"The Special One" - ვინ არის ის?

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით პორტუგალიელი გენიოსის ცხოვრებას და მოღვაწეობას.....


სრული სახელი: ჟოზე მარიო დოს სანტოს ფელიქს მოურინიო
დაბადების თარიღი: 1963 წლის 26 იანვარი
დაბადების ადგილი: სეტუბალი, პორტუგალია
სიმაღლე: 1. 73 მ.

კარიერა

ფეხბურთელის:

1980–1982 რიო ავე (16 მატჩი, 2 გოლი)
1982–1983 ბელენენსესი (16 მატჩი, 2 გოლი)
1983–1985 სესიმბრა (35 მატჩი, 1 გოლი)
1985–1987 კომერსიო ე ინდუსტრია (27 მატჩი, 8 გოლი)

მწვრთნელის:

2000 ბენფიკა
2001–2002 უნიაო დე ლეირია
2002–2004 პორტო
2004–2007 ჩელსი
2008–2010 –ინტერნაციონალი
2010–დღემდე რეალ მადრიდი


ჟოზე მარიო დოს სანტოს ფელიქს მოურინიო დაიბადა პორტუგალიელი მეკარის ჟოზე ფელიქს მოურინიოს ოჯახში. ჟოზეს საფეხბურთო კარიერა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი ნიჭი, ამიტომ თავი დაანება ფეხბურთის თამაშს და მემეჯმენტს მიჰყო ხელი. მას შემდეგ, რაც ასისტენტ მწვრთნელად და ახალგაზრდული გუნდის თავკაცად იმუშავა 1990–იანი წლების დასაწყისში, მოუ გახდა სერ ბობი რობსონის თარჯიმანი. ვეტერან მწვრთნელთან ერთად მან იმუშავა სპორტინგსა და პორტოში, შემდეგ კი გადაბარგდნენ ესპანეთში, ბარსელონას რიგებში. ამ პერიოდში მან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, რაც წარმატებით გამოიყენა ხანმოკლე, მაგრამ წარმატებული მწვრთნელობისას კლუბებში სპორტ ლისბოა და უნიაო დე ლეირა, 2002 წელს კი პორტოში დაბრუნდა, უკვე მწვრთნელის რანგში. მალე მისი გუნდი ანგარიშგასაწევი გახდა, მოიგეს პორტუგალიის ლიგა, პორტუგალიის თასი, უეფას თასი 2003 წელს. უდიდესი წარმატება იყო 2004 წელს, როდესაც ჟოზეს თავკაცობით პორტომ ჩემპიონთა ლიგის თასი აიღო.
მომდევნო წელს ჟოზემ ჩელსიში გადაინაცვლა და ზედიზედ 2–ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა (2005, 2006) და სხვა ადგილობრივი ტიტულები. მოუს ხმამაღალი გამონათქვამები ხშირად იწვევდა კამათს, თუმცა ის მალევე მოექცა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა ჩამონათვალის სათავეებში.
ჩელსის თავკაცებთან უთანხმოების შედეგად მოუმ სერია ა–ში გადაინაცვლა, მოაწერა რა 3–წლიან კონტრაქტს ხელი ინტერთან 2008 წლის შუა პერიოდში. სულ რაღაც 3 თვეში მან მოიგო თავისი პირველი იტალიური ტიტული–იტალიის სუპერთასი და სეზონი დაამთავრა უკვე სერია ა–ს მოგებით. მომდევნო სეზონი ისტორიული გამოდგა ინტერისათვის მოგებული 3 ტიტულით: სერია ა, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა. შედეგად, ჟოზე გახდა მესამე მწვრთნელი ერნსტ ჰაპელისა და ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ, ვინც 2 სხვადასხვა კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
მოურინიოს ბევრი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს. 2010 წელს მათი მეოთხედფინალური ჯახის წინ, გვარდიოლამ განაცხადა: „რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს, როდესაც ჟოზეს ადარებ სერ ალექსს (ფერგიუსონი), არსენს (ვენგერი) და ფაბიოს (კაპელო), ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თუნდაც ამ ასაკში მის სასარგებლოდ გაგვაჩნია საკმაო საფუძველი, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად შევრაცხოთ. აი, ეს არის სიმართლე.“

მოდით, ახლა უკვე დაწვრილებით ვისაუბრებ იმ ყველაფერზე, რაც ზემოთ გაგაცანით:

