რონალდინიო: გაცილებით უკეთეს ფორმაში ვარ

სამეფო კლუბის მომავალი მოწინააღმდეგის, მილანის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რონალდინიომ გამომცემლობა "ას"-ის ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა სადაც რამდენიმე თემას შეეხო, მაგრამ მთავარი თემა მაინც ხვალინდელი მატჩი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება...


როდის ვიხილავთ იმ რონალდინიოს, რომელზეც შეჩვეულები ვიყავით?

ვგონებ მალე. ჩემი აზრით შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო კარგად ვთამაშობ და ჩემი პროგრესი აშკარაა, მილანს უკვე ძალიან კარგად მოვერგე. ადრინდელ რონალდინიომდე ცოტა მიკლია, უბრალოდ მაშინ სხვა დრო იყო.

დელიკატური კითხვა: რამდენი კილო დაიკელით მილანში?

არა, მე ისევ იმ წონას ვიწონი, რასაც ადრე ვიწონიდი, ცვლილება არ შეინიშნება.

ბერლუსკონის ტელეფონით ხშირად ეკონტაქტებით?

სილვიო შესანიშნავი ადამიანია და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. როდესაც რამე მჭირდება პრეზიდენტი მუდამ ჩემ გვერდით დგას, მე მას უდიდეს პატივს ვცემ.

ღამის ცხოვრებას კიდევ ეწევით?

მე ისე ვერთობი, როგორც სხვა ფეხბურთელები, უბრალოდ ცნობილი სახე ვარ და როგორც კი სადმე შემნიშნავენ, მაშინვე იწყებს პრესა ჭორაობას და ასე შემდეგ. გართობის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში.

თქვენ ისევე გიყვართ მუდმივად გართობა ისე, როგორც გუტის?

ვიმეორებ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ხდება, მე ხანდახან ვერთობი, მაგრამ ეს ზიანს არ აყენებს საფეხბურთო კარიერას, კონცენტრაციის მაქსიმალური ნაწილი სწორედ სპორტზე მაქვს გადატანილი.

როდის უნდა დაოჯახდეთ?

ამაზე უკვე დავფიქრდი (იცინის), მაგრამ ჩემი აზრით ჯერ არ არის გვიანი და შემიძლია რამდენიმე წელი "კენტად" ყოფნა. ვფიქრობ, მერეც მოვახერხებ ცოლის მოყვანას.

როგორ წარმოიდგენთ იდეალურ მეუღლეს?

აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი და ასევე ძალიან კარგად ესმოდეს ჩემი, რადგან მე ფეხბურთელი ვარ და სხვანაირი მიდგომა მჭირდება. თუმცა ჯერ არ ვაპირებ დაოჯახებას.

რა შეიცვლება ბარსელონაში პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ?

როსელი ჭკვიანი ადამიანია და დარწმუნებული ვარ გუნდის პოლიტიკას ჭკვიანურად წარმართავს, მე მას წარმატებებს ვუსურვებ.

თქვენი ცხოვრება შეიცვალა სანდრო როსელის ბარსელონიდან წასვლის შემდეგ?

განსაკუთრებით არა. სანდროსთან კარგი ურთიერთობა ჯერ კიდევ კატალონიაში გადასვლამდე მქონდა. რაც შეეხება ლაპორსტას, იგი ძალიან კარგი ადამიანია და ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა მასთან.

ლაპორტასთან ოდესმე დაგძაბვიათ ურთიერთობა?

არა, არასდროს.

გსურდათ ბარსელონას დატოვება და მილანში გადასვლა? გული არ დაგწყდათ?

კატალონიაში თამაში ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი იყო, იტალიაში კი მეორე ეტაპი დაიწყო, სულ ეს არის.

რა იგრძენით მაშინ, როდესაც გამპერის თასზე ითამაშეთ?

ეს იყო ძალიან დიდი გრძნობა, მე ვითამაშე ყოფილი თანაგუნდელების წინააღდეგ, ასევე ჩემი ძველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ მოვინახულე, მათგან დიდი სითბო მოდიოდა და ამით უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, გულშემატკივრებს კარგად ვახსოვარ.

გვარდიოლა უფრო უკეთესი იყო და რაიკაარდი?

მე პეპთან არანაირი სამუშაო არ მქონია, ამიტომ არ შემიძლია ამ მწვრთნელზე საუბარი.

რატომ წახვედით ბარსელონადან?

როდესაც გვარდიოლა შეუდგა ჩვენი გუნდის მწვრთნელობას, მან მითხრა, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვიყავი და დარჩენა მთხოვა, მაგრამ მე წასვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა.

და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

იმიტომ, რომ გუნდიდან ბევრი ჩემი მეგობარი წავიდა, ასევე გამოიცვალა რაიკაარდი, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა მქონდა, ჩავთვალე, რომ ბარსაში ჩემი ადგილი აღარ იყო.

როგორც ჩანს გვარდიოლას არ უყვარს კაშკაშა ვარსკვლავები, გუნდი სამუელ ეტოომაც დატოვა, ასევე აღსანიშნავია იბრაჰიმოვიჩი...

