დღეს დიდი დღეა დიდი...

დღეს, 2010 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე განახლდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრები. ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში შედგება, "სანტიაგო ბერნაბეუს" ულამაზესი არენა, იტალიურ "მილანს" უმასპინძლებს.


დღეს მსოფლიო ფეხბურთის ორი უდიდესი კლუბი შეერკინება ერთმანეთს, ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი მადრიდის "რეალი", მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს, "მილანს" დაუპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მადრიდელები ბოლო 8 წლის განმავლობაში საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობენ, ხოლო იტალიელები პირიქით, მილანელებმა 2002 (მადრიდის "რეალმა" ბოლოჯერ მოიპოვა ლიგის თასი) წლის შემდეგ ორჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა.

დაპირისპირებულ მხარეთაგან ორივე გუნდს ერთი და იგივე ფეხბურთელი აკლია... ეს მოთამაშე გახლავთ რიკარდო კაკა, რომელიც გასულ წელს "მილანიდან" - "მადრიდში" 68 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა განვლილი დროის 90 პროცენტი ლაზარეთში ყოფნას შეალია. დღეს დღეობით კაკა ორივე გუნდს აკლია... "მილანმა" რიკის სახით, გუნდის უდავო ლიდერი დაკარგა, ხოლო მადრიდის რეალმა მილიონები გაატანა აქარს. მიუხედავად იმისა, რომ კაკას დაბრუნება დროის საკითხია, ფაქტი ჯიუტია, რიკის 'გამადრიდისტებიდან' დღემდე, გუნდისთვის ღირებული ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია.

ამ ორ გუნდს შორის, რომ კარგი სატრანსფერო პოლიტიკა არსებობს ეს ფაქტია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უმნიშნველოვანესი მომენტი, რომელიც სამეფო კლუბის ყოფილ სუპერვარსკვლავს, რობინიოს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ეს ბრაზილიელი ფეხბურთელი რამოდენიმე წლისწინ, მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა და გუნდის ლიდერედაც იყო ქცეული, მაგრამ გარკველური მიზეზებისგამო, რობსონს მანჩესტერ "სიტიში" გადაბარგება მოუწია და სწორედ აქედან იწყება მისი კარიერის დაღმასვლა... ჯერ იყო და ბრაზილიელი ფორვარდი, "სიტის" ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა, შემდეგ იგი სამშობლოში, კერძოდ კი "სანტოსში" გაანათხოვრეს, ახლა კი იგი "როსონეროს" ღირსებას იცავს, თუმცა უმეტესად ამ ყველაფრის კეთება მას სათადარიგოთა სკამიდან უხდება...

"განსაკუთრებული"... ადამიანი, რომელმაც გასულ სეზონში "როსონეროსგან" ქვაქვაზე არ დატოვა... ჯერ იყო და სეზონის დასაწყისში თანაქალაქელებს, "ინტერნაციონალემ" 4-0 სძლია, ხოლო ზამთარში მოუს დამოძღვრილმა 9 ფეხბურთელმა, ლეონარდოს 11 კაციანი გუნდი 2-0 დაამარცხა. ასე, რომ დღეს "როსონერო" უდიდეს გამოწვევას იღებს, მილანელები კვლავ მაურინიოს პირისპირ განაახლებენ ბრძოლას, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ? შეძლებენ ისინი, სამეფო კლუბის 'ზღუდეების' გარღვევას, თუ კვლავ მაყურებლის როლში "ამჯობინებენ" ყოფნას ?...

დღეს დიდი დღეა დიდი...


მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა არადამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ ეშხში შესულმა 'მადრიდელ-მილანელებმა' მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არც ერთ მატჩში არ დაინდეს. უკანასკნელ მატჩში, მადრიდის "რეალმა" მეტოქის კარში 4 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო "მილანმა" სამის, ასე რომ ეს ორი გრანდი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.

სამეფო კლუბს შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ შეხვედრას ტრავმისგამო, სერხიო რამოსი გამოტოვებს, რომელიც "ბლანკოსის" დაცვის ხაზის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. ესპანელი მცველის ადგილს, თანამემამულე ალვარო არბელოა დაიკავებს.

მადრიდის რეალი - კასილასი, არბელოა, პეპე, კარვალიო, მარსელო, ალონსო, ხედირა, ოზილი, დი მარია, რონალდო, იგუაინი.

სათადარიგოთა სკამი: - დუდეკი, ადანი, ალბიოლი, მატეოსი, მ. დიარა, ლ. დიარა, გრანერო, პედრო ლეონი, ბენზემა.

"მილანს" შემადგენლობის მხრივ ფაქტიურად არანაირი პრობლემა არა აქვს, "როსონეროს" ძირითად გუნდს ტრავმირებული ტიაგო სილვაც შეუერთდა, ასე რომ იტალიელები დღევანდელ შეხვედრას დანაკარგის გარეშე ხვდებიან.

მილანი: აბიატი, ძამბროტა, ტიაგო სილვა, ნესტა, ანტონინი, ზეედორფი, პირლო, გატუზო, რონალდინიო, იბრაჰიმოვიჩი, პატო.

სათადარიგოთა სკამი: ამელია, რომა, ბონერა, იეპესი, პაპასტოპულუსი, აბატე, ბოატენგი, ფლამინი, სტრასერი, ინძაგი, რობინიო.

ფეხბურთელები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ

მადრიდის რეალი - მესუთ იოზილი
დღეს დიდი დღეა დიდი...

მესუთ იოზილი, სამეფო კლუბის რიგებს მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა. თურქული სისხლის გერმანელი ნახევარმცველი მადრიდის "რეალის" ერთერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. განვლილი დროის განმავლობაში, მესუთმა თითქმის ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მადრიდელი 'ინჩასების' სრული ნდობა მოიპოვა. ასე, რომ დღეს "როსონეროს" ნახევარდაცვის ხაზს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, მათ წინააღმდეგ დღევანდელობის ერთერთი საუკეთესო 'ვინგერი', მესუთ იოზილი ითამაშებს.






მილანი - ალეშანდრე პატო
დღეს დიდი დღეა დიდი...

დღესდღეობით, ალეშანდრე პატო მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფორვარდია. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბრყინვალედ ითამაშა სამეფო კლუბს წინააღმდეგ და მადრიდის "რეალის" კარის აღება ორჯერ მოახერხა. მადრიდელმა მცველებმა უდიდესი გამოწვევა მიიღეს, უძლიერესის ვინაობა კი დღე საღამოს გაირკვევა.







ტოტალიზატორის პროგნოზი

მადრიდის რეალი 2-0 მილანი

კოეფიციენტები: 1 (1.6) X (3.2) 2 (5.5)


By Kevlisha... dle 10.1

  • kevlisha
  • 19 ოქტომბერი 2010
  • 1817
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)