ადრეული ცხოვრება და კარიერა

ჩამოყალიბების წლები და განათლება

ჟოზე მარიო დოს სანტოს ფელიქს მოურინიო დაიბადა 1963 წელს ფელიქს მოურინიოსა და მარია ხულია მოურინიოს საშუალო კლასის ოჯახში. მამა მეკარის პროფესიულ კარიერას მისდევდა, თამაშობდა რა ბელენენსასსა და ვიტორია დე სეტუბალში. დედა იყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელი.
მოუს რთული ბავშვობა ჰქონდა, 1974 წლის აპრილში ანტონიო დე ოლივეირა სალასარის რეჟიმის დაცემამ მისი ოჯახი საკუთრების გარეშე დატოვა.
ჟოზე საკმაოდ კომპეტენტური და ბრძოლისუნარიანი იყო თანატოლთა შორის. ფეხბურთი თავიდანვე იჭერდა უმნიშვნელოვანეს როლს მოურინიოს ცხოვრებაში. ის ხშირად ესწრებოდა მამამისის თამაშებს, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი მწვრთნელი გახდა, მოუც ხშირად აკვირდებოდა უკვე ვარჯიშებს და მეტოქე გუნდებს ზვერავდა.
ჟოზეს სურდა, მამის კვალს გაჰყოლოდა და ფეხბურთელი გამხდარიყო. სწორედ ამ მიზნით, ის შეუერთდა ბელენენსესის ახალგაზრდულ გუნდს, შემდეგ თამაშობდა რიო ავეში, ბელენენსესის ზრდასრულთა გუნდში, სესიმბრაში, თუმცა, ცხადი გახდა, რომ მას არ გააჩნდა ფეხბურთელის წარმატებული კარიერისათვის საჭირო მონაცემები. ჟოზეს ეყო გონიერება, რომ დროულად გაეცნობიერებინა ეს და ფეხბურთელობის ნაცვლად მწვრთნელის კარიერის შენება დაეწყო. თუმცა დედამისს ეს იდეა არ მოსწონდა და მისი დაჟინებით მოუმ ბიზნეს სკოლაში ჩააბარა, მაგრამ მალევე მიატოვა და ლისაბონის ტექნიკურ უნივერსიტეტში შეუდგა სპორტის მეცნიერების შესწავლას. მოურინიოს სურდა მოეხდინა მწვრთნელის როლში ცვილებების შეტანა, კერძოდ, სამწვრთნელო თეორიისა და სამოტივაციო ფსიქოლოგიური ტექნიკის შერწყმა. 5 წლის შემდეგ კი უკვე დიპლომიც აიღო. შემდგომ უკვე მოუ ინგლისური და შოტლანდიური საფეხბურთო ასოვციაციების მიერ გამართულ სამწვრთნელო კურსებს ესწრებოდა, სადაც მისი თავგამოდება და დაკვირვების უნარი შეამჩნია ყოფილმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა ენდი როქსბურგმა.

პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო კარიერაში

