"მილანის" ისტორია (ნაწილი მეორე)

დღეს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს "მილანთან". როგორც ყოველთვის ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. მე გაგაცნობთ "როსონერის" ისტორიას,გუნდისას,რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული,თუ რამეს მოგება შეეძლო...


მსოფლიო ლიდერთა შორის


ბერლუსკონი


პირველივე პრესკონფერენციაზე სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ "მილანი" მისი ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო: ”დღეს ჩვენ საშუალო დონის გუნდად ვითვლებით, მე კი მინდა, რომ მალე მხოლოდ იტალიაში კი არა მთელ მსოფლიოში პირველები ვიყოთ.”

ბერლუსკონიმ პრაქტიკული ნაბიჯები მალევე გადადგა, ბერგამის "ატალანტიდან" ნახევარმცველი რობერტო დონადონი გადმოიყვანა, "ფიორენტინადან" ჯოვანი გალი და დანიელე მასარო, "ვერონადან" კი ფორვარდი გალდერიზი მოიწვია. ახალი სეზონის დაწყებისთანავე შვედი მწვრთნელის ნილს ლიდჰოლმის გაშვებაზე ალაპარკდნენ, პრეზიდენტს შედეგები არ აკმაყოფილებდა, თუმცა სკანდინავიელმა პოსტი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა, მხოლოდ იმიტომ რომ კლუბმა უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სილვიო ბერლუსკონიმ მსოფლიო 1987 წელს აალაპარაკა, მაშინ ტელემაგნატმა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის თანხა 40 მილიარდი ლირა (21 მილიონი დოლარი) დახარჯა ტრანსფერებში. შავ-წითლი მაისური ჰოლანდიელმა სამეულმა მოირგო: მარკო ვან ბასტენმა, რუუდ გულიტმა და მცველმა ფრენკ რაიკაარდმა. მათ გარდა გუნდში მოვიდნენ კარლო ანჩელოტი, კოლომბო, ბიანკი, ბორტოლაცი, მუსი, "მილანის" ახალგაზრდული გუნდიდან გადმოიყვანეს პაოლო მალდინი, "როსონერის" შემადგენლობაში ჩაირიცხა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინელი სერხიო ბორხი. უცხოელ ფეხბურთელებზე დაწესებული ლიმიტის გამო "მილანმა" პირველ სეზონში რაიკაარდი და ბორხი ერთი სეზონით სხვა კლუბებში გაანათხოვრა.


საკის ერა


სილვიო ბერლუსკონიმ მწვრთნელიც ახალი მოიყვანა, "პარმადან" გადმოიბირა იმ დროისთვის სრულიად უცნობი სპეცილისტი არიგო საკი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა "მილანის" ისტორიაში. ახალ მწვრთნელს დიდი მიზნები დაუსახეს - მაქსიმუმ ორ სეზონში "მილანი" იტალიის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ბერლუსკონი დიდ თანხებს დაპირდა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, თუმცა პრემიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ "სკუდეტოს" მოიგებდნენ.

არიგო საკი გუნდს ბრწყინვალე ტაქტიკური ელემენტებით გაჯერებულ შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა, გეგმა ”გადაჭარბებით” შესრულდა - სადებიუტო 1987-1988 წლების სეზონში "მილანმა" 'სერია ა" მეთერთმეტედ მოიგო. მაშინ ჩემპიონატის ცხრილს მარადონას "ნაპოლი" ლიდერობდა, თუმცა პირველ წრეში როსონერიმ 4:1 გაანადგურა სან სიროზე. მაშინ გულიტმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.

მეორე წრეში "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება სეზონის მთავარი მოვლენად იქცა მარადონას 80,000 ფანის წინაშე, ვირდისის ორი გოლითა და ვან ბასტენის კიდევ ერთი გაბრწყინებით "მილანმა" 3:2 მოიგო და სკუდეტოს დაეუფლა. აქედან დაიწყო "მილანის" ბატონობა იტალიურ და მსოფლიო ფეხბურთში.

