ალვარო არბელოა კოკასა და ესტებან გრანერო მოლინას ბიოგრაფია.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ალვარო არბელოა კოკასა და ესტებან გრანერო მოლინას მცირე ბიოგრაფიას...




ალვარო არბელოა კოკასა და ესტებან გრანერო მოლინას ბიოგრაფია.

ალვარო არბელოა კოკა N:16
დაბადების ადგილი: სალამანკა
დაბადების დღე: 17.01.1983
პოზიცია: მცველი
წონა: 76 კგ.
სიმაღლე: 1.83 სმ
ეროვნება. ესპანელი.


სალამანკაში დაბადებულმა ალვარომ ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო.თამაშობდა ''სარაგოსას'' ახალგაზრდულ გუნდში.2001 წელს ხელი მოაწერა რეალ U 19 რომელსაც რაფა ბენიტესი წვრთნიდა.თავისი კარგი თამაშით ალვარო გადავივა კასტილიაში, სადაც გახდა გუნდის კაპიტანი. მასთან ერთად გუნდში თამაშობდნენ რუბენ დე ლა რედი, ხავი გარსია, რობერტო სოლდადო და ხუანფრანი. მადრიდის რეალის პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა ბეტისთან შეხვედრის დროს როდესაც მან მეხია შეცვალა.

ამის შემდეგ კი ესპანელმა გადაწყვიტა გუნდის დატოვება რათა სათამაშო პრაქტიკა უფრო მეტი ჰქონოდა.მისი ახალი კლუბი გახდა დეპორტივო სადაც მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ამის შემდეგ იგი ინგლისურ ''ლივერპულში'' გადაბარგდა რომელსაც რაფა ბენიტესი წვრთნიდა. ალვაროს დებიუტი ნიუკასლთან ჰქონდა 2007 წლის 10 თებერვალს. პრემიერ ლიგაში არბელოამ ითამაშა 49 მატჩში გაიტანა 2 გოლი. 20 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ინგლისის თასზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე. არბელოა მიიწვიეს ესპანეთის ნაკრებში. 2008 წლის მარტში ჰქონდა მას სადებიუტო მატჩი იტალიის წინააღმდეგ. ხოლო 3 წლის შემდეგ ალვარო დაბრუნდა სახლში, მადრიდში.

ტიტულები.
ევროპის ჩემპიონი 2008 წელს
კარიერა.
სარაგოსას ახალგაზრდული გუნდი: (1995-2001)
მადრიდის რეალის ახალგაზრდული გუნდი (2002-2006)
დეპორტივო: (2006-2007)
ლივერპული (2007-2009)
მადრიდის რეალი: (2009-....)


ალვარო არბელოა კოკასა და ესტებან გრანერო მოლინას ბიოგრაფია.

ესტებან გრანერო მოლინა N:23

დაბადების ადგილი: მადრიდი, ესპანეთი.
დაბადების დღე: 02.07.1987
წონა: 77კგ.
სიმაღლე: 180 სმ.
ეროვნება. ესპანელი.


ნებისმიერი კლუბი ისურვებდა ისეთი უნივერსალური ფეხბურთელის ყოლას როგორიც არის გრანერო.იგი თამაშობს ნებისმიერ პოზიციაზე მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში და დაცვაშიც შეუძლია თამაში.ესტებანი ნამდვილი მადრიდისტაა. მადრიდის რეალში მან გაატარა 12 წელი.

ესტებანის კარიერა დაიწყო ბლანკოსის ახალგაზრდულ 10 წლამდელთა გუნდში სადაც მან შეძლო და გაიტანა 83 გოლი.გადიოდა წლები და გრანერო განაგრძობდა ზრდას იგი გადადიოდა ერთი კატეგორიიდან მეორეში. 1999 წელს კი, იგი უკვე მოხვდა 14 წლამდელთა გუნდში, სადაც მან საერთაშორისო ტროფეი მოიგო ბარსელონაში, ესტებანმა ფინალურ მატჩში გაიტანა გოლი და გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი.

17 წლის ასაკში გრანერო რეალ მადრიდ C_ს შეუერთდა.2005-2006 წლის სეზონში კასტილიას შემადგენლობაში მას დებიუტი ჰქონდა, ალბასეტესთან მატჩში.ამავე სეზონში იგი გაემგზავრა ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე, პოლონეთში.2006-2007 წლის სეზონში გრანერო ხეტაფესთან ერთად ლა ლიგის, უეფას თასის და ესპანეთის თასის მატჩებში იღებდა მონაწილეობას. ესტებანი გუნდში ერთერთი საუკეთესო იყო და მან ესპანეთის თასის ფინალშიც კი მოახერხა გოლის გატანა.

ტიტულები: ევროპის ჩემპიონი 19 წ. (2006)
ესპანეთის თასის ფინალისტი: (2006-2007)
კარიერა:
მადრიდის რეალის საბავშო გუნდი (1995-2006)
კასტილია (2006-2007)
ხეტაფე (2007-2009)
მადრიდის რეალი (2009-....)




ინფორმაციის წყარო: www.RealMadrid.Com


სტატიის ავტორი: RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)