იმუშავა რა სკოლის მწვრთნელის პოსტზე, 1990–იანი წლების დასაწყისში მოუმ პროფესიულ ფეხბურთში გადაინაცვლა და ვიტორია დე სეტუბალის ახლაგაზრდულ გუნდს ჩაუდგა სათავეში. შემდეგი საფეხური იყო ასისტენტი მწვრთნელის როლი ესტრელა დე ამადორაში. შემდგომი ნაბიჯი იყო უდიდესი მწვრთნელის– სერ ბობი რობსონის თარჯიმნის როლი. მოუმ მალევე დაიმსახურა ლისაბონის სპორტინგის მწვრთნელის პატივისცემა, ისინი მეგობრობდნენ, ერთად განიხილავდნენ სამწვრთნელო დეტალებს, ტაქტიკას. მალევე ინგლისელი პორტოს თავკაცად დანიშნეს და ჟოზემაც მასთან გადაინაცვლა.
პორტოში 2 წლის მუშაობის შემდეგ, 1996 წელს, მათი დუეტი ბარსელონაში აღმოჩნდა. აქ ჟოზემ ენების მიმართ თავისი ნიჭი გამოავლინა და კატალონიური შეისწავლა. ბარსელონაში გადაინაცვლა მისმა ოჯახმაც და მალე მოუ გახდა ბარსელონელთა ცნობილი წარმოამდგენელი, თარგმნიდა რა პრეს–კონფერენციებს, გეგმავდა სავარჯოშო სესიებს, ფეხბურთელებს აძლევდა ტაქტიკურ რჩევებს, ეხმარებოდა მოწინააღმდეგეთა თამაშის გაანალიზებაში.
მისმა გარჯამ შედეგი გამოიღო და ბარსელონელებმა მას ასისტენტი მწვრთნელის როლი შესთავაზეს. რობსონი და მოუ მეგობრებად დარჩნენ, ჟოზემ მოგვიანებით ამგვარად ისაუბრა იმ გავლენაზე, რაც მასზე სერ ბობიმ მოახდინა: „ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბობი რობსონისგან ვისწავლე, არის ის, რომ როდესაც იგებ, არ უნდა იფიქრო, რომ გუნდი–ეს შენ ხარ, როდესაც აგებ, არ უნდა წარმოიდგინო, რომ ნაგავი ხარ.“
ჟოზემ მუშაობა გააგრძელა ლუის ვან გაალთან, ვისგანაც ბევრი რამ ისწავლა. მწვრთნელი და ასისტენტი ეფექტურად იყენებდნენ თეორიულ ცოდნას, რაც აისახა ლა ლიგის 2 ტიტულში გაალის მუშაობის პირველ 2 წელში. ბარსელონას თავკაცმა შეამჩნია, რომ ჟოზეს მეტი შეეძლო, ვიდრე ნიჭიერი ასისტენტის როლი იყო, ამიტომ გასაქანი მისცა მის ტაქტიკას და ნიჭს, ჩააბარა რა ბარსელონა ბ–ს მწვრთნელის ფუნქცია, ასევე ხშირად აძლევდა აშუალებას, პირველ გუნდთან ემუშავა კონკრეტულ ტურნირებზე, მაგალითად, ეს იყო კატალონიის თასი, რომელიც ჟოზემ 2000 წელს მოიგო კიდეც.