სეზონის ბოლოს საკის მოთხოვნით გუნდს დაუბრუნდა ფრენკ რაიკაარდი და ჰოლანდიური ტრიო - გულიტი, ვან ბასტენი, რაიკაარდი შეიკრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1988 წლის ”ფრანს ფუტბოლი” გამოკითხვაში პირველი საპატიო სამი ადგილი სწორედ ამ ჰოლანდილებმა დაიკავეს შემდეგი თანმიმდევრობით - ვან ბასტენი, გულიტი და რაიკაარდი.

მომდევნო სეზონში საკიმ აქცენტი ევროპულ ტურნირებზე გააკეთა, 1989 წელს "მილანმა" ჩემპიონთა თასი მესამედ მოიგო. შთამბეჭდავი გამოდგა ნახევარფინალური მატჩი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა, სან სიროზე კი 5:0 გაანადგურეს ესპანელები. პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი შესვენებაზე სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა, ანჩელოტიმ რაიკაარდმა და გულიტმა გიტანეს. მეორე ტაიმში კი ვან ბასტენმა და დონადონიმ უფრო სოლიდური გახადეს ანგარიში.

ფინალში "როსონერი" ბუქარესტის "სტიაუას" შეხვდა და 1986 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი 4:0 გაანადგურა. გულიტმა და ვან ბასტენმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. "მილანის" ისტორიაში პირველად ზაფხულში ევროპის სუპერ თასი აღმართეს, დეკემბერში კი საკონტინენტთაშორისო თასზე მეორედ იმარჯვეს. ტოკიოში მილანელებმა კოლუმბიური "ატლეტიკო" ნასიონალი 1:0 დაამარცხეს.

ტიტულების რაოდენობა 1990 წელს სამით გაიზარდა. მართალია, იმ სეზონში "მილანმა" სკუდეტო ბოლო ტურებში დაკარგა, სამაგიეროდ ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები მოიპოვა.

მომდევნო წელს ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში "მარსელის ოლიმპიკთან" სტადიონზე შუქი ჩაქრა, მილანელებმა, რომლებიც შეხვედრას აგებდნენ, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. უეფამ კი წაგებაში ჩაუთვალა და "როსონერის" დისკვალიფიკაციაც მისცა - გათამაშება დატოვა და ევროტურნირებიდან ერთი წლით მოიკვეთა.


კაპელოს მილანი


ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე "სკუადრა აძურა" ვერ მოხვდა, ამიტომ საკის ნაკრებში უხმეს, მის ნაცვლად "როსონერიში'' კი ფაბიო კაპელო მოვიდა. საკის მფრინავი "მილანი" კაპელომ მომაკვდინებელ ძალად აქცია და მსოფლიოს უძიერესი გუნდების სათავეში მოექცია. 1991-1992 წლების სეზონში "მილანმა" "პერუჯა"ს რეკორდი გაიმეორა და ''სერია ა'' წაუგებლად დაასრულა და "სკუდეტოს" კიდევ ერთხელ დაეუფლა. ტიტული მომდევნო წელსაც დაიცვეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი შესანიშნავი შედეგით გავიდნენ - 10 მატჩიდან ყველა მოიგეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, ჯგუფურ ეტაპზე ''პსვ ეინდჰოვენის'' ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ შეძლო მილანელთა კარის აღება.

ფინალაში იტალიელები "მარსელის ოლიმპიკს" დაუპირისპირდნენ, სადაც დამარცხდნენ, თუმცა მალე ფრანგები გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს და დასაჯეს. მათ ნაცვლად ევროპის სუპერთასსა და საკონტინენტაშორისო თასზე "მილანმა" იასპარეზა, თუმცა ტიტულის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ მოიგო იტალიის სუპერთასი.

