პალერმო რაულ ალბიოლის შეძენით ინტერესდება

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალში" რიკარდო კარვალიო მოვიდა, სამეფო კლუბის ესპანელი მცველი, რაულ ალბიოლი სულ სათადარიგოთა სკამზე ზის, რითიც უკმაყოფილებას ვერ მალავს. ცოტა ხნის წინ იმაზეც იყო საუბარი, რომ მოურინიოსთან მსოფლიოს ჩემპიონს კამათი მოუვიდა. რაულის განცხადებით იგი ღირსია ძირითადში თამაშის და თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება გუნდს დატოვებს, რადგან უთამაშებლობა მის ფიზიკურ კონდიციებზეც მოქმედებს და ამიტომ უფრო ხშირია ტრავმებიც.


როგორც Italian Football იუწყება, ესპანელი მცველის ყიდვით სერია "ა"-ს გუნდი, პალერმო არის დაინტერესებული და ადმინისტრაცია ესპანეთში ვიზიტს გეგმავს. იტალიურ მხარეს დაცვის რგოლში პრობლემები აქვთ და ფიქრობენ, რომ ალბიოლის ყიდვა ყველაფერს მოაგვარებს.

სამეფო კლუბს დაცვის ცენტრალურ რგოლში რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს. გარაი, ალბიოლი, პეპე და კარვალიო. ოთხივე მაღალი დონის მცველია, მაგრამ არჩევანი მხოლოდ ორზე ჩერდება, ამასთან ერთად ნიშანდობლივია, რომ როდესაც პეპე ან კარვალიო შემადგენლობაში არ არის, დაცვის ცენტრში სერხიო რამოსი იწევს, ეს კი ეზიკელისა და ალბიოლს შანსებს უფრო ამცირებს. ამიტომ ამ მცველებს ძალიან ცოტა დრო ეძლევათ.

ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი წასვლაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მან იტალიას მიაშუროს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 11 ოქტომბერი 2010
  • 1449
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)