მწვრთნელის კარიერა

2000 წელს მოუ დაბრუნდა ბენფიკაში, შეცვალა რა მწვრთნელის პოსტზე ჰეინკესი. ჟოზე ისხენებს: „როდესაც გაალს ვუთხარი, რომ მქონდა შესაძლებლობა ბენფიკაში ასისტენტად დაბრუნების, მან მითხრა: „არ წახვიდე. უთხარი მათ, რომ თუ პირველი გუნდის მწვრთნელი სჭირდებათ, წახვალ, ხოლო თუ ასისტენტად სურხართ–არა.“
მოურინიოსა და მისი ასისტენტის, მოზერის დუეტი წარმატებული გამოდგა, მაგალითად კმარა სპორტინგის ძლევა ანგარიშით 3:0. მათი მოღვაწეობა საფრთხის ქვეშ დადგა, როდესაც ბენფიკას ახალი მწვრთნელი–მანუელ ვილარინიო მოევლინა. მან თავიდანვე განაცხადა, რომ აპირებდა ბენფიკას ყოფილი მოთამაშის–ტონის მთავარ მწვრთნელად მოყვანას. გამოიყენა რა სპორტინგის ძლევის ფაქტი, ჟოზემ პრეზიდენტთან საუბარი წამოიწყო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რაზეც უარი მიიღო და მაშინვე დატოვა კლუბი, 2000 წლის 5 დეკემბერს.
მოურინიომ მალევე იპოვა ახალი სამუშაო–2001 წლის იანვარში სათავეში ჩაუდგა უნიაო დე ლეირიას და ისტორიული მეხუთე ადგილი მოუპოვა ჩემპიონატში. მან მალევე მიიპყრო უფრო დიდი პორტუგალიური კლუბების ყურადღება და 2002 წელს პორტოსთან გააფორმა კონტრაქტი. მოუმ ჩემპიონატში მესამე ადგილი მოაპოვებინა კლუბს და პირობა დადო, რომ მომდევნო წელს მათგან ჩემპიონებს შექმნიდა.
ჟოზემ მალევე მოახდინა კლუბის ბირთვის განსაზღვრა: ვიტორ ბაია, კარვალიო, კოშტინია, დეკო, ალენჩევი, პოშტიგა; ასევე დააბრუნა ჩარლტონში განათხოვრებული კაპიტანი ხორხე კოშტა, მოიწვია ახალი მოთამაშეები: ნუნო ვალენტე, დერლეი,პაოლო ფერეირა, პედრო ემანუელი, იანკაუსკასი, მანიშე.
წინასასეზონო პერიოდში ჟოზემ კლუბის საიტზე განათავსა რეპორტი ვარჯიშების შესახებ, რომელიც დაწერილი იყო ფორმალური ენით, ამან ზოგის მხრიდან დაცინვა გამოიწვია, თუმცა მეორენი მოწონებით შეხვდნენ ამ ინოვაციას–მეცნიერულ მიდგომას სავარჯიშო მეთოდებისადმი.
2003 წელს მოუს პორტომ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი და უეფას თასის ფინალში დაამარცხა სელტიკი.
მომდევნო სეზონიც წარმატებული გამოდგა; პორტუგალიის სუპერთასის ფინალში პორტოელებმა ლეირია დაამარცხეს 1:0, თუმცა, წააგეს უეფას სუპერთასისი ფინალი მილანთან შევჩენკოს ერთადერთ გოლით. სეზონი კლუბმა კვლავ პორტუგალიის ჩემპიონობით დაამთავრა. 2004 წლის მაისში მათ ბენფიკასთან დათმეს პორტუგალიის თასის ბოლო შეხვედრა, თუმცა მოუმ მალე კიიღო ბევრად მნიშვნელოვანი ჯილდო: გერმანიაში მონაკოს 3:0 ძლევის შედეგად მოგებული ჩემპიონთა ლიგა. ამ ტრიუმფამდე გზაზე პორტომ ძლია მანჩსეტერს, ლიონს, დეპორტივოს, ერთადერთი მარცხი მათ რეალ მადრიდმა აგემა ჯგუფურ ეტაპზე.
ალბათ მოუს მიერ მანიუს ძლევამ განაპირობა ამ მწვრთნელის გადაბარგება ინგლისში, სადაც მის მიმართ ინტერესს ლივერპული და ჩელსი იჩენდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჟოზე აცხადებდა: „ლივერპული არის კლუბი, რომელიც საყოველთაო ინტერესს იწვევს, ჩელსი კი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ეს არის ახალი პროექტი მასში ჩადებული უამრავი ფულით. მე ვფიქრობ, რომ თუ კლუბი ყველაფრის მოგებას ვერ მოახერხებს, აბრამოვიჩი ამას მარცხად მიიჩნევს და თავის ფულიანად დატოვებს კლუბს. ეს არის მერყევი პროექტი. მწვრთნელის ინტერესებში, რა თქმა უნდა, შედის ფულის ქონა მაღალი კლასის მოთამაშეთა მოსაყვანად, თუმცა ვერასოდეს განსაზღვრავ, იქნება თუ არა მსგავსი პროექტი წარმატებული.“
ლივერპულმა არჩია მწვრთნელად ესპანელი რაფა ბენიტესი მოეწვია, შედეგად, ჟოზე ჩელსიში აღმოჩნდა.