იმ წელს ჰოლანდიური ტრიო გუნდიდან წავიდა, გულიტი კაპელოს ეჩხუბა და "სამპდორიაში" გადავიდა, რაიკაარდი "აიაქსს" დაუბრუნდა, ვან ბასტენმა ტრავმა ვერაფრით მოირჩინა და კარიერა დაასრულა. სამაგიეროდ ახალი ვარსკვლავები გაბრწყინდნენ - ჟან-პიერ პაპინი, სებასტიანო როსი, სტეფანო ერანიო, ზვონიმირ ბობანი, მარსელ დესაი და კრისტიან პანუჩი.

"როსონერის" ისტორიაში განსაკუთერბული ადგილი დაიკავა 1994-მა წელმა, იმ სეზონში "როსონერიმ" ზედიზედ მესამედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, კაპელოს "მილანის" ყველა რგოლი უმაღლესი დონის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, იმ დროის დაცვის ოთხეული ბარეზი-მალდინი-კოსტაკურტა-ტასოტი, დღემდე საუკეთესო დაცვად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში. სწორედ მათი წყალობით შავ-წითლების კარში გოლის გატანა წარმოუდგენელი იყო.

"მილანმა" ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ფინალში კი კრუიფის "ბარსელონას" დაუპირისპირდა. იმ დროს კატალონიურ კლუბს ”ოცნების გუნდსაც” უწოდნებდნენ, თუმცა ათენში მილანელებმა მიწასთან გაასწორეს და 4:0 მოუგეს. მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ზღაპრული მატჩი აჩუქა გულშემატკივარს.

იმ წელს "მილანმა" "არსენალის" დამარცხებით ევროპის სუპერ თასი მოიგო, ასევე დაუფლა იტალიის სუპერ თასსაც. კაპელოს გუნდი 1995 წელს უკვე არასტაბილურად თამაშობდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მაინც მოახერხა, თუმცა "აიაქსთან" 0:1 დამარცხდა, ჰოლანდილებმა ანგარიშის გახსნა მატჩის ბოლოს მოახერხეს, პატრიკ კლუივერტმა ფრენკ რაიკაარდის პასით გაიტანა.


ჩავარდნილი სეზონები


მომდევნო სეზონში "მილანი" კიდევ ერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი, მაშინ უკვე ვეა ბრწყინავდა. 1996 წელს სეზონის ბოლოს კაპელო გუნდიდან წავიდა და ჩავარდნაც დაიწყო. "როსონერიმ" ლიდერის პოზიციები დათმო. მთავარ მწვრთნელად ოსკარ ტაბარესი დაინიშნა, თუმცა მისი მუშაობა იტალიურ გუნდში მხოლოდ 5 თვეს გაგრძელდა, შემდეგ კვლავ არიგო საკი დააბრუნეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, 1997-1998 წლებში კი "მილანი" საერთოდ ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ამ ფაქტმა გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მათი აგრესია ფეხბურთელებზეც გადავიდა. აშკარა იყო, რომ "მილანი"ს დიდების ერა დასრულდა. საფეხბურთო კარიერა დაასრულეს მაური ტასოტიმ და ფრანკო ბარეზიმ, ამ უკანასკნელმა კაპიტნის სამკაური პაოლო მალდინის გადასცა.

1998 წელს უკვე მეორედ საკი კაპელომ ჩაანაცვლა. მისმა დაბრუნებამაც ვერ გამოიღო შედეგი. ერთი წლის შემდეგ ძაკერონი მოვიდა და ყველასათვის მოულოდნელად მილანმა "სერია ა "მოიგო, რომის "ლაციოს", რომელიც მთელი სეზონი ლიდერობდა ბოლო ტურში აართვა ტიტული. თუმცა ეს გამონათებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ახალი წარმატებული სერიის დაწყებას. ძაკერონიმ პოსტი მალე დატოვა. რამდენიმე სპეციალისტის გამოცვლის შემდეგ გუნდი კარლო ანჩელოტის ჩააბარეს.


