მოურინიოს კონკურენტი გამოუჩნდა

ჟოზეს მადრიდის ”რეალში” გადმოსვლის შემდეგ, ესპანური საინფორმაციო საშუალებების მზერაა პორტუგალიელისკენ იყო მიმართული.აღსანიშნავიაა, რომ ”მალაგაში” პრეიზდენტის გამოცვლამ, არა ნაკლები ყურადღება გამოიწვია პირინეელ ჟურნალისტებში.მოკლედ, რომ ვთქვათ მოუს გარკვეულწილად კონკურენტი გამოუჩნდა, რამეთუ ამჟამად არაბი შეიხი და მოურინიო ინაწილებენ მას მედიის ”ცქერას.”


როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში მოგახსენეთ, ”მალაგას” საპრეზიდენტო სკამი არაბმა შეიხმა აბდულა ალ ტანიმ მოირგო.ამ მულტი-მილიონერის სურვილია, მოკრძალებული ანდალუსიური კლუბი, ღირსეულ ესპანურ გრანდად აქციოს.

უდიდესი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც ”ბარსასთვის” და ”რეალისთვის” კონკურენციის გაწევას ითვალისწინებს, შეიხმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.უწინარეს ყოვლისა, მოხდა საფეხბურთო არენა ”ლა როსალედას” მოდერნიზაცია, გარემონტდა სამწვრთნელო ბაზა და კლუბის ოფისები.ამის პარარელურად არაბმა 17 მილიონი დახარჯა სატრასნფერო ბაზარზე, რაც ნახსენები გუნდის ისტორიაში სარეკორდოა.

ახალ ფეხბურთელებთან ერთად, შემადგენლობა ასევე ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა.ალ ტანის სურვილია, ახალწვეული ჟეზუალდუ ფერეირა, ალექს ფერგიუსონად აქციოს.აქვე შემოგთავაზებთ იმ მოთამაშეების გვარებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონის წინ შეავსეს ”მალაგას” რიგები: ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, სებასტიან ფერნანდესი გახდა, რომლის შეძენაც 3.6 მილიონი დაუჯდათ არაბებს (”ბენფიკა), ასი ათასით ნაკლები გადაიხადეს ხოსე სალომონ რონდონში (”ლას პალმასი”), ხოლო რაც შეეხება კრის სტადსგრაადს (”კოპენჰაგენი”), ხავიერ მალაგენოს (”ინდიოს სიუდად ხუარესი”), ელისეუს (”სარაგოსა”), რუბენს (”კარტახენა”), გალატოს (”ლიტეს ლოვეჩი”), სილვას (”ბოტაფოგო”), კვინსი ოვუსუ აბეიეს (”სპარტაკი”), მათი ტრანსფერები ჯამში ათი მლნ. დაჯდა.

”მალაგას” ”რეალის” დამარცხება არ უგემია
მიმომხილველები ანდალუსიური გუნდის დაბადების თარიღად 1994 წლეს მოიაზრებენ.აღსანიშნავია, რომ ”ლურჯებს” იქედან მოყოლებული ”რეალთან” გამარჯვება არ ახსოვსთ.ამ კლუბებს შორის ბოლო შეხვედრა ”ლა როსალედაზე” ფრედ მორჩა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)