მოურინიო ჩელსიში

გადაინაცვლა რა 2004 წლის ივნისში ჩელსიში, ჟოზე გახდა ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიოში, მისი გასამრჯელო შეადგენდა 4.2 მილიონ ევროს წელიწადში, რაც 2005–ში 5.2 მილიონამდე ავიდა. თავის პირველ პრეს–კონფერენციაზე ჩელსის სახელით, ჟოზემ განაცხადა: „ძალიან გთხოვთ, ნუ მიწოდებთ ქედმაღალს, მე ვარ ევროპის ჩემპიონი და საერთოდაც, მე ვფიქრობ რომ ვარ განსაკუთრებული (a Special One).” აქედან მოდის მოუს ცნობილი ნიკიც. 017
ასევე საინტერესოა მისი აზრი, გამოთქმული ჟურნალისტებთან შეხვედრაზე: „წავიკითხე, თითქოს მე ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი ინგლისურ ფეხბურთში. მაგრამ ამ ქვეყანაში ევროპის ერთადერთი ჩემპიონი გახლავთ სერ ალექს ფერგიუსონი, სხვა არავინ, მაშ, რა უნდა დავამტკიცო მე?“
ჟოზემ ჩელსიში წამოიყვანა მთელი რიგი ასისტენტებისა, ასევე, 70 მლნ. დახარჯა ტრანსფერებზე: ტიაგო (10მლნ.), მაიკლ ესიენი (24.4მლნ.), დიდიე დროგბა (24მლნ.), მატია კეჟმანი (5.4მლ), რიკარდო კარვალიო (19,8მლნ.) და პაოლო ფერეირა (13.3მლნ.).
მოუს ჩელსის პირველი ტიტული იყო ლიგის თასი, რომელიც ლივერპულის 3:2 ძლევამ მოუტანა კლუბს. ამ მატჩის ბოლოსაკენ ჟოზე დაცვის თანხლებით გაიყვანეს სამშვიდობოს, მიზეზი გახდა მისი ჟესტი ლივერპულის ფანების მიმართ–ტუჩზე მიდებული თითი , რითაც მან მერსისაიდელებს სიჩუმისაკენ მოუწოდა, პასუხად იმ დაცინვისა, რასაც ისინი მის მიმართ იჩენდნენ, სანამ ჩელსი გაათანაბრებდა ანგარიშს.
ჩელსიმ სეზონი ქვეყნის ჩემპიონობით დაასრულა.
მომდევნო სეზონი მათ კარგად დაიწყეს, მანიუს 3:0 ძლევით მეორედ მოიგეს პრემიერ ლიგა. როდესაც მოუს ჩემპიონის მედალი გადასცეს, მან იგი ხალხში მოისროლა, ასევე მოექცა იგი მეორე ჯილდოს, რომელიც რამდენიმე წუთში მიუტანეს.
მოურინიოსა და აბრამოვიჩს შორის პირველი გახმაურებული უთანხმოების მიზეზი გახდა 2006 წელს უკრაინელი შევჩენკოს კლუბში მოყვანა და მასში გადახდილი თნხა. ანდრეის პირველივე სეზონი დიდი იმედგაცრუება იყო ფანებისათვის–მან მხოლოდ 14 გოლი გაიტანა. თანდათანობით, ჟოზემ მას სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. თუმცა აბრამოვიჩი დაჟინებით ითხოვდა მწვრთნელისაგან უკრაინელისათვის სათამაშო დროის მიცემას. ეს მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. კლუბში ასევე მოვიდნენ ისლანდიელი ეიდურ გუდიონსენი და მიქაელ ბალაკი.
2006/2007 წლების სეზონზე მედიაში გავრცელდა ხმები, რომ პორტუგალიელი ინგლისს დატოვებდა, ამასთან დაკავშირებით ჟოზემ განაცხადა: „არის ორი გზა, რომლითაც მე დავტოვებ ჩელსის – თუ 2010 წლის ივნისში არ გამიხანგრძლივებენ კონტრაქტს ან თუ დამითხოვენ“. მიუხედავად ამისა, ჟოზე რჩებოდა კლუბში. ეს იყო პირველი სეზონი, როდესაც ჩელსიმ ქვეყნის ჩემპიონობა დაუთმო მანჩესტერს.
2007/2008 წლებში ჩელსი დატოვა არიენ რობენმა და ფლორენ მალუდა ჩამობარგდა ლონდონში. სეზონის პირველი მატჩი 3–2 ბირმინგემის წინააღმდეგ, გახდა რეკორდის მომტანი– 64 ზედიზედ დაუმარცხებლად დასრულებული მატჩი ლიგაში.
2007 წლის სეზონის დასაწყისში–სექტემბერში, მოუმ მოულოდნელად დატოვა ჩელსი, ის არის ჩელსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული თავკაცი მოგებული 6 ტიტულით.

