რაულ ალბიოლი

ამ სტატიაში გაგაცნობთ რაულ ალბიოლის ბიოგრაფიას.


დაბადების ადგილი: ვილიამარკანტე,ვალენსია

დაბადების თარიღი: 04/09/1985

პოზიცია: მცველი

წონა: 80 კგ

სიმაღლე: 182 სმ

ეროვნება: ესპანელი

ალბიოლი დაიბადა პატარა ქალაქ ვილიამარკანტეში,რომელიც ვალენსიაში მდებარეობს.როგორც ბევრი,მასაც ბავშვობიდან იზიდავდა ფეხბურთი,ჯერ ეზოში,შემდეგ კი "ვალენსიის" ახალგაზრდულ გუნდში.2003 წლის 24 სექტემბერს "ვალენსიას" მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა შანსი მისცა ალბიოლს–მისი დებიუტი შედგა უეფას თასზე "აიკის" წინააღმდეგ მატჩში.მაშინ ბენიტესმა მასშ დიდი ტალანტი დაინახა.

შემდეგ სეზონში "ვალენსიამ" ესპანელი მცველი არენდით "ხეტაფეში" გაუშვა,რათა დაეგროვებინა გამოცდილება.სწორედ მაშინ შეემთხვა ალბიოლს ყველაზე ტრაგიკული მომენტი–ის მოხვდა ავტოკატასტროფაში.მას მოუწია გამოეტოვებინა 2 თვე.ახალგაზრდა ფეხბურთელი ბევრჯერ დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე,მაგრამ ალბიოლმა დაძლია ყველანაირი შიში და გავიდა მოედანზე.მან შეძლო თავის გამოჩენა "ხეტაფეში".ალბიოლმა გოლი თვით მადრიდის "რეალს" გაუტანა.სეზონის დასრულებისთანავე "მფრინავმა ღამურებმა" დააბრუნეს ალბიოლი თავიანთ კლუბში,სადაც მას ელოდა თამაში კიკე სანჩეს ფლორესის მეთაურობით,რომელიც გახლდათ "ხეტაფეს" მწვრთნელი.

მიუხედავად იმისა,რომ ალბიოლი ჩამშლელი ნახევარმცველი იყო,კიკე ფლორესმა მასში ცენტრალური მცველი დაინახა.იმ მომენტისათვის აიალა–ალბიოლის დუეტი ფანტასტიური იყო ესპანეთში.

ალბიოლისთვის საუკეთესესო სეზონად ითვლება 2007/08 წლების სეზონი.მან ითამაშა შესანიშნავად.მოიპოვა ადგილი ესპანეთის ნაკრებში და საბოლოოდ გახდა ევრო 2008–ის გამარჯვებული.დებიუტი ჰქონდა დანიის ნაკრების წინააღმდეგ2007 წლის 13 დეკემბერს.მან ითამაშა ახლანდელ თანაკლუბელ იკერ კასილასთან და სერხიო რამოსთან ერთად.ყველაზე ნათელი მომენტი ესპანელი მცველის ცხოვრებაში იყო ესნსტ ჰაპელის სტადიონზე,სადაც ესპანეთის ნაკრები გახდა კიდეც ევრო 2008–ის გამარჯვებული.

მიღწევები:

ლა ლიგა–(2004)

ესპანეთის თასი–(2008)

უეფას თასი–(2004)

ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდელთა შორის–(2004)

ევროპის ჩემპიონატი–(2008)

კარიერა:

"ვალენსია"–(2002/2004)

"ხეტაფე"–(2004/2005)

"ვალენსია"–(2005/2009)

"რეალი"–(2009/...) dle 10.1

  • faqo
  • 25 აგვისტო 2009
  • 2226
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)