ფერეირა: ”რონალდუმ ერთხელ უკვე დამამწუხრა ლიგაზე”

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ”მალაგას” ცნობილმა თავკაცმა ჟეზუალდუ ფერეირამ ჩაიბარა.გთავაზობთ მის ინტერვიუს.


- გუნდის ვიცე პრეზიდენტმა და შეიხის მარჯვენა ხელმა განაცხადა, რომ ესპანეთის აღმოსავლეთში ”ბარსაა” ავტორიტეტი, ცენტრალურ ნაწილში ”რეალი,” ხოლო ჩრდილოეთში კი ”მალაგამ” უნდა თქვას თავისი სიტყვაო...
- სწორედ უთქვამს ! ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს კლუბის ბოსების დამოკიდებულები ახალი პროექტის მიმართ.ისინი საკმაოდ ამბიციურნი არიან, რაც მნიშვნელოვანია.ახლო წარსულიდან ვიცით, რომ ესპანეთში საშუალოდ დონის გუნდებმაც მიაღწიეს დიდ წარმატებებს და ურიგო არ იქნება იგივეს გამეორებას თუ შევძლებთ.რა თქმა უნდა, ”რეალისათვის” და ”ბარსასთვის” რთულია კონკურენციის გაწევა, მაგრამ არა შეუძლებელი.

- ”რეალთან” შეხვედრა კარგი შანსი იმისა, რომ ახალი ისტორიის წერა დაიწყოთ...
- ჩვენთვის ასეთი თამაშისთვის მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რამეთუ ფეხბურთელები გრანდების წინააღმდეგ ძალზედ მოტივირებულნი არიან, მაგრამ რაც შეეხება მოურინიოს, მას გაუჭირდება მოთამაშეებიის დარაზმვა.

- მადრიდის დამარცხება როგორ არის შესაძლებელი?
- უბრალოდ უნდა ითამაშო ფეხბურთი და გაიტანო ბევრი გოლი.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მოურინიოსთან?
- შესანიშნავი.

- ალბათ, ვარჯიშების დროს დაცვას უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ, რამეთუ გინდათ შეამციროთ გაშვებული გოლების რაოდენობა...
- გასული 4 შეხვედრაში, ჩვენი მეტოქენი იყვნენ ტოპ კლუბები.ვგონებ, შეტევაში მოწოდების სიმაღლეზე ვართ, მაგრამ დაცვაში ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

- ”მალაგას” მთავარ იმედად რონდონა ითვლება? მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ მისგან ვარსკვლავი დადგება...
- ვფიქრობ, ის ნამდვილად გახდება ვარსკვლავი.ის ძალიან ნიჭიერია და ყოველთვის სიახლის ძიებაშია.მოედაანზე აგრესიულია და დაცვასაც უმსუბუქებს სამუშაოს.

- იგუაინს უფრო უფრთხით, თუ რონალდუს?
- ორ განსხვავებულ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე.კრიშტიანუ გამორჩეულია სისწრაფით, დრიბლინგით, ყუმბარისებული დარტყმითა და მეორე სართულზე კარგი ბრძოლით, ხოლო რაც შეეხება პიპიტას, ის მომენტის დაგვირგვინების ოსტატია.ეს უკანასკნელი უმეტეს წილად პარტნიორებზეა დამოკიდებული.

- რამდენჯერ გადაიკვეთა თქვენი და რონის გზები?
- მწარედ მახსოვს, ”პორტუს” თავკაცობის დროს ”მანჩესტერთან” დაპირისპირება, როდესაც პორტუგალიელმა 30 მეტრიდან გაგვიტანა ბრწყინვალე გოლი და დაგვატოვებინა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება.

- რონალდუ თუ მესი?
- ორივე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)