წარმატებების სერია


2003


ანჩელოტისთან ერთად "მილანმა" მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა და ფაქტობრივად ახალი გუნდი შექმნა, მოვიდნენ ჯენარო გატუზო, ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, ანდრეა პირლო, კახა კალაძე. ანჩელოტის მწვრთნელობის დროს ახალი ერა დაიწყო "მილანში".

"მილანი" სტაბილურად ასპარეზობდა ჩემოპინთა ლიგის 2002-2003 წლების გათამაშებაში. ფინალი იტალიური გამოდგა, რადგან მეორე ფინალისტი ტურინის "იუვენტუსი" გახდა, მათ თავის მხრივ ნახევარფინალში ვარსკვლავებით დახუნძლული მადრიდის "რეალი" დაამარცხეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დამთავრდა, პენალტების სერიაში კი მილანელებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი დარტყმა ანდრეი შევჩენკომ შეასრულა და "მილანმა" დიდი ხნის შესვენების შემდეგ ყველაზე პრესტიჟული ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. პაოლო მალდინიმ კაპიტნის რანგში პირველად ასწია თასი. იტალიის თასის ფინალში კი "რომას" დაუპირისპირდნენ. მილანელებმა 4:1 დაამარცხეს რომაელები და კლუბი კიდევ ერთი ტიტულით გაამდიდრეს.

იმავე სეზონში "მილანმა" კიდევ ერთი ევროპული თასი აღმართა. ევროპის სუპერთასზე უეფას თასის გამარჯვებული "პორტუ" დაამარცხეს. გამარჯვების გოლი კვლავაც უკრაინელმა ფორვარდმა გაიტანა. შევჩენკო შესანიშნავ სეზონს ატარებდა და ცხადი იყო, რომ მსოფლიო ფეხბურთს ახალი უმაღლესი დონის თავდამსხმელი შეემატა.

ახალ სეზონს "მილანი" ახალი ფეხბურთელით შეხვდა, შავ-წითელი მაისური ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ მოირგო. "როსონერი" იშვიათად ყიდულობს ფეხბურთელებს პერსპექტივაზე გათვლით, ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა და სრულიად უცნობი მოთამაშე სან პაულოდან გადმოიყვანეს. თუმცა კაკამ მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და კლუბის ნამდვილ ლიდერად იქცა.

2004 წელს "მილანმა" იტლიის ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და გათამაშების უპირველეს ფავორიტადაც ითველბოდა, თუმცა მოულოდნელად მეოთხედფინალში "დეპორტივოთან" დამარცხდა.


2005


"როსონერის" კარგი სტარტი ჰქონდა 2004-2005 წლების სეზონში, მოიგო იტალიის სუპერთასი. კარგად თამაშობდა როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. მეოთხედფინალში მილანური დერბი გაიმართა. "მილანი"-"ინტერის' ეს დაპირისპირება სკანდალური გამოდგა.

პირველი მატჩი "მილანს" ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც "ინტერის" გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი "მილანის" მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.

ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, "ინტერის" გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყეს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.

უეფას სადისციპლინო კომისიამ "ინტერი" 200 ათასი ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, "ნერაძურის" 0:3 წაგება ჩაეთვალა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში "მილანმა" 5:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში მილანმა "პსვ" 2:0 დაამარცხა, გოლები შევჩენკომა და ტომასონმა გაიტანეს, ფინალში კი "ლივერპულს" შეხვდნენ.

სტამბულში ათათურქის სტადიონზე გამართული 2005 წლის ფინალი საუკეთესო ფინალების რიცხვში შევიდა, თუმცა მილანელებს კოშმარად ახსოვთ. ანგარიში 59-ე წამზე გაიხსნა - ფინალის ყველაზე სწრაფი გოლი პაოლო მალდინიმ გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ "მილანი" სამბურთიანი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე კაპიტნის გოლს ერნან კრესპომ კიდევ ორი გოლი დაუმატა. რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე ტაიმი, მატჩი ახალი განახლებული იყო, რომ "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაიტანა, შემდეგ შმიცერმა და ალონსომ ანგარიში გაათანაბრეს. პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი დარტყმა ორი წლის წინანდელივით ანდრეი შევჩენკომ შეასრულა, თუმცა ამჯერად ვერ გაიტანა.