ინტერნაციონალი

2008 წლის 2 ივნისს ინტერში რობერტო მანჩინი სამწლიანი კონტრაქტის საფუძველზე შეცვალა ჟოზე მოურინიომ, მან თან მოიყვანა იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელთან ერთადაც პორტოსა და ჩელსიში მუშაობდა. თავისი პირველი ოფოციალური პრეს–კონფერენცია მან იტალიურად ჩაატარა, ამტკიცებდა რა, რომ 3 კვირაში ისწავლა ეს ენა. სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს ჩელსის 3 ახალწვეული ჰყავდა: ბრაზილიელი მანჩინი, მუნტარი და კუარეზმა.
პირველ სეზონზე ინტერმა მოიგო იტალიის სუპერთასი, სერია ა. მიუხედავად ამისა, ინტერის ფანები უკმაყოფილონი იყვნენ, ითხოვდნენ რა ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას. ასევე, ბევრს არ მოსწონდა მისი ურთიერთობა იტალიურ პრესასთან, მისი მტრობა სერია ა–ს წამყვან მწვრთნელებთან–ანჩელოტი, სპალეტი, რანიერი. 2009 წლის მარტში პრეს–კონფერენციისას მოუმ პირველ ორს უწინასწარმეტყველა, რომ სეზონს უტიტულოდ დაასრულებდნენ და იტალიელი სპორტული ჟურნალისტები დაადანაშაულა ამ ორი მწვრტნელის სასარგებლოდ „ინტელექტუალურ პროსტიტუციაში“. ამ კონფერენციაზე წარმოთქმული მოუს ფრაზა “ზერუ ტიტული“ (იტალიურად გამართული იქნებოდა „ზერო ტიტოლი“) უმალვე აიტაცა მედიამ, ის ასევე გახდა ინტერის ფანების დევიზი, როდესაც ისინი მოგებულ სკუდეტოს ზეიმობდნენ. გამონათქვამი ასევე გამოიყენა ნაიკმა ინტერის მაისურების ოფიციალურ წარდგენაზე. ამავე ფრაზით აღნიშნეს რომას მოსისხლე ლაციოს ფანებმა კოპა იტალიის თასის მოგება.
მოუს ინტერი აქტიურ პოზიციებს ინარჩუნებდა სატრანსფერო ბაზარზე: კლუბი დატოვეს ადრიანომ, კრუზმა, კრესპომ; ინტერს შეუერთდნენ: მილიტო, მოტა, სნეიდერი, ეტოო.
მოუს ირგვლივ მორიგი ხმაური გამოიწვია მის მიერ იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ლიპის კრიტიკამ. ჟოზემ განაცხადა, რომ ლიპის წინასწარმეტყველება, თითქოს იუვე მოიგებდა 2009–2010 სეზონზე სკუდეტოს, იყო უპატივცემლობა მისი კლუბისადმი.
მოურინიოს უთანხმოება მოუვიდა ფაბიო კანავაროსთან. ეს უკანასკნელი განიხილავდა სანტონის ადგილს ინტერში, ჟოზემ პასუხად განაცხადა, რომ კანავარო ისე იქცეოდა, თითქოს მწვრთნელი ყოფილიყო.
მოურინიო საჯაროდ აკრიტიკებდა იტალიელ მსაჯებს, მათთან უთანხმოებამ პიკს მიაღწია 2010 წლის 22 თებერვალს სამპდორიის წინააღმდეგ მატჩის შემდეგ, რომელიც 0–0 დასრულდა, პირველ ნახევარში ინტერის 2 მოთამაშე იქნა გაძევებული. შესვენებაზე ჟოზემ უხამსი ჟესტი დააფიქსირა კამერების წინ, რაც ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ზეწოლა და კრიტიკა რეფერთა მიმართ. შედეგად, პორტუგალიელმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
2010 წლის 28 აპრილს ჟოზემ მეორედ გააღწია ფინალში, დაამარცხა რა მოქმედი ჩემპიონები ბარსას სახით. ინტერმა კი ამას 38–წლიანი პაუზის შემდეგ მიაღწია. ამ მატჩში ჟოზეს შეხლა–შემოხლა მოუვიდა კატალონიელთა მეკარე ვალდესთან. მოგვიანებით მოუმ განაცხადა, რომ ბარსელონელებს „ანტი–მადრიდისმო“ ამოძრავებდათ, მათ დამატებით მოტივაციას სძენდა ლიგის თასის მეტოქეთა მოედანზე აღების სურვილი (ვერ მივართვი–თუნდაც მხოლოდ ამისთვის უდიდესი მადლობა მოუს). მარკა წერდა, რომ მოუმ ჩააბარა ტესტი მადრიდელი ფანების წინაშე, რომ გამხდარიყო რეალის თავკაცი.

"The Special One" - ვინ არის ის?

5 მაისს 2010 წლისა ინტერმა მოიგო კოპა იტალია, 16 მაისს სიენას ძლევით იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 22 მაისს მიუნხენის ბაიერნის 2:0 ძლევით ინტერნაციონალი ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე, 3 მოგებული ტიტულით პირველი იტალიური კლუბი გახდა ისტორიაში. მომდევნო დღეს მოუ ამტკიცებდა, რომ იყო „მოწყენილი, რადგან თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩემი ბოლო მატჩი ინტერთან ერთად“; „თუ შენ არასოდეს უთავკაცებ რეალ მადრიდს, მაშინ ჩთვალე, რომ შენი კარიერა ვერასდროს იქნება სრულყოფილი“.
2010 წლის 27 მაისს ინტერმა და რეალმა მიაღწიეს შეთანხმებას კომპენსაციის ოდენობაზე და ჟოზე ინტერისგან გათავისუფლდა.
2010 წლის 31 მაისს ჟოზე ოფიციალურად წარაგდინეს მადრიდში, გაფორმდა რა 4–წლიანი ხელშეკრულება.

"The Special One" - ვინ არის ის?

