს იმ თამაშს, რომელიც მას და მის დიად ისტორიას შეეფერება. სტატიის ბოლოს კი უბრალოდ H A L A M A D R I D ! …..
dle 10.1

  • shvela
  • 19 ოქტომბერი 2010
  • 2293
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)