ალვარო არბელოა: ეს ჩვენი სეზონი იქნება

"ბლანკოსის" ესპანელმა მცველმა, ალვარო არბელოამ სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა სადაც ბევრ თემას შეეხო, მისი აზრით 2010/11 წლების სეზონი მადრიდელთათვის ძალიან წარმატებული უნდა გამოდგეს.


თქვენმა გუნდმა უკვე 6 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაზე, ხოლო 2 ჩემპიონთა ლიგაზე, რას იტყვით ამის შესახებ?

ჩვენი გუნდი შესანიშნავად მიიწევს წინ და შედეგსაც ვხედავთ, თუმცა ჯერ კიდევ შენების პროცესში ვართ, ხშირად გვიწევს ამ ფრაზის თქმა, მაგრამ სიმართლე არ უნდა დაიმალოს, გვჭირდება დრო იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ, ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ლიგის ჯფუფურ ეტაპზე ორივე მატჩი მოვიგეთ და ცხრილსაც ვლიდერობთ, ეს ძალიან კარგი შედეგია.

"ბლანკოსმა" დეპორტივო დიდი ანგარიშით დაამარცხა, 6-1 გამარჯვება დიდი წარმატებაა, რას ფიქრობთ?

ჩვენ ლაკორუნიელთა წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ და შედეგიც დავინახეთ. იყო მატჩები, როდესაც ვერ ვახერხებდით მომენტების რეალიზაციას, მაგრამ ეს მატჩი გამორჩეული იყო, ყველაფერი გამოგვდიოდა და გამანადგურებელი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ამ მოგებით ყველა გახარებული იყო. ყველა თამაშს ასეთი ანგარიშით ვერ დავამთავრებთ, მაგრამ გამარჯვებებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს.

დაცვა შესანიშნავად გამოიყურება...

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო ჩვენი მწვრთნელი გახდა, დიდი ყურადღება ექცევა ამ დროს, მცველებთან ჟოზეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რადგან პორტუგალიელის აზრით ძლიერი დაცვის ყოლა წარმატების საწინდარია.

ადევნებთ თვალს ბარსელონას მატჩებს და სატურნირო მდგომარეობას?

იშვიათად. მე ჩემ გუნდზე ვფიქრობ, ამჟამად არც კატალონიელები იკავებენ პირველ ადგილს და არც ჩვენ, მაგრამ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი, შესაძლოა "რეალი" მოექცეს ცხრილის სათავეში, მაგრამ შემდეგ ბარსელონამ გადაგვასწროს, შემდეგ კვლავ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და ჩვენ მოვახერხოთ ლიდერობა, ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და ყველაფერი წინ არის, შუა ნაწილისკენ ალბათ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

ალვარო არბელოა: ეს ჩვენი სეზონი იქნება


როგორ ფიქრობთ, ლა ლიგის მოგებისთვის მხოლოდ თქვენ და კატალონიელები იბრძოლებთ?

არა. ვალენსია, ვილიარეალი და სევილია განსაკუთრებული გუნდები არიან და დარწმუნებული ვარ ისინი შეძლებენ ჩვენზე წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ამ გუნდებს აქვთ პოტენციალი, თუმცა ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და ვთვლით, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია. "ბლანკოსის" მიზანია შარშანდელი რეკორდული მაჩვენებლის გაუმჯობესება ქულების მხრივ.

გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც დამაჯერებლად გამოდის...

დიახ, ჩვენ 100 % იანი შედეგი გვაქვს. მოვახერხეთ ამსტერდამის აიაქსისა და ოსერის დამარცხება, ახლა კი მილანის ჯერიც დადგა. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ლიდერობა გავიმყაროთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იტალიელთა დასამარცხებლად. ჯგუფური ეტაპი წარმატებით უნდა დავასრულოთ.

ეს მატჩი ძალიან რთული იქნება თქვენთვის, მეთანხმებით?

რა თქმა უნდა. მილანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მსოფლიო დონის ვარსკვლავები იყიდეს და ძალიან გაძლიერდნენ, მათ შარშანაც დავუპირისპირდით, თუმცა მაშინდელი მილანი უფრო სუსტი იყო ვიდრე ახლანდელი, თუმცა სამეფო კლუბიც ახლა უფრო ძლიერია ვიდრე მაშინ. დარწმუნებული ვარ კარგი თამაში იქნება და ვგონებ, გამარჯვება შეგვიძლია.

ფლორენტინო პერესის განცხადებით, მას ძალიან სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლოთ...

ეს მთელი გუნდის მიზანია და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მოურინიო ნამდვილი გამარჯვებულია და დარწმუნებული ვარ მისი გუნდი შეძლებს წარმატების მიღწევას.

ალვარო არბელოა: ეს ჩვენი სეზონი იქნება


რას იტყვით "კოპა დელ რეი"-ზე?

ეს ტურნირიც ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე წელია რაც სამეფო კლუბი ხსენებულ ტურნირზე არადამაჯერებლად გამოდის, წელს გაცილებით სხვა სიტუაცია იქნება, ჩვენთვის ამ თასის მოგებაც მნიშვნელოვანია.

ახალწვეულებზე რა აზრის ხართ?

თითოეული ახალწვეული კარგად გადის ადაპტაციას და მათ გუნდისთვის უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლიათ, რაც შეეხება რიკარდო კარვალიოს, იგი ძალიან გამოცდილია და დაცვაში შესანიშნავად ირჯება.

ეთანხმებით იმ აზრს, რომ მოურინიო მსოფლიოში საუკეთესოა?

დიახ. ჟოზე ნამდვილი პროფესიონალია, მასთან აქამდე შეხება არ მქონია და ახლა ბედნიერი ვარ ამ სიტუაციით. პორტუგალიელმა მწვრთნელმა სადაც იმუშავა ყველგან მიაღწია წარმატებას და დარწმუნებული ვარ "ბლანკოსსაც" დაუბრუნებს ძველ დიდებას.

გუნდის ყველა ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ეს წელი თქვენი იქნება?

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოსაგებად, ამ ორი ტურნირის მოგება მოურინიოს გუნდის მიზანია. ვშრომობთ და არასდროს არაფერი გვეზარება და დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგიც მოვა, ყველაფერი წინ არის. dle 10.1

  • Hala
  • 11 ოქტომბერი 2010
  • 1497
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)