მესი თუ რონალდო? მაურინიო თუ გუარდიოლა? - ლა ლიგა 2010|2011

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკლუბო ჩემპიონატია. მიუხედავად იმისა, რომ პირინეელთა პირველობაზე უმეტესად ორი უდიდესი გრანდი (მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა) დომინირებს, ლა ლიგის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. ვინ იქნება 2010|2011 წლის სეზონში პრიმერას ახალი დომინანტი - "ბარსა" თუ "რეალი"?


ლა ლიგა სულ ახლახანს დაიწყო... მცირე ხნის მიუხედავად, პრიმერა დივიზიონი სენსაციების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, პირველად კატალონიელებმა გაგვაკვირვეს, როდესაც გუარდიოლას დამოძღვრილმა ფეხბურთელებმა, საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის დებიუტანტის, "ჰერკულესის" არათუ დამარცხება, არამედ მათთვის ქულის ართმევაც კი ვერ მოახერხეს. 'ბარსელონელებს' ვალში, არც 'მადრიდელები' ჩამორჩნენ, მაურინიოს შეგირდებს ჯერ-ჯერობით არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ, თუმცა სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა "ლევანტესთან" 2 უმნიშნველოვანესი ქულა დაკარგეს. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ეს ორი ესპანური გრანდი მიმდინარე სეზონში უამრავ სიურპრიზს შემოგვთავაზებს? - ამ კითხვაზე "ვალენსია" გვპასუხობს, რომელიც პრიმერას ერთპიროვნულად ლიდერობს... არც "ბარსა" და არც "რეალი" ?...

მესი თუ რონალდო? მაურინიო თუ გუარდიოლა? - ლა ლიგა 2010|2011


"ვალენსია" ბევრს აკვირვებს. გასულ სეზონში, ამ ესპანურმა გრანდმა, გუნდის ორი წამყვანი ფიგურა დაკარგა... დავიდ სილვა, მანჩესტერ "სიტიმ" გადაიბირა, ხოლო დავიდ ვილა, კატალონიის "ბარსელონას" ბოსებმა, ორწლიანი "ხვეწნა-მუდარის" შემდეგ გამოისყიდეს ვალენსიური კლუბიდან. ბევრი ფიქრობდა, რომ 'ვალენსიამ' ფინანსურ კრიზის ვერ გაუძლო, რომ ეს გუნდი მალე დაიშლებოდა და შეიძლება პრიმერადანაც გავარდნილიყო, მაგრამ არა! გუნდის თავკაცმა, უნაი ემერიმ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - "ივაჟკაცა" და ძალიან რთული სიტუაციიდან იპოვა გამოსავალი. ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა, გუნდში არის ადურისი მოიყვანა, რომელმაც რობერტო სოლდადოსა და მეჰმეტ ტოპალთან ერთად შეტევის ხაზში ბრწყინვალე ტანდემი შექმნა. ასე, რომ "ღამურები" გამოფხიზლდნენ და "ჯანზე მოდიან"... ფეხბურთი კი კვლავ განაგრძობს ჩვენს მოჯადოებას თავისი იდუმალი და ხშირად ძალიან მოულოდნელი სიახლეებით...

რთულია განსაზღვრო რას უქადის ესპანურ ფეხბურთს მიმდინარე სეზონი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერი დეტალი, ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველი იქნება. დაემხობა თუ არა "ბარსელონას" ჰეგემონია, შეძლებს თუ არა "განსაკუთრებული" ჟოზე თავისი წესებით თამაშს პრიმერაში, სეზონის სტარტი "ვალენსიელთა" მოულოდნელი გაბრძოლება იყო, თუ უნაი ემერის სერიოზული მიზნები ამოძრავებს?...

მადრიდის "რეალში" მოვიდნენ, სამი ხედირა, მესუთ ოზილი, პედრო ლეონი, რიკარდო კარვალიო, ანხელ დი მარია და სერხიო კანალესი... სამეფო კლუბმა, როგორც მადრიდელებს სჩვევიათ, სატრანსფერო ბაზარზე უამრავი ფული დახარჯეს და უნიჭიერესი ახალგაზრდები გადმოიბირეს, თუმცა ყველას ერთი კითხვა ამოძრავებს, მაუს შესწევს თუ არა ძალა, მადრიდის "რეალიც" მოათვინიეროს და ათამაშოს ის ფეხბურთი, რომელსაც მადრიდელი "ინჩასები" უკვე მრავალი წელია საყვარელი გუნდისგან ელიან.

სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ჩაერთო, "ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი, სანდო როსელი, რომელმაც გუნდში დავიდ ვილა და ხავიერ მასკერანო გადმოიბირა. ეს ორი უნიჭიერესი ფეხბურთელი, კატალონიელებს საკმაოდ დიდი ფული დაუჯდათ... როგორც წესი, "ბარსელონელი" სელექციონერები ფეხბურთელებში იშვიათად ცდებიან, თუმცა ნუ ავჩაქრდებით, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

მესი თუ რონალდო? მაურინიო თუ გუარდიოლა? - ლა ლიგა 2010|2011


როგორც ყოველთვის, მადრიდის "ატლეტიკომ" სეზონი კვლავ არაპროგნიზერებულ ნოტაზე დაიწყო... მადრიდელები გარკვეულ მომენტებში, "ბარსელონასა" და "რეალზე" უკეთ თამაშობენ, თუმცა რარიგ ეპიზოდებში, "როხი ბლანკო" ტრადიციებს არ ღალატობს და 'გულდამლბალ' გულშემატკივრებს კვლავ არადამაჯერებელი თამაშით ასაზრდოებს...

ვალდესი... არა ვიქტორი, არამედ ნელსონი... პრიმერას დებიუტანტი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო, რამეთუ მან "ბარსელონას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და "ჰერკულესის" ჰეგემონია დაამყარა "კამპ ნოუზე"...


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 7 ოქტომბერი 2010
  • 3216
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)