მოურინიოს ინტერვიუ

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას მისი კარიერისა და მადრიდის რეალის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.


- რა უფრო მნიშვნელოვანია კარგი ტაქტიკა, მენეჯმენტი თუ ფეხბურთელები?

- მე უპირატესობას ადამიანებთან მუშაობას ვანიჭებ, ფეხბურთელები მხოლოდ პროფესიონალები არ არიან, ისინი ისეთივე უბრალონი არიან, როგორიც ჩვენ ვართ. უბრალოდ ეს მათი პროფესიაა.

- თქვენ მადრიდის რეალში იმიტომ მოგიწვიეს, რომ გამარჯვებული ხართ?

- ის ვინც ფიქრობს, რომ შედეგი არ არის მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით დამარცხებულია.

- რა გიზიდავთ ინგლისურ ფეხბურთში?

- ჩემი აზრით ინგლისში ფეხბურთი უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე პორტუგალიაში, ესპანეთსა თუ იტალიაში. ინგლისელი ფანები დღეებს ითვლიან, თუ როდის ითამაშებენ მათი რჩეული გუნდის ფეხბურთელები და მზად არიან მთელი მატჩის განმავლობაში შეძახილებით გაამხნევონ ისინი.

- თქვენ გუნდში ყოველთვის გყავდათ გამორჩეული ფეხბურთელი ნახევარდაცვაში, რომელზეც იყო დამოკიდებული გუნდის თამაში. პორტოში - დეკო, ჩელსიში - ლამპარდი, ინტერში - სნეიდერი... ვინ იქნება თქვენი რჩეული მადრიდის რეალში?

- ხაბი ალონსო შესანიშნავი ფეხბურთელია, მთელი მატჩის განმვლობაში ის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და ეხმარება გუნდს, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. აგრეთვე შეიძლება ოზილის გამორჩევაც, რომელიც შესანიშნავად მოერგო სამეფო კლუბს, თუმცა არ შეიძლება კაკას დავიწყებაც, რომელიც გამოჯამრთელების შემდეგ შემოგვიერთდება. აგრეთვე შეტევაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც არა მარტო აგვირგვინებენ მომენტებს, არამედ თვითონ ქმნიან თვისი ბრწყინვალე ტექნიკის წყალობით. მაგალითად: რონალდო და დი მარია.

- ისევ ფიქრობთ, რომ მცველებმა დაცვაში თამაში უნდა გამოასწორონ?

- მარსელო შესანიშნავი მაგალითია, როდესაც მადრიდში მოვედი მისი თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან ყველგან კარგად ირჯებოდა დაცვის გარდა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფეხბურთელი მიყვარს. მას აქვს შეტევაში თამაშის ნიჭი, თუმცა მარსელომ დაცვაში თამაშიც გამოასწორა და დამარწმუნა, რომ ახალი მარცხენა მცველის მოყვანა საჭირო არ არის.

- გაღელვებთ თუ არა რას ფიქრობს ხალხი თქვენზე?

- ყველას თავისი აზრი აქვს, ამიტომ არ ამღელვებს ვინ რას ამბობს.

- შესაფერისი მწვრთნელი ხართ მადრიდის რეალისათვის?

- მე ვფიქრობ მადრიდის რეალს ვერ ეყოლება შესაფერისი მწვრთნელი, თუ მას წარსულში გამოცდილება არ აქვს. 2ჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და 6ჯერ სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი. საერთო ჯამში 17 ტურნირი მაქვს მოგებული. სამეფო კლუბის მწვრთნელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახელი და ავტორიტეტი, რაც ყველაზე მთავარია თავისუფლება, რომ საკუთარი იდეები განახორციელოს.

- ფეხბურთელები მესაკუთრეები არიან?

- მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთელები "განსაკუთრებული ცხოველები" არიან. რაც არ უნდა დიდი იყოს გუნდი მხოლოდ 11 ფეხბურთელი არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად.

- არიან გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არასოდეს გაიყიდებიან?

- ფეხბურთელებმა თავად უნდა მოიპოვონ ხელშეუხებლობა. მაგალითად კასილასი არის ერთ-ერთი მათგანი. არა იმიტომ, რომ ის რეალის კაპიტანია ან მსოფლიოს ჩემპიონი, არამედ ის ყოველთვის ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და გამოასწოროს შეცდომები. მე ის არ გამიხდია ხელშეუხებლად, მან ეს თავად დაიმსახურა. ამიტომ ვიძახი, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც შესაძლოა გაიყიდონ და ფეხბურთელები, რომლებიც ხელშეუხებელნი არიან. dle 10.1

  • SunSay
  • 12 ოქტომბერი 2010
  • 1970
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)