მადრიდის რეალი - ლიდერი ლიდერთა შორის

მადრიდის რეალი ლა ლიგაში პირველ ადგილს დაეუფლა, უნდა აღინიშნოს, რომ რეალი მიმდინარე სეზონში იმ მცირერიცხოვანი გრანდთა სიას მიეკუთვნება, რომელსაც არც ერთი შეცხვედრა არ წაუგიათ. "თეთრებმა" ლა ლიგაში 7 შეხვედრიდან 5-ში იმარჯვეს, ხოლო ორჯერ ფრეზე გაეყარნენ მეტოქეს. ევრო სარბიელზე კი მათ ჯერ-ჯერობით 100%-იანი შედეგი აქვთ და იმედი ვიქონიოთ ამ შედეგს დღევანდელ შეხვედრაში არ გააუარესებენ სამეფო კლუბის ფეხბურთელები.


უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში ლა ლიგა საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ჰერკულესმა ჯერ ბარსელონას სძლია. შემდეგ - კი სევილასთან და ვილიარეალთან მოახერხა 1 ქულის მოპოვება. ხოლო მალიორკამ და ლევანტემ რეალთან ფრე ითამაშეს, მიუხედავად ამისა სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა შესანიშნავი ფორმა აკრიფეს და თუ წინა მატჩებში "თეთრებს" უგოლობას საყვედურობდნენ, ბოლო ორ მატჩში ყველაფერი შეიცვალა, მადრიდელების მიერ გატანილი 10 გოლით.

"ბლანკოსი" სატურნირო ცხრილს ღირსეულად ლიდერობს და სხვა კლუბებს ყველა კომპონენტში უსწრებს. სეზონის შვიდმა ტურმა აჩვენა, რომ მადრიდელებს ჰყავთ საუკეთესო დაცვის ხაზი და მეკარე, რადგან "თეთრებმა" ამ პერიოდში მხოლოდ 3 ბურთი გაუშვეს, ყველაზე ახლოს ამ კომპონენტში მათთან: ბარსელონას, ვალენსიას, ალმერიას, ვილიარეალის და ოსასუნას ფეხებურთელები არიან, რომლებმაც საკუთარ კარში 6-6 ბურთი მიიღეს.

სამეფო კლუბის ფეხბურთელები პირველ ადგილს არავის უთმობენ გატანილი გოლების რაოდენობაშიც. მათ ანგარიშზე თექვსმეტი გოლია, ხოლო "თეთრების" მეტოქე ამ კომპონენტში ვილიარეალია, რომელსაც 14 გოლი აქვს გატანილი. როგორც ვხედავთ მადრიდის რეალს შეტევაშიც მოეხსნა ყველანაირი პრობლემა, ვინაიდან ფეხბურთელებმა მომენტების რეალიზება დაიწყეს.

მადრიდის რეალი საუკეთესო საშინაო გუნდია, 3 თამაშიდან "ბლანკოსმა" სამივე მოიგო და 9 ქულა ჩაიწერა. მოახერხა 10 გოლის გატანა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღო. აგრეთვე 9-9 ქულა აქვთ ატლეტიკოს, ვილიარეალს და ესპანიოლს, თუმცა ისინი "თეთრებს" ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან.

სამეფო კლუბი მხოლოდ ერთ კომპონენტში ჩამორჩება თავის მეტოქეებს, თეთრებს სეზონის პირველ ტურებში ძალიან უჭირდათ გასვლაზე თამაში და ორ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ვერ მაოხერხეს. ამ კომპონენტში პირველ-მეორე ადგილებს ბარსელონა და ვალენსია ინაწილებენ, რომლებსაც 9-9 ქულა აქვთ, ხოლო რეალს 8 ქულა.

მადრიდის რეალის შეტევის ხაზი მოწინააღმდეგეებს თავზარს სცემენ. რონალდომ ამ სეზონში 7 თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა, იგუაინმა კი 4-ის. საერთო ჯამში მათ 10 გოლი დაუგროვდათ და წარმოადგენენ ლა ლიგის ყველაზე ეფექტურ თავდასხმას, მათ უკან ვილიარეალის თავდამსხმელები: ნილმარი და როსი მოჰყვებიან, რომელთა ანგარიშზე საერთო ჯამში 9 გოლია. dle 10.1

  • SunSay
  • 19 ოქტომბერი 2010
  • 1619
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)