მოურინიო: ”ჩვენთვის ყველა თამაში ერთნაირი მნიშვნელობისაა”

ჟოზე მოურინიომ ”მილანთან” თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.


”ნებისმიერი დაპირისპირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მომდევნო თამაშისათვის ისე ვემზადებით, როგორც ეს გასული მატჩების წინ გავაკეთეთ.უნდა აღინიშნოს, რომ თავისი მნიშვნელობით არცერთი შეხვედრა არ არის გამორჩეული.”რეალის” მოთამაშეების მიზანია, ყოველი შერკინება გამარჯვებით დაასრულონ.”

”ეს მატჩი შემთვის პირველი ან მეორე არ არის ჩემპიონთა ლიგაზე.ამ პრესტიჟულ გათამაშებაში ბევრი საათი მაქვს გატარებული.”ბლანკოსი” 6 ქულით ლიდერობს ჯგუფს.ჩვენ დასახული გვაქვს 9 ან 10 ქულის მოპოვება, რათა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.ჩემი ფეხბურთელები საკმაოდ მშვიდად ადევნებენ თვალ-ყურს მოვლენების განვითარებას.მოგების ან მარცხის შემთხვევაში, თამაშის მომდევნო დღე იქნება ოთხშაბათი.”

”მილანი სხვა კატეგორიის მეტოქეა.”როსონერის” უკან უდიდესი ისტორია.რაც არ უნდა იყოს, ესპანურ-იტალიურ გრანდს 16 ლიგის ტიტული აქვს ერთად აღებული.რა თქმა უნდა, აღნიშნული დეტალი გასათვალისწინებელია.ჩვენ ვითამაშებთ იმისათვის, რომ გადავლახოთ აღნიშნული ეტაპი.ვგონებ, იბრაჰიმოვიჩთან ერთად, ”მილანის” რიგებს ბწრყინვალე მოთამაშეები ავსებენ.მჯერა, რომ ინძაგის თამაშის შემთხვეევაში, იტალიელები უფრო რთულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.”

”დღითიდღე უკეთესობისკენ მივდივართ.3 თვე გავიდა ჩემი აქ მოსვლის შემდეგ, რაც ძალიან ცოტაა.მიუხედავად ამისა, გუნდი წარმატებულად ასპარეზობს.მოხარული ვარ, რომ მადრიდისტები გახარებულნარი არიან ჩვენი თამაშით.იმედია, სამშაბათს სავსე იქნება ”ბერნაბეუ.”

”მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემ იმ გუნდის ლეგენდებს, სადაც ვიმყოფები.მინდა, რომ ზიდანი მოედანზე ვიხილო.ვფიქრობ, მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)