იკერ კასილასი ევროპის ყველაზე საიმედო მეკარეების სიას ლიდერობს

ექსპერტთა უმრავლესობის აზრით იკერ კასილასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, რასაც მიმდინარე სეზონში ისიც ემატება, რომ მისი კარის დალაშქვრა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ წმინდა-იკერ, როგორც მას სამშობლოში უძახიან, ევროპის ყველაზე საიმედო მეკარეების სიას ლიდერობს.


მიმდინარე სეზონში მხოლოდ რაულ ტამუდომ და ხუან როდრიგესმა შეძლეს, მადრიდელთა კარის დარაჯისათვის გოლის გატანა. ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მას საერთოდ არ გაუშვია გოლი, ამ შედეგით ჯერ-ჯერობით რეალის გარდა, მხოლოდ 5 გუნდს შეუძლია იამაყოს: მანჩესტერ იუნაიტედს, რეინჯერსს, სპარტაკს, შახტარს და კოპენჰაგენს.

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის კაპიტანი თამაშში საშუალოდ 0.25 გოლს უშვებს, მას მოყვება პეტერ ჩეხი, რომელიც შეხვედრაში 0.33 გოლს უშვებს. რაც შეეხება გუნდებს, რომლებიც ყველაზე ცოტა გოლს უშვებენ, მათ სათავეში მადრიდის რეალი დგას 2 გაშვებული ბურთით, რომელსაც მოყვება პორტო (3 გოლი), სიტი (4 გოლი), ინტერი და მილანი (5-5 გოლი), ბუსასპორი (6 გოლი) და ბარსელონა 7 (გოლი). ლა ლიგაში გასული ორი სეზონის განმავლობაში ყველაზე სანდო მეკარედ ვიქტორ ვალდესი ითვლებოდა, რომელმაც მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, რაც მეტ წილად დაცვის ბრალია, როგორც კი მოუკლეს თამაში კატალონიელთა მცველებმა, ესპანეთის ნაკრების სათადარიგო მეკარე თავდამსხმელების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. dle 10.1

  • SunSay
  • 12 ოქტომბერი 2010
  • 2485
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)