”ლა როსალედაზე” ”თეთრი მოჩვენება” ბრუნდება

”თეთრი მოჩვენება” - ასე მოიხსენიებენ მალაგელი გულშემატკივრები მადრიდის ”რეალს.”


ალბათ, როდესაც უახლოესი 27 წლის განმავლობაში, გუნდი ვერ შეძლებს შენს დამარცხებას, ნამდვილად იმსახურებს ”მოჩვენებად” შერაცხვას.ცნობისთვის გეტყვით, რომ 1983 წელს შეძლეს ანდალუსიელებმა ხუანიტოს ”ბლანკოსის” დამარცხება, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მაშინ, ახლანდელი ”მალაგა,” ”ატლეტიკო მალაგუენოს” სახელს ატარებდა (1994 წელს მოხდა კლუბისათვის სახელის გადარქმევა და ამიტომ ამბობენ რომ, ”თეთრ-ლურჯი” გუნდი ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტში დაიბადაო).

მოკლედ, როგორც ხედავთ, იმ გამარჯვების შემდეგ, მალაგელებს დედაქალაქელების დამარცხება აღარ უგემიათ.ამ 27 წლის განმავლობაში, გუნდები 18-ჯერ წარდგნენ ერთურთის წინაშე, საიდანაც 13 შემთხვევაში ”ბლანკოსმა” იმარჯვა, ხოლო 5 შემთხვევაში კი გუნდებმა ფრეზე მოაწერეს ხელი.ყველაზე დიდი ანგარიში, რაც აღნიშნულ დაპირისპირებებში დაფიქსირდა, გახლავთ 5-1 (”სანტიაგო ბერნაბეუზე”).

ერთი სიტყვით, ანდალუსიელი ქომაგები ”ლა როსალედაზე” ”თეთრი მოჩვენების” მოლოდინში არიან.ისინი იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც მოახერხებენ ნანატრი 3 ქულის მოპოვებას მადრიდის ”რეალთან.”

ნიშანდობლივია, რო, 90-იან წლებში ”მალაგას” ”ბარსელონას” ჰყავს განადგურებული 5-1 საკუთარ არენაზე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)