არა ეს ასე არ არის, უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ ასე იყო საჭირო.მე პეპს ახალგაზრდულში მუშაობის დროსაც ვიცნობდი და ვიცი, რომ იგი კარგი მწვრთნელია.

მოგენატრათ მესი?

დიახ, ის ჩემი მეგობარია და ამ ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ.

რა განსხვავებაა ლიონელსა და კრიშტიანოს შორის?

ეს ფეხბურთელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ორივეს აქვს ნათქვამი სიტყვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, პორტუგალიელიც და არგენტინელიც უდიდესი ტალანტის მფლობელები არიან.

რას იტყვით მესუთ ოზილზე?

ეს ფეხბურთელი შესანიშნავად ირჯება და პუბლიკას მისი დონის ფეხბურთელები ძალიან მოსწონს, მას ბევრი დადებითი თვისება აქვს.

იყავით ახლოს მადრიდში გადასვლასთან?

არა , არასდროს. მე კატალონიელი ვიყავი და არ ვაპირებდი "რეალში" გადასვლას.

კი, მაგრამ მე ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ ძმასთან ვსაუბრობდი...

მე არ ვიცი რას საუბრობდით ჩემ ძმასთან, მაგრამ "ბლანკოსში" გადასვლა არასდროს მსურდა.

"ანტიმადრიდისტა" ხარ?

არა, მე ამ გუნდთან კარგი მოგონებები მაკავშირებს და პუბლიკას დიდ პატივს ვცემ.

გახსოვთ ბერნაბეუს ტაში?

რა თქმა უნდა. მაგას რა დამავიწყებს, ეს იყო განუმეორებელი გრძნობა, ამისთვის "რეალის" ფანებს უდიდეს მადლობას ვუხდი, ის ჩემთვის მართლაც ძალიან კარგი დრო იყო, მაშინდელი მომენტები სამუდამოდ ჩაიწერა ჩემ ცხოვრებაში.

არ გინდათ, რომ ეს კიდევ განმეორდეს?

ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში და არამგონია ხვალაც იგივე მოხდეს, ჩემი მიზანი ხვალ მხოლოდ მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება და "მილანის" დახმარებაა, რადგან ჩვენ გვესაჭიროება გამარჯვება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რისი თქმა შეგიძლიათ სამეფო კლუბზე?

ისინი ყოველთვის საუკეთესონი იყვნენ შემადგენლობით, "რეალში" თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია, ახლა მათ ჰყავთ ჟოზე მოურინიო, რომელიც საკუთარი საქმის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ იგი მიაღწევს სასურველ შედეგს.

ნამდვილად ამბობთ?

დიახ. ჟოზე მსოფლიოში საუკეთესოა და ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება, პორტუგალიელი სპეციალისტი გენიალურია.

მაგრამ მისი გამოთქმები ყოველთვის არ არის მისაღები...

ხშირად არ ვეცნობი პრესას, მაგრამ მომწონს, როდესაც იგი თავგამოდებით იცავს საკუთარ ფეხბურთელებს, ეს დიდი სტიმულია მოთამაშეებისთვის.

შეუძლია მადრიდს ჩემპიონობა?

როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, მაშინ ყველაფერია შესაძლებელი. ამ სპეციალისტის ისიც უწყობს ხელს, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავს.

"რეალის" პრობლემა მხოლოდ ბარსაა? ფრენკის დროს უკეთესი იყო "ბლაუგრანა"?

ბარსა შესანისნავი გუნდია, ისინი ყოველთვის ფლობენ უპირატესობას და გუნდის ფილოსოფია სწრაფ თამაშზეა აწყობილი.

ამჟამად როგორ გამოიყურება "მილანი"?

ჩვენ კარგად ფორმაში ვართ და ყველა მატჩში მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ, ალეგრის შემტევი გუნდი ჰყავს და ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმატებას. იტალიის ჩემპიონატის მოგება სხვა თავისებურებებს მოითხოვს, რადგან იქ სხვა სტილია.

გსურთ კაკას "როსონერიში" დაბრუნება?

მე მასზე ლაპარაკი არ მსურს, მაგრამ დამწუხრებული ვარ იმით, რომ ამჟამად ტრავმირებულია. თუ რიკი დაბრუნდება რა თქმა უნდა გამიხარდება.

რატომ ვერ ერგება იგი "ბლანკოსს"?

ეს ტრავმების ბრალია, იგი დაბრუნება და დაამტკიცებს საკუთარ კლასს.

ამ წელს მილანთან კონტრაქტი გეწურებათ...

თქვენ ჩემი ყიდვა გსურთ? (იცინის)

არა, უბრალოდ მაინტერესებს რას აპირებთ?

წინ მომქანცველი სეზონია და ყველაფერს მიმდინაორების დროს ვნახავთ, ჯერ-ჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება.

და ბოლოს, დაბრუნდებით ბარსელონაში?

ამჟამად მხოლოდ "მილანზე" ვფიქრობ და სხვაგან წასვლა ჩემ მიზნებში ჯერ-ჯერობით არ შედის. dle 10.1

  • Hala
  • 18 ოქტომბერი 2010
  • 1914
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)