მანუელ პელეგრინი

ამ სტატიაში მოგითხრობთ მანუელ პელეგრინის ბიოგრაფიის შესახებ.


დაბადების ადგილი: სანტიაგო,ჩილე

დაბადების თარიღი: 16/09/1953

ეროვნება: ჩილე

თავმდაბალი,ელეგანტური ინტელიგენტი–სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ მადრიდის "რეალის" ახალი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი.მანუელ ლუის პელეგრინიმ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ფეხბურთს.მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა გაატარა "უნივერსიტადში".სწორედ მის ქვეყანაში გახდა ის ცენტრალური მცველი,ხოლო შემდეგ მწვრთნელი.

პელეგრინი ძალიან გამოცდილია–მას ზურგს უმაგრებს 20 წლიანი სამწვრთნელო კარიერა.ყველაფერი დაიწყო 1988 წელს,პელეგრინის ჰქონდა სამწვრთნელო დებიუტი თავის მშობლიურ კლუბში.შემდეგ ის წამოვიდა ევროპაში სამწვრთნელო კურსების მისაღებად.

სანამ ის გაწვრთნიდა ელვადორულ "ლ.დ.უ"–ს,ის მანამდე წვრთნიდა ჩილეს კლუბ "პალესტინას","ჰიგინსს" და "უნივერსიტადს".ეკვადორში მიღწეული წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა–მანუელი მიიწვიეს არგენტინულ "სან ლორენცოში",სადაც მან მოიგო "კლაუსურა".

პელეგრინიზე ევროპა ალაპარაკდა და ყველაზე კარგი წინადადება აღმოჩნდა "ვილიარეალისა",რომელიც იმ დროს ლა ლიგის აუტსაიდერი იყო.მანუელმა ვალენსიურ კლუბში ჩაატარა 5 შესანიშნავი სეზონი და შეძლო "ვილიარეალის" ფანების სიყვარულის მოპოვება.2007/08 წლებში მან მოიგო მიგელ მუნიოსის ტიტული,რომელიც გახლდათ ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი.

მანუელ პელეგრინი წარმოადგენს ბოლო თაობის მწვრთნელებს."ცუდია ის მწვრთნელი,ვინც 24 საათს არ უთმობს ფეხბურთს.ფეხბურთი–ესაა შერწყმა ინტელექტის,მოთხოვნების,გემოს და ლიდერობის.თუ ფეხბურთი ისაა,რაც მე ვიცი,მაშინ მე არაფერი მცოდნია"–განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

პელეგრინი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია."მე მომწონს დინამიური თამაში.თუ თქვენ დაჩაგრეთ მეტოქე გუნდი,ე.ი. თქვენი გუნდი ფიზიკურადაა ძლიერი.სწორედ შემტევ დინამიურ თამაშში დიდ როლს თამაშობს ფიზიკური კონდიციები"–აცხადებს პელეგრინი.

მობილურობა და სწრაფი კომბინაციები–ეს არის პელეგრინის ერთ–ერთი ტაქტიკური მეთოდები."ჩემს სამწვრთნელო ფილოსოფიას მიესადაგება ტექნიკური,სწრაფი მოთამაშეები.ფეხბურთელი მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა ბრძოლობდეს.პრესინგი უნდა იყოს საგრძნობი.სწრაფი ფეხბურთი გამორიცხულია,თუ არ არის ფეხბურთელებს შორის გაგება".

ევროპის ჩემპიონი სანტიაგო კასორლა და "ვილიარეალის" ნახევარმცველი ბრუნო–ორი მაგალითი პელეგრინის საფეხბურთო სტილისა.ისინი კარგად ჯდებიან პელეგრინის ფილოსოფიაში. dle 10.1

  • faqo
  • 24 აგვისტო 2009
  • 2035
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)