ვინ იქნება ჟოზეს მესამე ფორვარდი?

როგორც AS იუწყება, მომავალ ზაფხულს მადრიდის რეალმა ფორვარდი უნდა შეიძინოს. პრესაში რამოდენიმე ფეხბურთელის გვარმა გაიჟღერა. ერთ-ერთი კანდიდანტი ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელი, ფერნანდო ლორენტეა, თუმცა სამეფო კლუბმა შესაძლოა ლუის სუარეზი შეიძინოს ან ადამ სჟალაი დაიბრუნოს.


ლორენტეს მიმართი ინტერესი ახალი არ არის. მას შემდეგ რაც, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა, მაშინაც იცოდა ბლანკოსმა, რომ ფერნანდოში დიდი პოტენციალი იყო. ახლა ესპანელი თავის მშობლიური კლუბის ლიდერია. 68 გოლი 209 შეხვედრაში ასეთია მისი შედეგი. AS-ის ცნობით, ჟოზე მოურინიო ლორენტეს შეძენის წინააღმდეგი არ არის. პორტუგალიელი სპეციალისტი ფორვარდის შეძენას დიდი ხანია ითხოვს. მადრიდში მოსვლის შემდეგ, ჟოზემ განაცხადა:"სეზონი ძალიან გრძელია და მესამე თავდამსხმელი გვჭირდება. რა მოხდება, მაშინ თუ იგუაინი ან ბენზემა ტრამვას მიიღებს?” ფერნანდოს სიმაღლე 195 სანტიმეტრია. მას ბილბაოსთან კონტრაქტი 2013 წლის 30ივნისამდე აქვს. მისი ფასი 36მილ.ევროა, მაგრამ ეს თანხა ფლორენტინოსთვის პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან მას ტრანსფერებში ამაზე დიდი თანხებიც აქვს გადახდილი. უფრო მეტიც, მადრიდში გადასვლის შემთხვევაში, ლორენტეს ხელფასი გაორმაგდება. ახლაა მოთამაშის გასამრჯელო 1.8 მილიონი ევროა.

ადამ სჟალაი

რეალს ადამ სჟალაის დაბრუნების უფლება აქვს. სჟალაის სიმაღლე 193 სანტიმეტრია. ის ახლა მაინცში გამოდის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს კლუბი ბუნდესლიგას უდგას სათავეში. თავად ამ ფეხბურთელმა გერმანიაში თამაში კარგად დაიწყო. მის ანგარიშზე უკვე 3გოლია. ერთი ბურთი მან მიუხენის ბაიერნსაც გაუტანა. ადამმა რეალი 500,000 ევროდ დატოვა და ახლა თეთრებს მისი გამოსყიდვა 1,5 მლნ.ევროდ შეუძლიათ.

ლუის სუარეზი

კიდევ ერთი კანდიდანტი ლუის სუარეზია. სუარეზი 2006 წელს ურუგვაიდან გრონინგერში მივიდა. რამონ მარტინესი, ხორხე ვალდანო და მიგელ პარდესა შეეცდებიან 23 წლის მოთამაშის შეძენას, რომელმაც აიაქსის შემადგენლობაში გასულ სეზონში 35 ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით იგი ევროპაში ყველაზე შედეგიანი იყო, მაგრამ ოქროს ბუცი ლიონელ მესის გადაეცა, რომელმაც 34გოლი გაიტანა. საქმე იმაშია, რომ ლა ლიგაში ერთი გოლი ორ ქულას უდრის, ხოლო ჰოლანდიაში 1,5-ს. ვინ იქნება მოუს მესამე ფორვარდი?

ინფორმაცის წყარო:realmadrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)