"მალაგას" ისტორია

დღეს მადრიდის "რეალი" მორიგ "ლა ლიგის" მატჩს გამართავს "მალაგასთან". გთავაზობთ ამ კლუბის ისტორიას...


Málaga Club de Fútbol - ეს "მალაგას" სრული სახელწოდებაა. ეს არის ანდალუსიური კლუბი,რომელსაც არც თუ ისე დიდი ისტორია გააჩნია. "მალაგა" რაიმე განსაკუთრებული ტიტულით ვერ დაიკვეხნის,მაგრამ,როგორც ყოველთვის გუნდი მატჩის ბოლო წუთამდე იბრძვის...


ისტორია


1992 წლამდე


"მალაგა" 1992 წლამდე ცნობილი იყო Club Atlético Malagueño-ს სახელით. ოფიციალურად "მალაგის" დაარსების თარიღად 1948 წლის 25 მაისი ითვლება,თუმცა მანამდედაც ჰყავდა მას გუნდი,რომელიც 1933 წელს შეიქმნა,თუმცა ეს გუნდი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო და მხოლოდ ასაკობრივი ჩემპიონატებზე გამოდიოდა. 1992 წლამდე "მალაგა" მხოლოდ დაბალ დივიზიონებში "დათარეშობდა".

დადგა 1992 წელი... კლუბი 44 წლის განმავლობაში ვერაფერს ვერ აღწევდა. ამიტომ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა,რომ კლუბი რადიკალურად გადაეკეთებინათ ან უფრო სწორად "შეეკეთებინათ".ამიტომ გადაწყვიტეს,რომ კლუბისთვის სახელიც კი შეეცვალათ. 1992-1993 წლიდან მოყოლებული "ტერკერა" დივიზიონში მყოფმა გუნდმა "ლა ლიგაში" შეძლო გადაბარგება,ანუ მან ერთი მეორის მიყოლებით შეძლო სამი დაბალი დივიზიონის მოგება. 1993 წლის 19 დეკემბერს ჩაატარეს რეფერენდუმი,რომლის შედეგადაც უნდა დაედგინათ კლუბის საბოლოო სახელი. საბოლოოდ 1994 წლის 24 ივნისს კლუბს შეურჩიეს სახელი,რომელიც დღესაც აქვს. "მალაგას" კიდევ Club Deportivo Málaga-საც უწოდებენ...


"მალაგა" XXI საუკუნეში


"მალგამ" "აღორძინება" 2000 წლიდან დაიწყო. ყველაზე საუკეთესო შედეგი თავისი არსებობის ისტორიაში მალაგამ 2002 წელს დააფიქსირა. ანდალუზიელებმა ამ წელს "ინტერტოტოს" თასი მოიგეს,ამას გარდა უეფას თასზეც იასპარეზეს,თუმცა წარუმატებლად,ჯგუფში ჩარჩნენ.
"მალაგას" არასდროს არ ჰყოლია თავის რიგებში რომელიმე მსოფლიოში გამოჩენილი ფეხბურთელი. ძირითადად აქ "მალაგას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილები თამაშობენ. შეიძლება თამამად ითქვას,რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია არამარტო ესპანეთში,არამედ ევროპაშიც.
"მალაგის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ხუაკინ პეირო ითვლება,რომელსაც მადრიდის "რეალშიც" აქვს ნათამაშები. სწორედ მისი "მალაგაში" თამაშის დროს მოახერხა ანდალუსიურმა კლუბმა თავის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული და ისტორიული გამარჯვება. მათ "ბარსელონა" დაამარცხეს 5-1...


უახლესი ისტორია: ნელი ნაბიჯებით უკან და უკან , ეკონომიკური კრიზისი


2002 წლიდან დღემდე "მალაგას" საუკეთესო შედეგი "ლა ლიგაში" მეათე ადგილია. წინა სეზონში მათ მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავეს. ისინი მხოლოდ ბოლო ტურში "რეალთან" აღებულმა ქულამ გადაარჩინა "პრიმერადან" გავარდნას.
2008 წელს კლუბს 60 წელი შეუსრულდა,რასთან დაკავშირებითაც "მალაგას" მუზეუმში გამოიფინა მისი ისტორიის ამსახველი სურათები. ამ გამოფენას უამრავი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე ესწრებოდა,მათ შორის "რეალის" წარმომადგენლებიც.
უკანასკნელი სეზონში გუნდმა ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა.მოხდა უამრავი ცვლილება. მათ წინა სეზონში ალბათ მაქსიმუმი გააკეთეს-ადგილი შეინარჩუნეს "ლა ლიგაში",ხოლო წელს გაცილებით უკეთ გამოიყურებიან-ჯერ-ჯერობით მეათე ადგილზე იმყოფებიან...


"მალაგას" ტიტულები:

"ინტერტოტოს" თასი - 2002 წელი

"სეგუნდა" დივიზიონი - 1998-1999 წლები

"ტერკერა" დივიზიონი - ბევრჯერ (ავტ.)


"მალაგამ" არსებობის ისტორიაში 10 სეზონი "ლა ლიგაში", 3 სეზონი "სეგუნდაში", 4 სეზონი "სეგუნდა B-ში", 39 სეზონი "ტერკერა" დივიზიონში და 7 სეზონი რეგიონალურ ლიგაში გაატარა.


ინფორმაციის წყარო: wikipedia.com

სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 16 ოქტომბერი 2010
  • 1698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)