კასილასი: ”ბარსა” არის მოდა, მაგრამ მოდა გადადის”

”ფურია როხასა” და მადრიდის ”რეალის” კაპიტანმა იკერ კასილასმა, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა რადიო ”სორესთან.”


”ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის დაუფლებაზე არ უნდა ვიფიქროთ.ასევე თავი უნდა შევიკავოთ უხვი დაპირებებისაგან.ერთადერთი, რაზეც შეიძლება პირობა მივცეთ ქომაგებს, ეს არის თავდაუზოგავი მუშაობა.”რეალისათვის” ნებისმიერი მომდევნო თამაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია.ამ მომენტისათვის მთელი ყურადღება ”მალაგასკენაა” მიმართული.”

”ვგონებ, ”ბლანკოსმა” შესაფერისი მწვრთნელი ჩაიყენა სათავეში.მოურინიო კარგად მოერგო გუნდს.ჩემი აზრით. ჟოზეს ”რეალი” დიდ წარმატებებს მიაღწევს.ამ ადამიანში ძალიან ვაფასებ და პირდაპირობას.”

”მიუხედავად იმისა, რომ მოუმ ყველა მწრვერვალი დაიპყრო, ის ყოველთვის უკეთესობისაკენ და ახალი ტრიუმფებისაკენ ისწრაფვის.ახლა მისი მიზანია, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მესამე ტიტულის მოგება.”

”ქარიმი შარშანდელთან შედარებით, შესანიშნავ ფორმაშია.ის ახალგაზრდაა და თანაგუნდელების მხარაჭერას საჭიროებს.”

”ვფიქრობ, ამ ფორმირების მადრიდს პრიმერა დივიზიონის პირველობა შეუძლია.უახლოესი 8 წლის განმავლობაში ამაზე ახალგაზრდა შემადგენლობა არ გვყოლია.ჩვენგან ითხოვენ წარმატებას და კონკურენციის გაწევას ”ბარსელონასთვის,” რომელიც ისტორიაში საუკეთესო წლებს ითვლის.”

”ბარსელონა სხვანაირად აგორებს ბურთს.მე მათი თამაშის დიდი ქომაგი ვარ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დღითი დღე კატალონიელები უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან თავიანთი მეტოქეებისაგან.”ბარსა” არის მოდა, მაგრამ მოდა გადადის...”

”ხავის, ინიესტასა და მესის ტრიო ბრწყინვალეა, თუმცა ახალი მწვრთვნელის მოსვლის შემდეგ, უკვე ჩვენც გვყავს კოზირი.”

”ოქროს ბურთის მოპოვებას, რომელიმე ესპანელი იმსახურებს.”

”ჩემი ოცნება კი სამეფო თასის დაუფლებაა.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)