მითქმა–მოთქმა

ჟოზე ყოველთვის იწვევდა ხმაურსა და კამათს საფეხბურთო სამყაროში. მისი გამონათქვამები ხშირად აპირისპირებდნენ მას საფეხბურთო ავტორიტეტებთან.
2003 წლის 27 იანვარს პორტო–ბოავიშტას დერბის შემდეგ მოუმ უარი განაცხადა ხელი ჩამოერთმია მეტოქე მწვრთნელისათვის, არგუმენტად კი შემდეგი დაასახელა: „მე არ ვართმევ ხელს იმათ, ვისაც არ ვიცნობ“. საპასუხოდ მას ბოავიშტელმა „ავადმყოფი და გონებრივად ჩამორჩენილი“ უწოდა.
2004 წლის 31 იანვარს სპორტინგისა და პორტოს მატჩის შემდეგ, ვიტორ ბაიამ და სპორტინგის ნახევარმცველმა რუი ხორხემ მაისურები გაცვალეს, მოუმ ბაიას მაისური გამოსტაცა და დახია. ამ ქმედებისთვის ჟოზე არავის დაუსჯია.
იმავე წლის 26 თებერვალს პორტოსა და მანიუს შორის დრაგაოზე გამართული მატჩის შემდეგ გულმოსულმა ფერგიუსონმა ზურგი აქცია ჟოზეს და ხელი არ ჩამოართვა. პორტუგალიელმა მას ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.
მარტში, ბარსელონა–სელტიკის მატჩის წინ, მოუმ სელტიკის მწვრთნელი მარტინ ო’ნილი გააკრიტიკა, რომ ის გუნდს არამიმზიდველ ფეხბურთს ათამაშებდა და გაიხსენა 2003 წლის უეფას თასის ფინალი პორტოსა და სელტიკს შორის, მისი თქმით, „ჩვენ გვეჭირა ბურთი, ისინი კი მთელს ამაოდ დარბოდნენ მთელს მოედანზე და ცდილობდნენ თავიანთი საშინელი და აგრესიული სტილით დაგვწეოდნენ.“
2004 წლის 6 ოქტომბერს ადრიან მუტუმ დაადანაშაულა მოურინიო, რომ ის ცდილობდა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშზე უარი ეთქმევინებინა. მალევე მუტუს ტესტი კოკაინზე დადებითი პასუხითდასრულდა და ის კლუბიდან გაუშვეს.
2005 წლის მარტში, ჩელსისა და ბარსელონას შორის ლიგის მატჩის შემდეგ, ჟოზემ ანდერს ფრისკი და რაიკაარდი დაადანაშაულა ფიფას წესების დარღვევაში, რომ შესვენებისას ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ ამის შედეგად გააძევეს დროგბა. ფრისკმა აღიარა, რომ რაიკაარდს მართლაც ჰქონდა მცდელობა მასთან ესაუბრა, მაგრამ მან უკან გაისტუმრა. მოგვიანერბით, მსაჯმა განრისხებული ფანებისაგან მუქარა მიიღო და დროზე ადრე დაასრულა კარიერა. მოგვიანებით, ჟოზემ ამის გამო 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო საჯარიმო სანქციებთან ერთად. უეფას რეფერთა თავმჯდომარემ–ვოკლერ როტმა მოუს „ფეხბურთის მტერი“ უწოდა, თუმცა უეფა ოფიციალურად განუდგა ამ კომენტარს.
2009 წლის აგვისტოში მოუს ირგვლივ კვლავ ატყდა ხმაური, როდესაც მან განაცხადა, რომ მუსლიმი მოთამაშე მუნტარი ენერგიისა და მოქნილობის ნაკლებობას უჩიოდა, რადგან რამადანს იცავდა. მისი ნათქვანი ოდნავი ინტერპრეტაციით გავრცელდა მედიაში და მუსლიმი ლიდერების სერიოზული რისხვა გამოიწვია.
2010 წლის 21 აპრილს, მას შემდეგ, რაც ინტერმა 3:1 დაამარცხა ბარსა, კატალონიური მედია აქტიურად ალაპარაკდა ჟოზესა და მილანური მატჩის მსაჯის მეგობრობაზე, რომ ისინი საერთო რესტორანსაც კი ფლობდნენ ლეირიაში. მოუმ პასუხად განაცხადა: „მე არანაირი რესტორანი არ გამაჩნია, შესაძლოა თავად პეპს გააჩნია რესტორანი ოსლოში“ (მიანიშნა ნორვეგიელ მსაჯ ტომ ჰენინგ ოვრებოზე და მის როლზე 2008/09 წლების სეზონზე ნახევარფილალურ მატჩზე ჩელსისა და ბარსელონას შორის).

"The Special One" - ვინ არის ის?

