მოურინიო: ”წინ რთული კვირა გველის”

ჟოზე მოურინიომ ინტერვიუ ჩაწერა მადრიდის ”რეალის” ოფიციალურ საიტთან.


- რას გვეტყვით, შეხვედრაზე, რომელიც თქვენსა და ეტორე მესინას შორის შედგა?

- ის მოვიდა ვალდებებასში ჩემს სანახავად.ძალიან მინდოდა მისი ნახვა ორი მიზეზის გამო: პირველი, ჩვენ ორივე ერთი და იგივე კლუბის მწვრთნელები ვართ, ხოლო მეორე, ვგონებ, სხვადასხვა სპორტის სპეციალისტებმა შესაძლებელია ბევრი რამ ისწავლონ ერთმანეთისაგან.მე დაინტერესებული ვიყავი იმ მეთოდებით, რომლითაც ეტორე ხელმძღვანელობს ვარჯიშების დროს.ვფიქრობ, კალათბურთისაგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება.მოხარული ვარ, რომ მესინა მოვიდა, მაგრამ მას ჩემთან მოსვლაზე ნებართვა ნამდვილად არ სჭირდებოდა.

- სრული შემადგენლობის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე გაქვთ.როგორ ფიქრობთ, გუნდს კიდევ ახოვს ”დეპორთან” მატჩი?
- ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი, რამეთუ დროში შეზღუდულები ვართ.სასიხარულოა, რომ სანაკრებო ბატალიებს დროს, ყველამ გამარჯვება იზეიმა, არგენტინელების გარდა.ჩვენ საკმაოდ დაძაბული კვირა გველის, მაგრამ ”დეპორის” განადგურების შემდეგ, საკმაოდ ამაღლებული განწყობა გვაქვს.სამწუხაროდ, ფიფას ვირუსს გვერდი ვერ აუარა სერხიო რამოსმა.ეს უკანასკნელი ”მალაგასთან” დაგვაკლდება, მაგრამ იმედია, ”მილანთან” ფორმაში იქნება.

მოურინიო: ”წინ რთული კვირა გველის”


- ”რეალს” დიდი ხნის განმავლობაში წაგება არ უგემია სტუმრად...
- ალბათ, ერთხელ ესეც მოხდება, მაგრამ იმედია, არა ახლო მომავალში.არ გეგონოთ, რომ ”ბლანკოსი” ყოველთვის 6-1 მოიგებს.ჩვენ კარგად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, რომელმაც იცის ვის როგორ უნდა ეთამაშოს.ლა ლიგის ყოველი მომდევნო ტური, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია.ასე, რომ მომავალ შეხვედრასაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.

- შაბათს თქვენ დაუპირისპირდებით ჟეზუალდუ ფერეირას.გარკვეული გაზეთები იუწყებიან რომ თქვენს შორის მეგობრული ურთიერთობა სუფევს...
- სიმართლე გითხრათ, ჩვენს შორის მეგობრული კი არა, ბრწყინვალე ურთიერთობაა გაბატონებული.ჟეზუალდუ არის ადამიანი, რომელსაც სახელიც აქვს და გამოცდილებაც.პორტუგალიაში შესანიშნავი კარიერის შემდეგ, ესპანეთის გუნდის გაწვრთნა ხვდა წილად.მე შესაძლებელია ხშირად მაქვს კონფლიქები მწვრთნელებთან, მაგრამ ფერეირასთან ყველაფერი რიგზეა.ვიცი, რომ მას უნდა ”რეალის” ჩემპიონობა და ანალოგიურად მე ვუსურვებდი ”მალაგას,” ”ბლანკოსის” გარდა, ყველა გუნდი დაემარცხებინოს.იმედია, მატჩის წინ ან თამაშის შემდეგ, პრესის წარმომადგენლები რაიმე მითს არ შექმნიან ჩვენს ურთიერთობაზე.

მოურინიო: ”წინ რთული კვირა გველის”


- რას ფიქრობთ, როდესაც სამეფო გუნდთან რომელიმე ფეხბურთელის ბედს აკავშირებენ?
- როდესაც წერენ, რომ ჩემსა ჟეზუალდუს შორის უთანხმოებას აქვს ადგილი, ეს გაუმართლებელია.თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ სიახლეები და გააკეთოთ ბიზნესი ისე, რომ სხვას ზიანი არ მიადგეს.რაც შეეხება, რუნისა და ლორენტეს საკითხს, ვგონებ ასეთ დროს, ზიანის მიყენებს არ აქვს ადგილი, რამეთუ ურიგო არ არის, როდესაც რომელიმე ფეხბურთელისა და მსოფლიოს გრანდის გზებს კვეთენ ჟურნალისტები.თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ზამთარში შენაძენები არ იქნება.მე მყავს გუნდი, რომელიც კარგად არის დაკომპლექტებული და რომელსაც ნდობას სეზონის ბოლომდე ვუცხადებ.აქედან გამომდინარე, ახლები არ გვესაჭიროება.
- dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (63)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)