La Liga Preview: Malaga – Real Madrid

დღეს საღამოს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ესპანეთის პრიმერა დივიზონის მორიგი მატჩი გაიმართება. "ლა როსალედაზე" ადგილობრივი "მალაგა" - მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.


არასასურველი სტუმრები

ნებისმიერ "ტოპ" ჩემპიონატში მოასპარეზე პატარა გუნდები, ეგრედ წოდებული "სახლის გუნდები" არიან, რომლებიც საკუთარ მოედანზე ტოლს არც ერთ გრანდს არ უდებენ. იშვიათად თუ მოისმენთ, რომ არსებობენ საშუალო დონის კლუბები, რომლებიც მეტოქის მოედანზე უფრო ნაყოფიერად ასპარეზობენ, ვიდრე საშინაო არენაზე, მაგრამ "მალაგა" ამ მხირვ გამონაკლისია. ამ ანდალუსიურმა კლუბმა 3 გასვლით შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა, რაც საშუალო დონის კლუბისთვის უთუოდ სერიოზული მიღწევაა.

მადრიდის "რეალის" ვიზიტი მალაგაში, ესპანელ გულშემატკივრებს შორის უდიდეს ინტერესს იწვევს. ანდალუსიელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზუალდო პერეირა აცხადებს, რომ მისი გუნდის არასახარბიელო სტატისტიკის მიუხედავად, "მალაგა" პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე "არასტუმართმოყვარე" გუნდად რჩება, რომელსაც საშინაო არენაზე ნებისმიერი გრანდის დამარცხება შეუძლია. ჩემპიონატის სამი წამყვანი კლუბი (ვალენსია, ვილიარეალი და სევილია) უკვე ეწვია "ლა როსალედას" და ყოველმა მათგანმა სასურველ შედეგს მიაღწია - ანდალუსიელებმა სამივე ზემოთხსენებული მატჩი დათმეს... 'მალაგელი' გულშემატკივრები საყვარელი გუნდისგან სრულ რეაბილიტაციას ელიან, ხოლო თავისმხრივ 'მადრიდელი' ინჩასები, საფემო კლუბისგან "ლა როსალედაზე" დამყარებული ტრადიციის გაგრძელებას ითხოვენ.

"ჩვენი მიზანია, შაბათს საღამოს, მადრიდის რეალი უპირობოდ დავამარცხოთ და საშინაო არენაზე პირველ ტრიუმფალურ გამარჯვებას მივაღწიოთ. ეს უბრალოდ ჩვენი მოვალეობაა" - განაცხადა პრესკონფერენციაზე ველინგტონმა (მალაგას ფეხბრუთელი - რედ). "ლა როსალედაზე გამართული არც ერთი შეხვედრა არ მოგვიგია, ეს უთუოდ დიდი სირცხვილია, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ."

"გულშემატკივრები რევანშის მოლოდინში არიან, ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი ქომაგთა გულის მოგებაა."

აწყვეტილები

კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყოლილმა ჟოზე მაურინიომ, რომელიც ჩემპიონატის დასაწყისში სამეფო კლუბს ჩვეულ სტილში ვერ ათამაშებდა, მადრიდელ 'ინჩასებთან' სრული რეაბილიტაცია, ლა კურუნიის "დეპორტივოსთან" შეხვედრაში მოახდინა, როდესაც ჟოზეს დარიგებულმა ბიჭებმა, ლოტინას შეგირდებს უპირობოდ 'გადაურბინეს' და მეტოქე 6-1 დაამარცხეს.

მადრიდის "რეალმა" ძალიან ცუდი სტარტი აიღო... "თეთრებს" გოლის გატანა ძალიან უჭირდათ, ისინი ქმნიდნენ მომენტებს, მაგრამ მათ სრულ რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. ჯერ იყო და სეზონის გახსნით მატჩში, "ბლანკოსმა" - "მალიორკას" დამარცხება ვერ მოახერხა, შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად "ლევანტეში" ნულოვან ყაიმს დასჯერდა. სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა, მაგრამ ჟოზემ კიდე ერთხელ, ყველას ერთხმად დაუმტკიცა, რომ მის ბიჭებს გოლის გატანა შეუძლიათ, თანაც ძალიან ბევრის, უბრალოდ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება...

"მადრიდის რეალისთვის ზღვარი არ არსებობს, ჩვენ უსაზღვროდ შეგვიძლია განდიდება" - აცხადებს გონსალო იგუაინი. "მე ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ იმ კლუბში, რომელსაც მადრიდის რეალი ჰქვია."

ოპტიმისტურ განწყობაზეა ყველასგან მივიწყებული, ესტებან გრანეროც, რომელიც სათამაშო დროის უქონლობის მიუხედავად, მაინც მხურვალედ ქომაგობს საყვარელ გუნდს და მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს უსურვებს მომავალში.

"გუნდმა ცუდი სტარტი აიღო, მაგრამ დროთა განვალობაში ყველაფერი თავის კალაპოტში დგება... ეს ჩვენი წელი იქნება" - ციტირებს გრანეროს სიტყვებს marca.

რაც ყველაზე მნიშნველოვანია, მცირე კონფლიქტი, რომელიც ჟოზე მაურინიოსა და პედრო ლეონს შორის სუფევდა, დასრულდა... პორტუგალიელმა თავკაცმა, ესპანელი ნახევარმცველი განაცხადში დააბრუნა და შესაბამისად ამ საკითხთან მიმართებაში ყველა პრობლემა მოიხსნა...

სიახლეები

მალაგა - რუბენ მარტინესი, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა, გამოჯანმრთელდა და მადრიდის "რეალთან" სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია, ხოლო რაც შეეხება სებასტიან ფერნანდესს, იგი დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, სავარაუდოდ მის ადგის ელისეუ დაიკავებს.

რეალი - მადრიდის "რეალის" განაცხადს სამი ფეხბურთელი დაუბრუნდა, სერხიო კანალესი, რაულ ალბიოლი და პედრო ლეონი. ხოლო რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეებს, დღევანდელ შეხვედრას სერხიო რამოსი, რიკარდო კაკა, ფერნანდო გაგო და ეზეკილ გარაი გამოტოვებენ.

უკანასკნელი ხუთი დაპირისპირება (მალაგა - რეალი)

2010 წლის 16 მაისი - მალაგა 1-1 რეალი

2010 წლის 24 იანვარი - რეალი 2-0 მალაგა

2009 წლის 5 აპრილი - მალაგა 0-1 რეალი

2008 წლის 8 ნოემბერი - რეალი 4-3 მალაგა

2006 წლის 23 აპრილი - რეალი 2-1 მალაგა

მალაგა - რეალი (სავარაუდო შემადგენლობები)

La Liga Preview: Malaga – Real Madrid


მალაგა - გალატო, ხესუს გომესი, კრის სტადგაარდი, ველინგტონი, მტილიგა, ფერნანდო, აპონო, ობეიე, ლუკე, რონდონი.

რეალი - კასილასი, პეპე, კარვალიო, არბელოა, ხედირა, ალონსო, დი მარია, ოზილი, რონალდო, იგუაინი.

გულშემატკივართა პროგნოზები

La Liga Preview: Malaga – Real Madrid



By Kevlisha... dle 10.1

  • kevlisha
  • 16 ოქტომბერი 2010
  • 2597
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)