ბერნაბეუზე მილანს ელოდებიან

ახალი მოთამაშეები კანალესი, დი მარია, პედრო ლეონი, ხედირა, კარვალიო და ოზილი მილანს ელიან


ახალმა მოთამაშეებმა აიღეს ბერნაბეუს ტური და ისაუბრეს მიმდინარე სეზონზე.

პირველად ახალგაზრდა კანალესმა ისაუბრა, "აქ ყველაფერი განსხვავებულადაა ვიდრე იმ გუნდებში, რომლებიდანაც ჩვენ მოვდივართ. ყველაფერი რაც მადრიდის "რეალს" ეხება გრანდიოზულია. "რეალი" საუკეთესო გუნდია და ეს ჩანს ვარჯიშებში, ქომაგების მოთმენაში და ფეხბურთელების ხარისხში. ყველა ფეხბურთელისაგან შეგიძლია რაღაც ისწავლო."

ბერნაბეუზე მილანს ელოდებიან


პედრო ლეონი გვიზიარებს მისი თანაგუნდელებს აზრებს, "მადრიდის "რეალი" გარედან ძალიან დიდი ჩანს, მაგრამ როცა გუნდის ნაწილი ხდები უფრო დიდი ჩანს." "ძალიან მიხარია აქ", ამატებს დი მარია, "კარგად ვგრძნობთ თავს გუნდში და ეს ყველასთვის კარგია." ხედირა ეთანხმება, "დიდებული ატმოსფეროა გუნდში. როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ თავს." ოზილი უფრო ღრმად შედის, "ჩვენ ოჯახი ვართ." "ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში დიდი პატივია," აღნიშნავს პედრო ლეონი, "მითუმეტეს თუკი ამ მაისურს ატარებ და ბრბო შენს მხარეზეა."

ბერნაბეუზე მილანს ელოდებიან


"ტიტულების მოგება გვინდა," ამბობს დი მარია. "ლამაზია როდესაც იბრძვი მიზნების მისაღწევად," ამატებს ლეონი, "გუდნი აცნობიერებს, რომ კლუბს ტიტულები სჭირდება და ამისთვის ბევრს ვმუშაობთ." "აქ მოვედი იმდენი ტიტულის მოსაგებად რამდენიც შესაძლებელია," აღნიშნავს ოზილი, "მჯერა, რომ რაღაცას მივაღწევთ."

ხედირამ იცის, "კლუბის ფილოსოფია არის ის, რომ საუკეთესო იყოს და მოიგოს. მსურს მადრიდის "რეალს" დავეხმარო ახალი ისტორიის შექმნაში." კანალესი ადასტურებს, "ძალიან გვინდა გამარჯვება." კარვალიო კი ამატებს, "ვერ განვასხვავებთ პირად ინტერესებს გუნდური ინტერესებისგან; ისინი დაკავშირებულია."

"სეზონი გრძელი და რთულია," ამბობს კანალესი, "კარგი და არცთუ ისე კარგი მომენტები იქნება." "წინ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლევი, მაგრამ სწორ გზაზე ვდგევართ," ამატებს დი მარია.

ბერნაბეუზე მილანს ელოდებიან


პედრო ლენი ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს, "სხვა გუნდების დაუფასებლობა არ უნდა მოხდეს, ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ და ჩვენი მიზანია 1/8 ფინალის მიღწევა." "ჩემპიონთა ლიგა რთული შეჯიბრია," ამატებს კანალესი, "ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს და ნელ-ნელა უნდა მივაღწიოთ მიზანს." "ყველა თამაში უნდა მოვიგოთ," ამბობს კარვალიო. დი მარია კი ადასტურებს, "ლამაზ ჯგუფში მოვხვდით. ღვთის წყალობით, ეს დაგვემხარება ვიყოთ მზად შემდეგი რაუნდებისთვის. კარგ თამაშებს ჩავატარებთ და შევინარჩუნებთ სიმშვიდეს."

ბერნაბეუზე მილანს ელოდებიან


"არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვიგებთ 3-ვე ტიტულს, მაგრამ ვიტყით, რომ ბევრს ვიბრძოლებთ მათთვის," აგრძელებს პორტუგალიელი მცველი. "მადრიდის "რეალში" ვართ, რაც ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ მოგებაზე," ამატებს დი მარია. "ამის მიღწევა შესანიშნავი იქნება," ამბობს ხედირა.

დი მარია კარვალიოზე: "ის მშვენიერი ცენტრალური მცველია, ძალიან ძლიერი და სწრაფი. ყველა გუნდში კარგად თამაშობდა. ასეთ ახალგაზრდა გუნდში მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია."

კარვალიო კანალესზე: "ის ძალიან კარგია მისი მარცხენა ფეხით. კანალესი ახალგაზრდაა და ბევრი დრო აქვს გასაუმჯობესებლად. ყველამ ვიცით, რომ მას ხარისხის შემოტანა შეუძლია გუნდში."

კანალესი პედრო ლეონზე: "პედრო ძალიან სწრაფია და მისი ბურთთან მუშაობა გამორჩეულია, ერთ-ერთი საუკეთესო რაც მინახავს. ის ძველი სკოლის ფლანგელია."

პედრო ლეონი ხედირაზე: "ხედირა ფიზიკურად ძლიერია და ხარისხიანი. იგი დიდ მანძილს ფარავს. ის ჩვენ არსებითად დაგვეხმარება, რადგან მოედნის შუაგულში შესანიშნავს სამუშაოს არსულებს."

ხედირა ოზილზე: "მასთან ერთად გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მითამაშია და ვიცი მისი შესაძლებლობები: სისწრაფე, საზრიანობა, მოედნის ხედვა... ოზილს ნათელი მომავალი ელის."

ოზილი დი მარიაზე: "ის ვერტიკალური და დაუბალანსირებელი ფეხბურთელია, რომელიც ფლანგებიდან კარგად უტევს. დი მარია მუდამ კარგ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელის ძიებაშია. ის ფეხბურთს აადვილებს"

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 18 ოქტომბერი 2010
  • 1962
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)