მადრიდში ჩამოსულმა მოუმ უკვე გამოიწვია დავა ესპანურ პრესაში. 27 სექტემბერს პრეს–კონფერენციაზე მოურინიოს ჟურნალისტები დაჟინებით ეკითხებოდნენ პედრო ლეონი თუ ითამაშებდა ოსერის წინააღმდეგ. გაცხარებულმა ჟოზემ განაცხადა: „არ გინდათ ის მკითხოთ, ვინ ითამაშებს ხვალ? მე უკვე გითხარით, რომ ბენზემა ითამაშებს, მე რომ რეპორტიორი ვიყო, ვიკითხავდი, ვინ იქნებიან დანარჩენები; ითამაშებს თუ არა იგუაინი ბენზემასთან ერთად, თუ სკამზე იჯდება? მაგრამ არა, თქვენ მხოლოდ პედრო ლეონს ჩააცივდით, თითქოს ის მარადონა ან ზიდანი იყოს...“
ამ ყველაფრამდე 3 დღით ადრე მოუმ საჯაროდ გააკრიტიკა ხიხონის სპორტინგი ბარსელონას წინააღმდეგ შესუსტებული შემადგენლობით თამაშის გამო. „თუ გუნდები თამაშებს აჩუქებენ ბარსელონას, ჩვენ ტურნირის მოგება გაგვიჭირდება.“

პირადი ცხოვრება

მოურინიო თავის მომავალ ცოლს, ტამის, შეხვდა სეტუბალში, ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში და იქორწინეს 1989 წელს. 1996 წელს მათ ეყოლათ ქალიშვილი მატილდა და 4 წლის შემდეგ ვაჟი–ჟოზე უმროსი. ჟოზე აცხადებს, რომ ოჯახი მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
მოუ გახლავთ ბევრი სოციალური და საქველმოქმედო პროექტის ინიციატორი თუ მონაწილე. ჟოზემ თავისი ცნობილი არმანის პალტო ცუნამით დაზარალებულთა ფონდს დაუთმო.
ცნობილია რა თავისი ძლიერი პიროვნებით, ჩაცმის დახვეწილი სტილით, ხმაურიანი განცხადებებით, მოუმ საფეხბურთო წრეებს მიღმაც მოიპოვა პოპულარობა. ის გამოჩნდა სამსუნგის, ამერიკან ექსრესისა და ადიდასი რეკლამებში.
2007 წლის მაისში მოუ დააკავეს როდესაც ცხოველთა დამცველებს არ აძლევდა უფლებას, მისი ძაღლი წაეყვანათ არასაკმარისი აცრების გამო.
მოუ საუბრობს პორტუგალიურ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.

"The Special One" - ვინ არის ის?

ტიტულები

სამწვრთნელო:

პორტო (2002–2004)

2003 პორტუგალიის ლიგა
2003 პორტუგალიის თასი
2003 უეფას თასი
2003 პორტუგალიის სუპერთასი
2004 პორტუგალიის ლიგა
2004 ჩემპიონთა ლიგა

ჩელსი (2004–2007)

2005 პრემიერ ლიგა
2005 ლიგის თასი
2005 ჩერითი შილდი
2006 პრემიერ ლიგა
2007 ლიგის თასი
2007 ასოციაციის თასი

ინტერნაციონალი (2008–2010)

2008 იტალიის სუპერთასი
2009 სერია ა
2010 სერია ა
2010 იტალიის თასი
2010 ჩემპიონთა ლიგა

ინდივიდუალური:

უეფას წლის მწვრთნელი: 2002–03 და 2003–04
პორტუგალიის ლიგის მწვრთნელი: 2002–03, 2003–04
პრემიერ ლიგის წლის მწვრთნელი: 2004–05, 2005–06
პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელი: 2004 ნოემბერი, 2005 იანვარი, 2007 მარტი.
სერია ა–ს წლის მწვრთნელი: 2009
IFFHS წლის მწვრთნელი: 2004, 2005
ჩემპიონთა ლიგის წლის მწვრთნელი: 2002–03, 2003–04
უეფას წლის გუნდის მწვრთნელი: 2003, 2004. 2005
BBC წლის მწვრთნელი: 2005
Onze d'Or წლის მწვრთნელი: 2005
პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელი: ნოემბერი 2004, იანვარი 2005, მარტი 2007
World Soccer Magazine–ის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2004, 2005
საერთაშორისო სპორტული პრეს–ასოციაციის საუკეთესო მწვრთნელი 2010


ჟოზეს ამ შესანიშნავ კარიერას ალბათ ბევრი ფურცელი მიემატება, დარწმუნებული ვარ, მოუს მადრიდული პერიოდი რეალის ისტორიაშიც ოქროს ასოებით შევა.. 001 dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)