”მალაგას” ბუქმეიკერებიც არ წყალობენ

ტრადიციისამებრ, შემოგთავაზებთ იმ კოეფიციენტებს, რომლებსაც საბუქმეიკერო კანტორები ”რეალის” შეხვედრაზე ამწესებენ.


სანამ უშუალოდ კოეფიციენტებზე გადავალ, შევეცდები ტოტალიზატორის მოყვარულებისათვის მცირე მონახაზი გავაკეთო.უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ანადალუზიელები 27 წლის განმავლობაში ვერ ახერხებენ ”ბლანკოსზე” გამარჯვების მოპოვებას.ამას ისიც ემატება, რომ მალაგელებს მიმდინარე სეზონში ”ლა როსალედაზეც” არ უზეიმიათ 3 ქულა.ჟეზუალდუს შეგირდებმა, საშინაო არენაზე ”ვილიარეალთან” (2-3), ”სევილიასთან” (1-2) და ”ვალენსიასთან” (1-3) დათმეს შეხვედრები.

”ლურჯე-თეთრების” წარუმატებლ ასპარეზობას, საკადრო პრობლემებიც ემატება.ფაქტიურად ცნობილია, რომ სამეფო კლუბის წინააღმდეგ გუნდის ლიდერი ელისეუ და პირველი კიპერი რუბენი, დააკლდებათ.

რაც შეეხება მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელებს, ისინი შეეცდებიან ”დეპორის” განადგურების შემდეგ, ზედ ”მალაგაც” მიაყოლონ და ამით გამოასწორონს ის წარუმატებელი შედეგი, რომელიც სტუმრად თამაშის დროს დააფიქსირეს მიმდინარე სეზონში (ორი ფრე).

მოურინიოს შემადგენლობაშიც იქნება გარკვეული ცვლილება, რამოსიც ნაცვლად, რომელიც ტრავმირებულია, არბელოა უპატრონებს მარჯვენა ფრთას.სერხიოსთან ერთად, კაკა, გაგო და გარაი არიან უძლურნი.

აღსანიშნავია, რომ პრიმერაში პირველი შერკინება იქნება მოურინიოსა და ფერეირას გუნდებს შორის.ადრე ისინი ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.ჟეზუალდუ ”პორტუს” წარმოადგენდა, ხოლო ჟოზე ”ჩელსის.”საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა ორი მატჩის ჯამში 3-2 დაამარცხა კოლეგა.

და ბოლოს ერთი საინტერესო დეტალი, ”თეთრების” რიგებიდან ”მალაგასთვის” ყველა მეტი გოლი იგუაინს აქვს შეგდებული (5 ბურთი 3 მატჩში).

გთავაზობთ კოეფიციენტებს:

”მალაგა” - 7.98, ფრე - 4.58, მადრიდის ”რეალი” - 1.39.

0-2 - 6.52, 0-1 - 6.97, 1-2 - 7.75, 1-1 - 8.27, 0-3 - 8.85, 1-3 - 10.26. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)