რაც შეეხება "სერია ა-ს", მთელი სეზონის განმავლობაში სკუდეტოსთვის "მილანი" და "იუვენტუსი" იბრძოდნენ, თუმცა ურთიერთშეხვედრაში "იუვემ" იმარჯვა და "როსონერი" უტიტულოდ დარჩა. მომდევნო ორი სეზონი ნამდვილი ჩავარდნა იყო, ყველაფერთან ერთად "მილანი" დასაჯეს, 8 ქულა ჩამოართვეს და ჩემპიონთა ლიგას ერთი წლით დაემშვიდობა. ამის მიზეზი კი იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალი იყო.


2007


"მილანმა" მძიმედ დაიწყო 2006-2007 წლების სეზონი, გუნდში აშკარად პრობლემები იყო. ჩემპიონთა ლიგაზეც არცთუ სტაბილურად გამოიყურებოდა, ჯგუფურ ეტაპზე "აეკთან" წააგო, "ლილისთან" კი ფრედ ითამაშა. თუმცა უკვე ფლეიოფიდან ძველებურად ათამაშდა - მერვედფინალში "სელტიკის" ბარიერი ადვილად გაიარა, მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნს" ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგო, ნახევარფინალში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა "მანჩესტერის" წინააღმდეგ. მაშინ ეს თამაში ორი ახალი ვარსკვლავის კაკასა და რონალდუს პირად დაპრისპირებად იქცა, რადგან ოქროს ბურთის მფლობელის ბედი ამ ორ ფეხბურთელს შორის უნდა გარკვეულიყო. მაშინ "მილანმა" ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა ინგლისური გუნდი. კაკამ კი ორივე შეხვედრაში გაიტანა, "ოლდ ტრაფორდზე" დუბლი შეასრულა, "სან სიროზე" კი ანგარიში გახსნა. ორი წლის წინანდელი ფინალი 2007 წელსაც განმეორდა. ლიგის თასისთვის ბოლო მატჩში კვლავ "მილანი" და "ლივერპული" იბრძოდნენ. იტალიელებმა რევანშის აღება შეძლეს, ფილიპო ინძაგიმ დუბლი შეასრულა, რასაც ინგლისელებმა მხოლოდ კიუიტის გოლით უპასუხეს. ყველაზე პრესტიჟული ტიტული ამჯერად მილანელებს დარჩათ, პაოლო მალდინიმ კი ეს თასი მეხუთედ მოიგო.

სეზონის დასაწყისში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა "მილანის" ამ გაბრწყინებას, თუმცა ლიგის თასს ევროპის სუპერ თასიც ზედ დაურთეს, ესპანურ "სევილიას" 3:0 მოუგეს, თუმცა დიდად არ უზეიმიათ, ეს ყველაზე სევდიანი ფინალი იყო, ამ ტურნირის ისტორიაში. საქმე იმაშია რომ ცოტა ხნით ადრე სევილიას ახალგაზრდა მოთამაშე ანტონიო პუერტა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ამიტომ მთელი შეხვედრა მას მიეძღვნა.

იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოება მთლიანად მილანელება დაიპყრეს - საუკეთსო მცველი მალდინი გახდა, ნახევარმცველი -ზეედორფი, ხოლო კაკა სეზონის ბომბარდირი, საუკეთესო თავდამსხმელი და სასარგებლო მოთამაშე გახდა.

დეკემბერში "მილანმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზა და ეს ტურნირი პირველად მოიგო. ფინალში იტალიელებმა ბრაზილიური "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხეს.

ინფორმაციის წყარო: wikipedia.org

სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 19 ოქტომბერი 2010
  • 1677
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)