კარიმ ბენზემას ბიოგრაფია

კარიმ ბენზემა დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლიონში 1987 წლის 19 დეკემბერს, ალჟირელი ღარიბი ემიგრანტის ოჯახში.


მისი ოჯახი შედგებოდა დედ-მამისგან და 9 დედმამიშვილისგან. კარიმი ცხოვრობდა ლიონის ღარიბ უბანში "ბრონ ტერალიონში". 8 წლის ასაკიდან კარიმი თამაშობდა კლუბ "ბრონ ტერალიონში", სადაც მალევე შეამჩნიეს თავისი შესაძლებლობების წყალობით , რომელიც საშუალო დონეს ბევრად აღემატებოდა. ბენზემა 9 წლის იყო , როცა მოხვდა "ლიონის" სკოლაში, ხოლო სულ რაღაც 17 წლის ასაკში "ლიონის" სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2004 წლის დეკემბერში ფრანგი ჩაირიცხა "ლიონის" ძირითად გუნდში.

2005 წლის 15 იანვარს , საფრანგეთის ჩემპიონატში შედგა მისი დებიუტი. 2005/2006 წლის სეზონში საფრანგეთის ლიგაში ბენზემამ გაიტანა პირველი გოლი აიაჩოს კარში. კარიმის დებიუტი ევრო ტურნირებზე შედგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე როსენბორგის წინააღმდეგ, სადაც მან მოახერხა გოლის გატანა.

2007/2008 წლის სეზონში ბენზემამ გაიტანა 20 გოლი საფრანგეთის ლიგაში და გახდა ბომბარდირი. ამის შემდეგ , ფრანგი თავდამსხმელით დაინტერესდნენ ისეთი გრანდები , როგორებიც არიან "მადრიდის რეალი", "ტურინის იუვენტუსი" , "ლივერპული" და "ჩელსი", მაგრამ კარიმმა განაცხადა ,რომ არ სურდა "ლიონის" დატოვება და 2008/2009 წლის სეზონში მან გაიტანა 17 გოლი.

ამ ყველაფრის შემდეგ, ფრანგის მიმართ ინტერესი ისევ ძალიან დიდი იყო , მაგრამ კარიმმა არჩევანი შეაჩერა მადრიდულ გრანდზე და 2009 წლის 1 ივლისს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბენზემა ჩაირიცხა "მადრიდის რეალში" სადაც გააფორმა 6 წლიანი კონტრაქტი. კარიმი გულშემატკივრების წინაშე ოფიციალურად წარსდგა 9 ივლისს, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ პრეზენტაციაზე , რომელსაც დაესწრო 20 000 მადრიდისტა. ისინი ოვაციებით შეხვდნენ კარიმს. იგი გახდა მეხუთე ფრანგი , რომელიც "მადრიდის რეალში" გადავიდა სათამაშოდ.

1 სეზონის შემდეგ ბევრი თვლის , რომ ბენზემამ ისევ ვერ გაიარა ადაპტაცია და ვერ თამაშობს იმ ფეხბურთს , რომელსაც გულშემატკივარი ელის, მაგრამ ფარნგი მაინც ითვლება უნიჭიერეს და პერსპექტიულ ფეხბურთელად, რომლის შეძენითაც გრანდები არიან დაინტერესებული , მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ბენზემა "მადრიდის რეალში" ირიცხება.


P.s ეს ჩემი პირველი სტატიაა dle 10.1

  • MiSHAA
  • 13 ოქტომბერი 2010
  • 2253
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)